უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
Post
by meleksa » 21 თებ 2011, 01:26
1. რეგიონი:
კახეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ხირსა-ხორნაბუჯი-სიღნაღი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი, მაგრამ ციხიდან ჩამოსვლა ცოტა რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
200 ლარი, (10 ლარი ერთი ადამიანი)
6. მონაწილეთა რაოდენობა
20 ადამიანი
1. მელექსა
2. burdiani
3, ბატონი ბუბა
4. ავთო (avtokh)
5. ლევანიკო
6. ლევანიკო +
7. ლევანიკო +
8. ლევანიკო +
9. ლევანიკო +
10. ლევანიკო +
11. ლევანიკო +
12. ლევანიკო +
13. Mr. Zorro
14. mariamoooo
15. მირანდა
16. Mr. Zorro +
17. Mr. Zorro +
18. ლევანიკო +
19. ბურდიანის +
20. ზვიად ჩიტაური
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი:
მელექსა და ბურდიანი
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბევრია
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
350კმ საშუალოდ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
4კმ
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბევრია
12. საბანაკე ადგილები:
მე არ მომეწონა
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
იშვიათობაა, თითქმის არ არის.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ამინდის შესაფერისი ჩაცმულობა
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერ დროს, მაგრამ თოვლში გირჩევთ
16. რისკები, საფრთხეები:
ზოგადი სიფრთხილე
17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ციხესთან არ იჭერს კარგად
18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით:
7-8
19. სასარგებლო ბმულები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=915
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1115
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1882
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2653
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2874
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3187&start=0
Last edited by
meleksa on 22 თებ 2011, 00:37, edited 1 time in total.
-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
Post
by meleksa » 21 თებ 2011, 01:42
არის, ასრულდა ოცნება ! დიდი ხანია მინდოდა ხორნაბუჯის ნახვა და თანაც თოვლში, ხოდა ისე მოხდა რომ სწორედ თოვლიანი ხორნაბუჯი ვნახე.
თავიდან დაიმორცხვა ციხემ ამდენი ხალხი რომ დაგვინახა და ნისლში დაგვემალა... მერე ცოტა გავშინაურდით, შიგნითაც შეგვიშვა და ნისლის სამოსიც შემოიძარცვა.... და მაშინ ვიხილეთ ხორნაბუჯის ციხე თავისი სიდიადითა და სილამაზით, ზემოდან შთამბეჭდავი ხედები იშლებოდა და ჩვენც დამუნჯებულები და ხანაც სიხარულისგან აყვირებულები ვაცოცხლებდით ციხეს...
იგრძნო ციხემ თითქოს ჩვენი მისდამი სიყვარული, სითბო და თითქოს უფრო მეტად ლამაზდებოდა ყოველ წუთს... გვეძნელებოდა წამოსვლა, ამიტომ გადავწყვიტეთ თოვლიან ციხესთან დარაჯი დაგვეტოვა, დიდი თოვლის პაპა...
ბოლოს როგორც იქნა გამოვემშვიდობეთ ხორნაბუჯს, ალბათ გული ვატკინეთ ისევ თოვლისა და სიჩუმის სამყოფელად რომ დავტოვეთ, მაგრამ დავუტოვეთ იმედი რომ კიდევ ბევრი, სამშობლოს სიყვარულით გაჟღენთილი ადამიანი ესტუმრება და აახმაურებს ერთ-ერთ ულამაზეს დანატოვარს ჩვენი წინაპრებისას...
ასევე გამაკვირვა ხირსას მამათა მონასტერმა თავისი სიდიადით, ერთი შეხედვა და მოგნუსხავს ადამიანს, საოცარი სიმშვიდისა და სიმყუდროვის განცდა დაგეუფლება იქ მისულს....
დღე საუკეთესოდ დავამთავრეთ ღამე განათებულ თოვლინ სიღნაღში სეირნობით, სიცილ ხარხარით და კიდევ ერთი, ლამაზად გატარებული დღის ემოციებით...

-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
Post
by meleksa » 21 თებ 2011, 01:49
მადლობა ღმერთს მშვიდობიანი მგზავრობისათვის და მადლობა ამ გასვლის ყველა მონაწილეს... მეშინოდა გასვლა არ ჩაშლილიყო მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა...
კიდევ მადლობა ყველას ვინც დარეკეთ და დაინტერესდით ჩვენი ამბით, ყველანი ძალიან კარგები ხართ...
ამ გასვლაში ჩვენი მეგობარი ზვიად ჩიტაურის პირველი კარვული გასვლა იყო მგონი, ოღონდ როგორც ერთ ერთი რიგითი ჩვენთაგანი ისე და არა როგორც მძღოლი
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, გკოცნით გეხვევით
პ.ს. ერთი თხოვნა მაქვს, სურათების დადება ნუ დაგეზარებათ 
-
LEVANIKO
- ზარმაცი
- Posts: 1483
- Joined: 01 ივნ 2009, 02:15
-
Contact:
Post
by LEVANIKO » 21 თებ 2011, 01:54
ყველას დადება თუ გეზარებათ ფოტოების ბმული დადეთ რა და გადავიწერთ

ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 21 თებ 2011, 03:20
ბმულები კი არადა
ჩვენ გვაჩვენეთ თოვლიანი ხორნაბუჯი....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 21 თებ 2011, 09:08
meleksa
ვააა, ვულოცავ ზვიადს პირველ კარავულ გასვლას!!!
ველი ფოტოებს. დარწმუნებული ვარ, ულამაზესი გასვლა გექნებოდათ. თოვლში განსაკუთრებით ლამაზია იქაურობა.
მანქანა სადამდე მივიდა? ჩვენ რომ ვიყავით ზამთარში, ჯიპებით ციხემდე მივედით, მაგრამ მერე თოვლიან აღმართებზე ამოსვლა გაგვიჭირდა (უფრო სწორად, ჩემს მანქანას გაუჭირდა)
-
Tami
- მაწანწალა
- Posts: 618
- Joined: 02 დეკ 2010, 13:14
Post
by Tami » 21 თებ 2011, 09:11
meleksa
ყოჩაღ, როგორ ოპერატიულად გაგიხსნია თემა
ახლა კი ფოტოები გამოუშვით, ვნახოთ ერთი, რა გამოვტოვეთ

-
konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
Post
by konstantine » 21 თებ 2011, 09:17
მალადეც შენ...
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
-
avtokh
- მაწანწალა
- Posts: 953
- Joined: 28 სექ 2010, 21:31
- Location: saca moxerxdeba :)
Post
by avtokh » 21 თებ 2011, 09:30
კარგი ხალხი, კარგი გარემო, მშვენიერი თოვლი, წვივამდე და ზოგიერთისთვის წელამდე თოვლი

, რომელიც შეურაცხოფილი და გათელილი დარჩა ჩვენი გავლა-გამოვლის შემდეგ, ჩვენი აღტაცებული შეძახილებითა და სიცილ-ხარხარით სრულ მდუმარებადარღველი და გამოცოცხლებული ხორნაბუჯი. ხირსა თავისი სიდიადითა და ერთგული ოთხფეხა ქართული ნაგაზი მცველით. მამაოს საინტერესო შემეცნებითი საუბრით ხირსის ისტორიასა და არქიტეკტურაზე.
მადლობა გასვლის მოთავეებს და ყველა მონაწილეს შესანიშნავად გატარებული უქმე დღისთვის და მათ განსაკუთრებული მადლობა ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა ჩემთვის ასასვლელად შედარებით რთულ ადგილებში
ფოტოები საღამოს იქნება, ჩემი მხრიდან

-
burdiani
- მაწანწალა
- Posts: 769
- Joined: 29 ივნ 2009, 14:46
- Location: სულ გზაში
Post
by burdiani » 21 თებ 2011, 09:46
ხირსა
ხორნაბუჯის მიდამოები
ხორნაბუჯი და მისი მცველი
ხედი ციხიდან

საქართველოსთვის!
-
burdiani
- მაწანწალა
- Posts: 769
- Joined: 29 ივნ 2009, 14:46
- Location: სულ გზაში
Post
by burdiani » 21 თებ 2011, 10:37
ხორნაბუჯი ასვლამდე
ამოსვლის შემდეგ
ესეც ციხე
გაუკვალავი

საქართველოსთვის!
-
meleksa
- იეტი
- Posts: 2161
- Joined: 14 ივლ 2009, 21:16
- Location: წინაპართა ნაკვალევი..
Post
by meleksa » 21 თებ 2011, 12:29
Naia
2კმ რომ აწერია აბრაზე იქამდე მივედით, ანუ ბოლო დაღმართზე აღარ ჩავედით თორემ დღესაც იქ ვიქნებოდით ალბათ

-
Mr. Zorro
- მაწანწალა
- Posts: 346
- Joined: 27 ოქტ 2008, 00:51
Post
by Mr. Zorro » 21 თებ 2011, 12:35
დილიდან ისეთი თოვლი იყო, გახურება გახდა საჭირო
