გუშინდელ სამშაბათობაზე გაჩნდა იდეა, ამ შაბათ–კვირას წავიდეთ გუდაურში. შაბათს დილით წავიდეთ და კვირას წამოვიდეთ. ვინც სრიალებს–ისრიალებს, ვინც არა– ერთმანეთის კომპანიით გაერთობა, თოვლში იგუნდავებს, თოვლის ბაბუას გააკეთებს, საღამოს სუფრას შემოვუსხდებით, სამაგიდო თამაშებს ვითამაშებთ (ბუბა ბიძია წამო რა და რუმიკუბი წამოიღე

), მეორე დღეს ისევ თოვლში ვისრიალ-ვიგუნდავებთ , საღამოს კი დავბრუნდებით თბილისში.
ღამისთევის ფასი გუდაურის სპორტსკოლაში –
30 ლარია 1 ადამიანისთვის (კვების გარეშე), თუ საკმარისი რაოდენობის ხალხი შევიკრიბეთ შეიძლება ცოტა დაგვიკლოს.
მგზავრობა – 12 ლარი ორი გზა + საგზალი 2 დღისათვის. აბა ვის დაგაინტერესათ ამ იდეამ?
მათთვის ვინც სრიალებს სხვა პაკეტებიცაა:
ღამისთევა+კვება+თხილამურები+საბაგირო - 50$
ღამისთევა+კვება 50 ლარი.
ხალხის რაოდენობას იმიტომაც აქვს მნიშვნელობა რომ გავარკვიოთ სარეისოთი წავიდეთ თუ ზვიადს ვთხოვოთ წაყვანა.
პირწიგნაკზე რამდენიმე მსურველი უკვე გამოჩნდა:
1. კარვის მეგობარი თათია
2. მთა მყვარებია
3. იანო
4. ია - იანოს + (შაბათს საღამოს შემოგვიერთდება)
5. ინა-უნა
6.