ფესტოსის დისკო დაახლოებით ძვ. წ. 1850-1600 წლებით თარიღდება. ფირფიტაზე საგალობელია ამოტვიფრული. დისკოს ავტორები უძველეს დედაღვთაება ნენა-ნანას უგალობდნენ. გამოდის, ქართველთა უძველესი ლიტერატურული ძეგლი ჩვენი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის "შუშანიკის წამება" კი არა, 4000 წლის წინანდელი პროტოქართული საგალობელია. დისკოს გაშიფვრით მტკიცდება ცნობილი ევროპელი მეცნიერების თეორიები, რომ პროტოქართველები და მათი მონათესავე ტომები მესოპოტამიის, წინა აზიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზის ტერიტორიებზე სახლობდნენ და ჰქონდათ მაღალი კულტურა, დამწერლობა და ხელოვნება. შედეგად, ევროპული კულტურის საფუძველი არა უძველესი ბერძნული კულტურა, არამედ მასზე უფრო ძველი, პროტოქართული კულტურა გამოდის.
ფესტოსის დისკოს იდუმალებით მოცული ტექსტის ამოხსნას საუკუნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ ევროპელი მეცნიერები. მხოლოდ ავსტრიელმა დოქტორმა ჰერბერტ ძებიშმა აირჩია კვლევის განსხვავებული მიმართულება, - შექმნა კომპიუტერული პროგრამა (პც), რომელშიც ნებისმიერი ენის ჩასმა შეიძლება და შემდეგ ხდება მათი შედარება დისკოს ნიშანთა განაწილებისთვის. პროგრამას ერთადერთმა, პროტოქართველურმა ენამ უპასუხა. ძებიშმა გადაწყვიტა, ძველი ქართული ენა შეესწავლა, მაგრამ არ დასცალდა, 1993 წელს გარდაიცვალა. როგორც ჩანს, უძველესი ქართული ენით შესრულებულ ტექსტს ისევ ქართველის ხელით ეწერა ახსნა. ძებიშის ნაშრომებმა 19 წლის წინ ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს, ამჟამად ცნობილ მეცნიერ გია კვაშილავას დაუკარგა მოსვენება და ფესტოსის დისკოს შესწავლა დაიწყო. შედეგმა ევროპა გააოცა.
2008 წლის 1-ელ ნოემბერს, ლონდონში, ბერლინგტონის სასახლეში, დიდი ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ქართველმა მათემატიკოსმა სამეცნიერო საზოგადოებას ამცნო, რომ თიხის ფირფიტაზე ნახატ-ნიშნებით დატანილი ტექსტი უძველესი ქართული ენით არის დაწერილი და საგალობელი "ნენანა" პელაზგურ-კოლხური ნაყოფიერების დედაღვთაება ნანას ეძღვნება. მასში გამოყენებულ სიტყვებს კი დღემდე ხმარობენ სვანეთში, სამეგრელოსა და ლაზეთში.
გია კვაშილავას არგუმენტირებულმა ლინგვისტურმა თეორიამ ჩიხში მოაქცია პროტოქართველური კულტურის აღიარებისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილი მეცნიერებიც კი და ფესტოსის დისკოს საიდუმლო ამოხსნილად აღიარეს.


აღნიშნულ დისკოზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია შემდეგ ვებ გვერდებზე:
ქართულად:
http://burusi.wordpress.com/2009/05/04/ ... %E1%83%93/
ინგლისურად:
http://en.wikipedia.org/wiki/Phaestos_Disc