უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 20:08
უღელტეხილიდან ბილიკი ჯერ ფერდობს და ალაგ-ალაგ ნაშალს მიუყვება, ხოლო ასე ერთი კილომეტრის შემდეგ უკვე თხემზე გადის, რომელსაც კალოთანის თხემს ეძახიან
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 20:33
ძალიან ცუდი ჩასავლელი აღმოჩნდა კალოთანის თხემი: ფეხებისათვის ძალიან დამღლელი იყო გამუდმებით დაღმართზე სიარული. თან არც ჩრდილი არ იყო სადმე და ბალახიც ისეთი გადამხმარი იყო, რომ ჩამოჯდომა არ მოგინდებოდა. ძლივს ჩავაღწიეთ წინხადუმდე. იქ ჩასულს მუხლები მტკიოდა და ფეხის ტერფები ერთიანად მეწვოდა.
კავკასიონის წყალგამყოფი ქედი
Uploaded with
ImageShack.us
როგორც იქნა გამოჩნდა წინხადუ
Uploaded with
ImageShack.us
სანამ დედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდოდნენ იქვე ჩრდილში გემრიელად დავისვენეთ
ბექა გვმოძღვრავს
Uploaded with
ImageShack.us
მერაბი აშკარად ბექას უსმენს
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 20:39
როდესაც დედაჩემი და მამაჩემი ჩამოვიდნენ მცირე შესვენების შემდეგ უკანხადუს გზას დავადექით. წინ კიდევ 4 კილომეტრი გვქონდა სასიარულო, არადა კალოთანის თხემზე ჩამოსვლამ ყველანი ძალიან დაგვღალა.
სოფელი წინხადუ
Uploaded with
ImageShack.us
ჩვენი გასავლელი გზა
Uploaded with
ImageShack.us
ხევსურეთის არაგვის ხეობა
Uploaded with
ImageShack.us
საკმაოდ ლამაზი ცხენი იყო
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 20:46
მეიშვილი და ყარამანი
Uploaded with
ImageShack.us
უკანხადუმდე გორშეღმისწყლის ორი შენაკადი უნდა გადაგვეკვეთა. ეს პირველი მათგანია: ხეისწყალი
Uploaded with
ImageShack.us
მეორე შენაკადის ხეობაში კი უზარმაზარი მყინვარი ჩაწოლილიყო: ძალიან გამიკვირდა რადგან ოთხი წლის წინ აქ თოვლის ნასახიც არ იყო.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
უკვე კარგად იყო მოსაღამოვებული უკანხადუში რომ მივედით. ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით. ამიტომ რის ვაი-ვაგლახით გავშალეთ კარვები და დასასვენებლად მივწექით. უკვე იგრძნობოდა სევდანარევი ის განწყობილება რომელიც ლაშქრობის დასასრულს ჩნდება ხოლმე ადამიანის გუნებაში...
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 03 თებ 2011, 19:35
დილა მზიანი გამოდგა. სულ სხვა განწყობა მქონდა ამ დილით. გუშინდელი დაღლილობა შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მახსოვდა. ისევ სავსე ვიყავი ენერგიით და ამავდროულად წინა შვიდი დღით უზომოდ ნასიამოვნებიც. ბოლო დღე იყო ლაშქრობის და წინა დღეებიც უკვე მოგონებად იყო გადაქცეული. მთავრდებოდა ჩვენი წლევანდელი ლაშქრობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სულ რამოდენიმე საათში ის აწმყოს ნაცვლად ისტორიის საკუთრება გახდებოდა.
უგუნებობას სხვებიც არ უჩიოდნენ
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
საუზმისათვის ყველამ მოვქექეთ ჩანთები და თუ რაიმე გადაურჩა წინა შვიდ დღეს ამ დილით გამოვუყვანეთ წირვა. ასე რომ ყველაზე მსუბუქად დღეს ვივლიდით. დღეს კორშაში უნდა ჩავსულიყავით ანუ სადღაც 13-14 კილომეტრი გვქონდა გასავლელი: ძირითადად სამანქანო გზით.
წამოსვლისას კალოთანის თხემიც გადავიღე: ამ თხემზე ჩამოსვლა იყო წინა დღით რომ მოგვითავა ყველას ხელი
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 03 თებ 2011, 19:40
დედაჩემი და მამაჩემი ტრადიციულად უკან მოდიან
Uploaded with
ImageShack.us
ეს უკვე სოფელი ატაბეა უკან ჭაუხების ფონით
Uploaded with
ImageShack.us
ესენი კი პატარა ხევსურები არიან: ძალიან საყვარლები იყვნენ. თუ არ ვცდები ერთი გოგოჭური იყო გვარად, ხოლო მეორე ჭინჭარაული
Uploaded with
ImageShack.us
სოფელი წინხადუ
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 03 თებ 2011, 19:50
სამანქანო გზა ატაბედან გუდანამდე ხევსურეთის არაგვის ხეობის ფერდობებს მიუყვება. სამანქანო გზა მაღალზეა გაყვანილი და მდინარეს ძალიან დაშორებული. აღსანიშნავია, რომ ხევსურეთის ეს ნაწილი ძალიან ჰგავს თუშეთს. გზის ეს მონაკვეთი ბეღელა-ბოჭორმას სამანქანო გზას მოგაგონებთ, რომელიც ასევე ხეობის მაღლა მიუყვება ფერდობებს. გორშეღმის თემის სოფლები ატაბე, ბაცალიგო, ჩხუბა და აყნელი კი თუშური სოფლებივით არის შეყუნცული მთის კალთებზე. თუმცა თუშეთისაგან განსხვავებით აქაური სოფლები უფრო პატარა და მიტოვებულიცაა. თითო სოფელში ერთი-ორი ოჯახიღა თუ ცხოვრობს.
ატაბე-გუდანის გზიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლება როგორც კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე, ასევე ხევსურეთის არაგვის ხეობაზე.
ეს ჭიმღის კლდის ნაწილია, რომელიც აქედან მოჩანს
Uploaded with
ImageShack.us
ეს უფრო ახლოდან
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი კავკასიონის წყალგამყოფი ქედი: ყველაფე ფართე თხემი კალოთანის თხემია
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 03 თებ 2011, 20:07
საკმაოდ სწრაფად დავდიოდით, ამიტომ ასე 12 საათისათვის უკვე იმ ადგილას ვიყავით, სადაც სამანქანო გზა მარცხნივ უხვევს გუდანისაკენ, ხოლო პირდაპირ ბილიკი მოკლეზე ჩადის ხევსურეთის არაგვის და როშკისწყლის შესართავთან, იგივე როშკის ხიდთან. ეს ბილიკი მინიმუმ 5 კილომეტრით შეგვიმოკლებდა გზას.
იქვე დასვენებაც გადავწყვიტეთ. ამ ადგილიდან ძალიან კარგად მოჩანდა ჭაუხები.
აი ისინიც
Uploaded with
ImageShack.us
როგორც ყოველთვის ეფექტური სანახავი იყო
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
იქვე ჩრდილში ეგრევე კარტის თამაში გაჩაღდა:
Uploaded with
ImageShack.us
მეიშვილი და ყარამანი კი რაღაც საინტერესოზე საინტერესოდ საუბრობენ
Uploaded with
ImageShack.us
ამ სურათის გადარება მოვასწარი და ელემენტებიც დაუჯდა ჩემს აპარატს. ასე რომ შევინახე საპატიო ადგილას და მეც შევუერთდი მოთამაშეებს.
ბილიკმა ძალიან მალე ჩაგვიყვანა როშკის ხიდთან. იქიდან კი ერთ საათში უკვე კორშაში ვიყავით. დავურეკეთ ჩვენს მძღოლს, ჩვენ კი ქორფა საკვებს მონატრებულები კორშის მაღაზიას შევესიეთ. ძალიან გვეგემრიელა იქ გამომცხვარი პური, იქაური ყველი და ძალიან გემრიელი პომიდორი.
ჩვენი ტრანსპორტი მალე მოვიდა. ნელ-ნელა შევლაგდით მარშუტკაში და ნაღვლიანი მზერით დროებით დავემშვიდობეთ ხევსურეთს და ხევსურებს...