ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by leo1 » 02 თებ 2011, 15:58

ვისაც ხვალ - 03 თებერვალს, 5შაბათსა დღესა დაძაბული სამსახურები არა გაქვთ, გთავაზობთ 1 დღიან გასეირნებას ბორჯომ-ხარაგაულის ახლად დათოვლილი ნაკრძალისკენ.

გასლვა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან - (მაკ დონალდის გვერდით არსებული ავტოსადგომი მეტროს ამოსასვლელთან)
გასვლის დრო: 8:00სთ

ტრანსპორტი:
1. ლეოს 5 ადგილიანი მაღალი გამავალობის მანქანა
2. .... სხვა მსურველის/მსურველების ასევე მაღალი გამავალობის მანქანა/მანქანები თუ შემოგვიერთდებიან

ძირითადი დაგეგმილი მიმართულებები:
ძირითადი მოსანახულებელი ადგილები იქნება ნუნისი, ვახანის ციხე და მარელისის ხეობა (მოსანახულებელი ადგილები შეიძლება ადგილზე დაზუსტდეს თოვლის და გზების მდგომარეობის მიხედვით, ასევე მონაწილეების სურვილით).

მარშრუტი: გავალთ თბილისიდან ხაშურის მიმართულებით სურამამდე, იქედან ავყვებით ლიხის უღელტეხილის სამანქანო გზას (სადაც გვირაბის აშენებამდე გაგადიოდა პირველი ქართული რკინიგზა), ლიხის გავლით ჩავალთ მოლითში და თუ ცოტა მაინც გაწმენდილი გზა იქნა ავალთ ნუნისში. თუ არ იქნა- გავაგრძელებთ გზას მარელისისკენ და მოვიხილავთ 1 ან 2 ადგილობრივ ეკლესიას და ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მისასვლელებს. მარელისიდან გამოსულები ავალთ მანქანით/მანქანებით სოფელ ვახანში ვახანის ციხის მიმართულებით და შეძლებისდაგვარად ახლო მივალთ ციხესთან, საიდანაც ფეხით გავაგრძელებთ გზას. აღსანიშნავია, რომ სწორედ ვახანში გადიოდა ტაო-კლარჯეთ-იმერეთის ისტორიული გზა და ეს ციხეც ამ გზის კონტროლს ემსახურებოდა.
შემდეგ ისევე ლიხის უღელტეხილით დავბრუნდებით შინ. საორიენტაციოდ იქედან გამოვალთ დაღამების მერე.

წამოსაღები ნივთები: 1 დღის საკვები, თოვლგამძლე ფეხსაცმელ-ტანტსცმელი
გასავლელი გზა: მანქანით - დაახლოებით 380 კმ (ორივე მიმართულებით). ფეხით დაახლ 1-3 კმ (დამოკიდებულია სამანქანო გზებზე)
ლეო1-ის მანქანისთვის საჭირო საწვავის თანხა - 100 მაქს. ლარი, რომელიც გაიყოფა მონაწილეებზე.


GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 თებ 2011, 16:18

შესანიშნავია.
წამოვალ.
იმედია, ჯგუფი შედგება.
ლამაზი ადგილებია.
ამასთან, ამ გასვლაში დევის ხვრელიც შევიტანოთ, ხარაგაულელთა ჯილა ადგილი.

წამომსვლელთა სია:

1. ლეო1
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3. ...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by leo1 » 02 თებ 2011, 16:19

ლეო1 - ის ეკიპაჟი:

1. ლეო1 - 899481687
2.



User avatar
karavi87
მაწანწალა
Posts: 462
Joined: 06 ოქტ 2009, 11:58
Location: თბილისი
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by karavi87 » 02 თებ 2011, 16:42

მეც შემოგიერთდებით
1. ლეო1 899481687
2. GAMARJOBA SAKARTVELO
3.თამი
4. კარავი 87
მოგზაურობა

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by meleksa » 02 თებ 2011, 17:37

სამწუხაროა რომ არ მცალია :( სასიამოვნო გასვლას გისურვებთ...
Image

User avatar
fe_male
ბილიკზე მოარული
Posts: 37
Joined: 11 ნოე 2009, 21:21
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by fe_male » 03 თებ 2011, 00:03

leo1
მოლითისკენ თუ მიდიხარ სავარაუდოდ ჩემი სოფელი წიფაც უნდა გაიარო. დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი სამსახური რომ არა... ისე მენატრება იქაურობა, წიფას ერთი–ორი სურათი გადაუღეთ თუ კარგი თოვლია ამ შაბათ–კვირას ვინახულებ ჩემს დედულეთს.......)))))

User avatar
mariamooo
მაწანწალა
Posts: 485
Joined: 19 ივნ 2010, 21:55
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by mariamooo » 03 თებ 2011, 11:30

ვაიიიმეეე, რატომ გუშინ არ ვნახეეეეე ეს მეეეეეეეე :(:(:(:(

User avatar
Falcon
მაწანწალა
Posts: 646
Joined: 22 ივლ 2009, 22:46
Location: აქ
ექპრომტ ჯიპ-გასეირნება თოვლიან ხარაგაულ. ნაკრძალისკენ ხვალ 03თებ

Post by Falcon » 03 თებ 2011, 11:58

სოფელი ვახანი ძალიან მიყვარს (ჩემი დედულეთია ;) ) ვახანის ციხეს დავით აღმაშენებელიც სტუმრებია თავის დროზე.

ეხლა ალბათ უკვე გზაში ხართ და აზრი არ აქვს აქ დაწერას რომ თუ მოახერხებთ, იქვე ელაზნაურის ეკლესიაც ნახოთ. ალბათ უფრო უარყოფითი დატვირთვით, მაგრამ მაინც, ელაზნაური ისტორიული ადგილია სადაც 1804 წელს "ელაზნაურის შეთანხმებას" მოეწერა ხელი (რომლის მიხედვითაც იმერეთის სამეფოზე რუსეთმა აიღო "მეურვეობა").

ელაზნაურის ეკლესია ამ ბოლო პერიოდში შეკეთდა (თუ არ მეშლება ადგილობრივების დახმარებით).


მოკლედ, სასიამოვნო გასვლას გისურვებთ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]