Post
by marishka » 02 მარ 2011, 01:31
მინდა, ამ არაჩვეულებრივ დღეზე, მეც გამოვხატო ჩემი ემოცია.
რასაც ვერ გეტყვით ფოტოებიდან იგრძნობთ.
გოგასთან პირად საუბარში გავიგე, რომ სურდა თოვლიანი ზარზმის და ოქროსციხის ნახვა. რათქმაუნდა ჩემთვის ეს ორმაგად სასიხარულო იყო.
პირველი ის, რომ დიდ თოვლიან მხარეში გავატარებდი 1 უქმე დღეს,
მეორე კი, ჩემს მშობლიურ და საყავრელ კუთხეში- მესხეთში.
გოგას ვუთხარი, რომ თუ კვირას დაგეგმავდა ამ დღეს, მე შაბათს წავიდოდი.
სახლის, ღუმელის და ცხელი ხაჭაპურების ამბავს მოვაგვარებდი მანამდე.
ასეც მოვიქეცი. მე და ჩემი მეგობარი შაბათს დიიიდი სიხარულით , დიდუბის სადგურიდან გავეშურეთ ადიგენისკენ.
სოფელს ვუახლოვდებოდით, თოვლის საფარი ჩვენს სიხარულთან ერთად მატულობდა. სოფლის გზას რომ შევუდექით, ბინდი ჩამოწვა . ბინდისფერ სოფელში , სადღაც შოორიდან ძაღლების ყეფა ისმოდა. ამას თოვლში ჩვენი ჭრაჭუნი ემატებოდა, ხალხის ჭაჭანება არ იყო , მოძრაობაში მხოლოდ სახლის სახურავებიდან ამოსულ კვამლს ვხედავდი... ეს ყველაფერი კი რაღაც შორეულს, ნაგრძნობს , ნაცნობ ემოციებს მიახლებდა...
ფრაგმენტებად ამომიტივტივდა ბავშვობის წლები, ბევრი რამ ღიმილს მგვრიდა,ბევრმაც დამასევდიანა...
გამახსენდა ჩემი ძაღლი - რიტა ბერიშვილი, ჰო ბერიშვილი:) მიპარვა იცოდა ჩუმად. ჩემი მეზობელი და კლასელი სახლში ატირებული რომ მიქანდა, შეკითხაზე თუ რა ატირებდა, რიტა ბერიშვილმა მიკბინაო...
შემოდგომა და ზამთარი განსაკუთრებულად მიყვარს, მიზეზებს სოფელში ვეძებ...
ზარზმაში პირველად სკოლის ექსკურსიაზე ვიყავი, არ მახსოვს მაშინდელი შთაბეჭდილებები. აი, ოქროსციხე კი სულ მახსოვს, იქიდან რაც მეხსიერება მაქვს, ალბათ ყოველდღე ვხედავდი, ვერც აარიდებდი თვალს ისე ჩანს ჩემი ეზოდან.
12 წლამდე ვცხოვრობდი ბოლაჯურში,მერეც ხშირად ჩავდიოდი არდადეგებზე.
ბევრი თბილი, ტკბილი და ღირებული მომცა იმ წლებმა.