კახეთი, გურჯაანის რაიონი
2.მარშუტის დასახელება:
თბილისი-გურჯაანის ყველაწმიდა- ველისციხის ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი- ველისციხე წმ. ბარბარეს სახელობის კარის ეკლესია-ვაზისუბანი სანაგირე- გურჯაანი- თბილისი
3.ხანგრძლივობა
1 დღე
4.სირთულე
მმმ... საშუალოსავით =)) ნუ რთული არა ყოველშემთხვევაში და არც მარტივი.
5. მონაწილეთა რაოდენობა
ვაჰ, მოიცა დავითვალო 17? ჩემიანად18 და მძღოლიანად 19

6.ორგანიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO
7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გურჯაანი
8.მარშუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-გურჯაანი 122 კმ.
გურჯაანი -ველისციხე 11 კმ
გურჯაანი- ვაზისუბანი 14კმ
ვაზისუბნიდან სანაგირემდე 6 კმ. აქედან 2 კმ ფეხით სასიარულო.
9.ფეხით გავლილი მანძილი:
2 კილომეტრი(სოფელ ვაზისუბანიდან -სანაგირეს ეკლესიამდე, უკანა გზა უფრო მეტიც...=) )
10.სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
გურჯაანი - გურჯაანის ყველაწმიდის ორ გუმბათიანი სამნავიანი ბაზილიკა(მე-8- მე-9 საუკუნე), ველისციხე- ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი, წმ.ბარბარეს სახელობის კარის ეკლესია, სოფელი ვაზისუბანი- სანაგირე
11. საბანაკე ადგილები:
სოფელ ვაზისუბანში სანაგირეს ტყე.( აქაურები ასე ეძახიან) ეკლესიამდე ,არაჩვეულებრივი ადგილებია დასაბანაკებლად.
12.სასმელი წყალი:
ხელმისაწვდომია

სანაგირეს ეკლესიათან ჩამოდის წყარო , რომელსაც ადგილობრივები უკვდავების წყალს უწოდებენ.
13.გასვლისთვის სასურველი დრო.
4 სეზონი! დიდთოვლობის გარდა
14.საფრთხეები.
სანაგირეს ტყეში მგელი


15. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს.
სანაგირის ეკლესიიდან 2-3 კილომეტრში არის კიდევ ერთი უძველესი ეკლესია. ვაჩნაძიანის ღირსშესანიშნაობანი ( ვაჩნაძიანის ყველაწმინდა, კვირიკეს მთა (სადაც პატარა ეკლესიაა), და ვაჩნაძიანის ნაჟური წყლების ტბა).
ქ. გურჯაანში ახტალა
16. პირობები სხვადასხვა აქტივობისათვის
ლაშქრობა , ნადირობა (ნებადართულია)
17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სანაგირეს ეკლესიასთან არ იჭერს ჯეოსელი, მაგთი ხელმისაწვდომია.
18. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
დათო ცერცვაძე 893 13 64 28- ადგილობრივი რომელიც დაგეხმარებათ სანაგირეს ტყეში ორიენტაციაში.
მამა ბარნაბი 898 12 30 89 ვაზისუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი. აღდგომის მეორე დღეს მამა ბარნაბი სანაგირეში ატარებს პარაკლისს.
19. სიმაღლე ზღვის დონიდან :
გურჯაანი - ზღვის დონიდან 415 მ სიმაღლეზე
ველისციხე - ზღვის დონიდან 380 მეტრი
ვაზისუბანი-ზღვის დონიდან 500 მეტრი
სანაგირეს ეკლესია ზღვის დონიდან 950 მ ზე მდებარეობს.
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ქულიანი სისტემით :
8,7 + - 1 ან 2 ან 3 ან...: ))))
პ.ს. ჩემი პირველი თემა

