უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 09 თებ 2011, 12:27
ლეონტი wrote:
ეს სომხების ინტერპრეტაციაა: [...]
მაგრამ მაინც როგორც ჩანს ადრექრისტიანული სტელაა ანუ ქვასვეტი და შესაძლოა ქართული წარმომავლობის, ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლური ანუ არა მონოფიზიტური წარმოშობისაა რადგან ადრეულია.
საინტერესო ინფორმაციაა. ისე კი ისტორია ყოველთვის რეალური ფაქტების ინტერპრეტაციაა. ამაში სომხებს ვერ შევედავებით

. მის ქართულ წარმომავლობაზე საუბარიც ხომ ჩვენი ინტერპრეტაციაა

.
იქნებ მესვეტეებთან იყოს დაკავშირებული ეს სტელები? რომელიმე მესვეტის სახელობის ხომ არ არის ოძუნის ტაძარი?
ქვასვეტები მხოლოდ ქართულ კულტურაში ხომ არ გვხვდება? ცნობილია, რომ არა მხოლოდ ქრისტიანობამდელ ქვა–სტელებს, თვით მესვეტეთა სამყოფ სვეტებსაც კი ფალოსურ კულტს უკავშირებენ. და რატომ არ შეეძლოთ სომხებს ეს ერთ-ერთთან მიმართებაში – ან ფალოსის კულტთან ან ქრისტიანულ თვითგვემასთან მიმართებაში – გამოეყენებინათ?
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
დათო
- მაწანწალა
- Posts: 444
- Joined: 29 მარ 2008, 17:24
Post
by დათო » 09 თებ 2011, 12:36
ლეონტი
ანუ ქვასვეტი და შესაძლოა ქართული წარმომავლობის
აი, მაინც თურმე ვამჟღავნებთ რაღაცეებს, რაც სომხებში არ მოგვწონს ასე
ძველი თუ არის და იმ დროინდელი, სანამ მონოფიზიტები გაეხლიჩებოდნენ დანარჩენ ქრისტიანებს, რატომ ვერ იქნება ეს სტელა სომხური?

სომხები ხომ მანამდეც იყვნენ ქრისტიანები, სანამ მონოფიზიტებსა და სხვა ქრისტიანებს შორის მოხდებოდა უსიამოვნება

ისევე როგორც ჩვენ.
Last edited by
დათო on 09 თებ 2011, 12:41, edited 1 time in total.
-
burdiani
- მაწანწალა
- Posts: 769
- Joined: 29 ივნ 2009, 14:46
- Location: სულ გზაში
Post
by burdiani » 09 თებ 2011, 14:24
ქობერის ნახვისას ეს ლექსი გამახსენდა და დავწერ ბარემ:
ეს ეკლესია
ერეკლესია! _
ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.
არ ჩანს არავინ ეკლესიაში,
არც დაჩოქილი მოჩანს მორჩილი...
გადაპობილა თაღი შუაზე
და ხავსს კედელზე გააქვს ბიბინი...
შუაღამისას ისმის უეცრივ
ტანაბჯრიანი კაცის ქვითინი...
გოგლა ლეონიძე
საქართველოსთვის!
-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 09 თებ 2011, 15:11
burdiani wrote:ქობერის ნახვისას ეს ლექსი გამახსენდა და დავწერ ბარემ:
ეს ეკლესია
ერეკლესია! _
ამბობს წარწერა ზედ ამოჭრილი.
მისი რომ იყო, იმიტომ გააჩუქა! სომხებს ლორის მხარის მათადმი საჩუქრად ბოძების სიგელი გააჩნიათ, თანაც ქართველი მეფის ბეჭდიანი!
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
burdiani
- მაწანწალა
- Posts: 769
- Joined: 29 ივნ 2009, 14:46
- Location: სულ გზაში
Post
by burdiani » 09 თებ 2011, 16:05
Nephros
მაგ რაღაცეებს მნიშვნელობა აღარ აქვს, ლორე საქართველო იყი 1918 წელს ვინ ვის რა აჩუქა არც არავის აინტერესებდა და არც ითვალისწინებდა. მეორეც ერეკლეს მმართველობის პერიოდში ლორე ბოლომდე შემოდიოდა საქართველოში და ამას ჩუქება არ ჰქვია.
საქართველოსთვის!
-
Giorgi Bagrationi
- მაწანწალა
- Posts: 780
- Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by Giorgi Bagrationi » 09 თებ 2011, 17:30
ორი თვის წინ ქობაირის მთავარი ტაძრის ინტერიერი სამშენებლო ტყის გარეშე იყო და ფრესკებიც კარგად აღიქმებოდა. ეს აღმოსავლეთის ცენტრში განთავსებული მაცხოვრის გამოსახულებაა.

-
Nephros
- მაწანწალა
- Posts: 643
- Joined: 25 სექ 2009, 02:06
- Location: სახლი
-
Contact:
Post
by Nephros » 09 თებ 2011, 17:39
burdiani
ეს კომენტარი იყო ლექსზე და ერეკლე II-ზე. ამას ისტორიული წყაროები მოწმობენ. ხოლო ის ფაქტი, რომ სომხები სომხეთის ქართლ-კახეთთან მიერთების პროექტს სთავაზობდნენ ერეკლე II-ს თავის დროზე, თქვენს პათოსს ნამდვილად ამართლებს! ამ ყოველივეს კი საერთო ნამდვილად არაფერი აქვს 1918 წელთან, რომელიც სხვა მოვლენაა როგორც საქართველოს, ისე მთელი იმდროინდელი მსოფლიოს ისტორიისთვის.
ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა...
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 09 თებ 2011, 19:30

ესეც იოანე ოქროპირი, დღეს მისი დღეა, მისი წმინდა ნაწილების კომანიდან კონსტანტინოპოლში გადასვენებისა. რასაც ვულოცავ ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს.

წმინდა პანტელეიმონ მკურნალი.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 09 თებ 2011, 19:38
Nephros wrote: თვით მესვეტეთა სამყოფ სვეტებსაც კი ფალოსურ კულტს უკავშირებენ.
გეთანხმები, ბევრ მეცნიერს აქვს თავში ფალოსი.
-
ჩიტუციო
- მაწანწალა
- Posts: 412
- Joined: 30 ივლ 2005, 09:25
Post
by ჩიტუციო » 09 თებ 2011, 20:11
ლეონტი wrote:
შუაში გამოსახული მამის წარწერა წავიკითხე:
წმინდა იეშუნ მდინარელი
ესაა იოანე შუამდინარელი, იგივე იოანე ზედაზნელი. იე–ს შორის ქარაგმაა.
მის გვერდით კიდევ, აი ჩიტი სადაც ჩანს, შიო–მღვიმელი იქნება გამოსახული, შიოს ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ჩიტს მიჰქონდა მასთან საჭმელი... წარწერიდან მარტო ''მლი'' ჩანს, ბოლო ნაწილი.
კარგი გასვლა გამოგსვლიათ. იმედია რომ დათბება კიდევ წავა კარავი ამ მიმართულებით... ასეთ სიცივეში სუნთქვა მეზარება

ვიკბინები...

მართლა...

-
qvevri
- ქვევრი
- Posts: 7185
- Joined: 13 მაი 2007, 22:57
Post
by qvevri » 09 თებ 2011, 21:28
ლეონტი wrote:Nephros wrote: თვით მესვეტეთა სამყოფ სვეტებსაც კი ფალოსურ კულტს უკავშირებენ.
გეთანხმები, ბევრ მეცნიერს აქვს თავში ფალოსი.
არა მხოლოდ თავში

-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 10 თებ 2011, 00:11
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 10 თებ 2011, 00:58
ჩიტუციო wrote:ლეონტი wrote:
შუაში გამოსახული მამის წარწერა წავიკითხე:
წმინდა იეშუნ მდინარელი
ესაა იოანე შუამდინარელი, იგივე იოანე ზედაზნელი. იე–ს შორის ქარაგმაა.
მის გვერდით კიდევ, აი ჩიტი სადაც ჩანს, შიო–მღვიმელი იქნება გამოსახული, შიოს ცხოვრებიდან ცნობილია, რომ ჩიტს მიჰქონდა მასთან საჭმელი... წარწერიდან მარტო ''მლი'' ჩანს, ბოლო ნაწილი.
(
ყოჩაღ, მართალი ხარ ეგ ვეღარ გავტვინე.
მაშ მარჯვენა გამოსახულება ევაგრე, არც პონტოელი გამოდის და არც მოწამე, არამედ :
VI საუკუნის II ნახევრის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი; ერისკაცობაში — ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა.
დიდი მადლობა შესწორებისათვის.
კარგი გალობა იცი ჩიტუციო.
ეხლა სომეხი მეცნიერები თუ ამ რესურსს წვდებიან, ახალი თეორია წამოვა 13 ასურელი მამის მონოფიზიტობის და შესაბამისად სომხური წარმომავლობის შესახებ.