ისევ გზაში გადაღებული სურათები
ნაძვები გზის პირას
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ეს ერთერთი მოსახვევი
Uploaded with
ImageShack.us
სიცხის გამო გზა ძალიან დაგრძელდა, რამაც ცოტა მოგვთენთა და ამიტომ ნელა და ცოტათი უხალისოდ დავდიოდით. თან ყოველ მოსახვევში პატარა ნაკადულს ვეძებდით გასაგრილებლად, მაგრამ ამაოდ. თუმცა სწორედ ამ დროს ისეთი რამ მოხდა, რამაც ძალიან გაგვამხიარულა და სულ ცოტათი შეგვაფიქრიანა!
ერთერთ ასეთ მოსახვევს, რომ გავცდით გზა გასწორდა და ოდნავი აღმართით მიდიოდა წინ. წინ მე და ზღნაჩვი მივიზლაზნებოდით. გზას მარჯვნიდან საირმეღელის ხეობა, ხოლო მარცხნიდან ასე 1 მეტრის სიმაღლის კბოდე (ფერდობი) ესაზღვრებოდა. ამ კბოდის მაღლა უკვე ნაძვის ხშირი ტყე იყო სადაც ნადირი დანავარდობდა ალბათ! აღმართის ნახევარიც არ გვექნებოდა გავლილი, რომ ირაკლიმ ინატრა ამ სიცხეში ნეტა ღმერთი რაიმე გემრიელს ჩამოგვიგდებდესო. მეც დავეთანხმე არ იქნებოდა ცუდი მეთქი. ამის თქმის მერე არ იქნებოდა გასული 5 წამი, რომ უცენ მარცხნიდან ფერდობზე რამოდენიმე მსხალი ჩამოგორდა და ჩვენს ფეხებთან გაჩერდა! მე და ირაკლიმ გაკვირვებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ და მსხლები ავიღეთ. პატარა მსხალი იყო და ტყის ველურ მსხალს: პანტას ჰგავდა. ვიფიქრე ალბათ ძალიან მჟავე და უგემური იქნება მეთქი, თუმცა მაინც ჩავკბიჩე. ჩემდა გასაოცრად ესეთ გემრიელ მსხალს პირველად მივირთმევდი! ირაკლისაც ძალიან მოეწონა. კიდევ სიამოვნებით მივირთმევდით რამოდენიმეს მაგრამ სადღა იყო. თუმცა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო: უცებ ფერდობზე კვლავ ჩამოგორდა მსხლები. თან ახლა უფრო მეტი და უფრო უკეთესები!
აქ რაღაცა ამბავი იყო!
ამასობაში ლაშა და გიორგიც წამოგვეწივნენ და მსხალი მათაც ვუწილადეთ. როდესაც მათ მსხლების ისტორია მოვუყევით, ყველანი ყურადღებით დავაკვირდით ფერდობის იმ ნაწილს, რაზედაც მსხლები მოგორავდა. ტყიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა, მაგრამ ფერდობს აშკარად ეტყობოდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ მძიმე ცხოველი იყო ანაფორთხები, რადგან იმ ადგილას მიწა ჩამოშლილი იყო და ბალახები ბღუჯა-ბღუჯად იყო ამოთხრილი!
როგორც ჩანს დათვის ბელი ან ახალგაზრდა დათვი მსხლის ხეზე იყო ამძვრალი და მსხლით იტკბარუნებდა პირს როდესაც მე და ირაკლიმ გვერდზე ჩავუარეთ. იმ ადგილას ტყე იმდენად დაბურული იყო ნაძვებისაგან, რომ გზიდან რაიმეს დანახვა ძალიან ძნელი იყო. ეტყობა ჩვენ რომ შეგვამჩნია ან დაფრთხა ან არ ვიცი რა მოაფიქრდა და მსხლები ჩამოგვიყარა, თან ერთხელ კი არა: როდესაც დაინახა, რომ წასვლას არ ვაპირებდით, მეორედაც არ დაიზარა ჩვენი გასასპინძლება!

ჩვენ ეს ყველაფერი რომ გავიაზრეთ ფრთხილად მოვშორდით იქაურობას და გზა განვაგრძეთ. დათვთან შეხვედრა არა მგონია სასიამოვნო ყოფილიყო!
არადა მაინც რა გემრიელი მსხალი იყო: ეხლაც მახსოვს მისი გემო!