











დამავიწყდა დამეწერა, რომ დილით ჰატშეპსუტის ტაძრის მერე მეფეთა ველი მოვინახულეთ, რომელიც ლუქსორის მკვდართა ქალაქში მდებარეობს და სადაც დაახლოებით 65 ფარაონი განისვენებს. გარდა მეფეთა ველისა ლუქსორში დედოფალთა ველიცაა ფარაონების ცოლების და მათი შვილების სამარხებით , ასევე და წარჩინებულთა ველი, სადაც დიდგვაროვანტს სამარხებია. ყველა სამარხი შემკულია სხვადასხვა იეროგლიფით და რელიგიური სცენებით. აქვე მდებარეობს ყველაზე ნაკლებგავლენიანი მაგრამ ყველაზე ცნობილი ფარაონის ტუტანჰამონის *( საფლავი თავის მუმიით. თუმცა ჩვენ მისი სამარხი არ მოგვინახულებია, რადგან არც საკმარისი დრო გვქონდა, არც დამატებით 20$ გადახდა გვსურდა და არც მუმიის ხილვის (თუნდაც ასეთი პოპულარული ფარაონის) სურვილი გვკლავდა. სამწუხაროდ ფოტოების გადაღება არც აქ იყო ნებადართული.
*ამონის ცოცხალი ხატება, თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი ძვ. წ. 1347 — ძვ. წ. 1337 წლებში. მისი სამარხი აღმოაჩინა და შეისწავლა ინგლისელმა ეგვიპტოლოგმა ჰოვარდ კარტერმა 1922 წელს. ეს იყო უდიდესი აღმოჩენა ეგვიპტოლოგიის ისტორიაში, რადგან ერთად თავმოყრილი მსგავსი რაოდენობის საგანზური და ძვირფასი ექსპონატები მანამდე არავის აღმოუჩენია. საქმე ისაა რომ მანამდე აღმოჩენილი ყველა ფარაონის სამარხი ოქროს მაძიებლების მერ იყო გაძარცვული. ტუტანჰამონის სამარხი კი სხვა ფარაონის სამარხის ქვეშ მდებარეობდა და ამ ფაქტმა გადაარჩინა ის გაძარცვას.