უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 18:55
დილას ადრიანად გავიღვიძეთ რადგან დროუდან აგვეშალა ბანაკი და უღელტეხილზე ასვლა არ დაგვგვიანებოდა. როდესაც მზემ ხეობაში შემოაჭყიტა უკვე მზად ვიყავით გასასვლელად. დღეს ლაშქრობის განმავლობაში ყველაზე რთული დღე გველოდა: ჯერ კალოთანის უღელტეხილზე უნდა ავსულიყავით და შემდეგ კალოთანის თხემით წინხადუში უნდა ჩავსულიყავით, წინხადუდან კი უკანხადუში უნდა გადავსულიყავით ღამის გასათევად.
ნელ-ნელა მაგრამ სტაბილურად მივიწევდით სიმაღლეში.
ეს ღრუბელი მწოლიარე ძაღლს მაგონებს
Uploaded with
ImageShack.us
კალოთანის ხეობა
Uploaded with
ImageShack.us
საბანაკე ადგილიდან ხეობა უკვე საკმაოდ ვიწროვდება და ბილიკი ბოლოსკენ თითქმის შვეულ ფერდობებს შორის გადის.
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 19:05
როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ენერგიულად დავდიოდით. ასე ორსაათნახევარში უკვე წყალთან ვიყავი. აქედან კი მაქსიმუმ ერთი საათის სავალი თუღა იქნებოდა.
Uploaded with
ImageShack.us
ქრისტინე გაჰყურებს უღელტეხილს
Uploaded with
ImageShack.us
ეს უღელტეხილამდე ბოლო შესვენებაა
Uploaded with
ImageShack.us
ისვენებენ ბიჭები
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 19:12
უღელტეხილზე ყველაზე ადრე ავთო ბიძია, მეიშვილი და გიორგი ავიდნენ. აი ისინიც გველოდებიან
Uploaded with
ImageShack.us
ზღნაჩვს უცნაური იდეები აწუხებდა
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 19:21
ასე და ამგვარად ბანაკიდან გამოსვლიდან 4 საათში უკვე უღელტეხილზე ვიყავით! ჩვენთვის ეს ძალიან კარგი ''შედეგი'' იყო. სამი წლის წინ როდესაც ამავე უღელტეხილზე ამოვდიოდით საღამოს 8-ს უკლდა 15 წუთი როდესაც ბოლო კაცი ამოვიდა უღელტეხილზე!!!
თვითონ კალოთანის უღელტეხილი ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი უღელტეხილია იმათ შორის სადაც კი ვყოფილვარ. სხვა არცერთი უღელტეხილიდან არ იგრძნობა სივრცე ასეთნაირად. როდესაც გორშეღმის თემს (პირაქეთა ხევსურეთს) გადახედავ თავი ცაში გეგონება: წინ ყველაფერი შენს დაბლაა შენ კი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგახარ! ენით აუწერელი შეფრძნებაა!
მარჯვენა მხარეს მოჩანს ჭაუხები, როშკახორხი და ხდეს ხეობაში რუსეთ-საქართველოს საზღვრის მწვერვალები. ისინიც საოცარი სანახავია! სამი წლის წინ რომ ამოვედით მაშინ საღამო იყო და მზე სწორედ მწვერვალების მხარეს ჩადიოდა. ამიტომ იმ მწვერვალების მხოლოდ მკრთალ კონტურებს ვხედავდით. ახლა კი ყველაფერი ხელისგულივით ჩანდა!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ესეც გველის მთა და სახარის მთა
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 01 თებ 2011, 19:28
სამწუხაროდ არ მოჩანდა ჭიმღის კლდე და კიდეგანა, რომელსაც უღელტეხილის გვერდზე პატარა მთა ეფარებოდა. ჰოდა მეიშვილმაც არ დაახანა და ამ მთაზე ასვლა შემომთავაზა: ვერაფერს ვერ იტყვი შესანიშნავი იდეა იყო! ძალიან სწრაფად ავედით იმ მთაზე და რაც იქიდან დავინახე არასოდეს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ამოვა ჩემი შთაბეჭდილებებიდან: ხელის გულივით მოჩანდა მთელი არხოტი და ყაზბეგ-ხევსურეთის უმაღლესი მწვერვალები! ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავი იყო რომ თავი ცაში გეგონებოდა!
სიტყვებით მე მეტის დამატება აღარ შემიძლია, დანარჩენს ეს სურათებიც გეტყვით იმედია
Uploaded with
ImageShack.us
კიდეგანა
Uploaded with
ImageShack.us
არხოტისთავისღელის უღელტეხილი (პირველი უღელტეხილი, რომელიც გადმოვიარეთ ამ ლაშქრობისას)
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us