okulone
legenda
დიდი მადლობა. მიხარია თუ მოგეწონათ :*
ჰატშეპსუტის და მისი სახელობის ტაძრის შესახებ ინტერნეტში მოპოვებული ცნობები:
ჰატშეპსუტის ტაძარი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ეგვიპტეში. 1997 წელს იქ ტრაგედია დატრიალდა, რომელიც ლუქსორის (Luxor) ხოცვა-ჟლეტის სახელითაა ცნობილი: ისლამისტმა რადიკალებმა 58 უცხოელი ტურისტი, 4 ეგვიპტელი პოლიციელი დ ა ექსკურსიამძღოლი დახვრიტეს.
ჰატშეპსუტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ეგვიპტის მე-18 დინასტიისა ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XV საუკუნეში. მან ტახტი წაართვა მის გერ ვაჟ თუტმოს III-ს.
ის ცნობილია იმით, რომ იცვამდა როგორც მამაკაცი და ატარებდა ხელოვნურ წვერს. ის იყო უფრო გავლენიანი და ძლევამოსილი, ვიდრე მისი შემდგომი ქალი ფარაონები: ნეფერტიტი და კლეოპატრა. თუმცა ამ გავლენის მიუხედავად, მისი სახელი ამოშლილია შემდგომი ისტორიული წყაროებიდან. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს არის მისი გერის შურისძიება.
მისი ტაძარი არის ძალიან ცნობილი და როგორც აღვნიშნეთ, ტურისტთათვის ყველაზე საინტერესო, ადგილი მეფეთა ველზე (ფარაონების ნეკროპოლისი, ანუ სადაც ფარაონები არიან დაკრძალულნი) ზემო ეგვიპტეში.
ცოტა ხნის წინ ეგვიპტოლოგებმა გააკეთეს ოფიციალური განაცხადი, რომ აღმოაჩინეს 3 000 წლის მუმია, რომელიც ეკუთვნის ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილ ქალ ფარაონს ჰატშეპსუტის.
ეგვიპტის სიძველეთა კვლევის სამსახურის უფროსმა ზაჰი ჰავასმა (Zahi Hawass) ეს ოფიციალურად დაადასტურა კაიროში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე. თუ საბოლოოდ აღმოჩენა დადასტურდა (ყველაფერი მაქეთკენ მიდის), ეს იქნება არქეოლოგიაში ყველაზე დიდი აღმოჩენა 1922 წლის შემდეგ. მაშინ ტუტანჰამონის აკლდამა აღმოაჩინეს.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მუმია ბევრ საიდუმლოს მოჰფენს ნათელს. მაგალითად, იმას თუ რითი გარდაიცვალა დედოფალი და ფრადას ახდის მის საუდუმლო გაუჩინარებას.
სხვათაშორის ეს მუმია ახალაღმოჩენილი ა რ არის. იგი რამდენიმე ათეული წლის წინ იპოვეს და მუზეუმში იყო დასვენებული, ამერიკული სატელევიზიო არხის Discovery-ს დაფინანსებით კი მისი კვლევა დაიწყო და გასაუცარი შედეგებიც მოიტანა. აღნიშნული ტელეკომპანია ამ აღმოჩენაზე უკვე ივლისში გამოუშვებს ახალ დოკუმენტურ ფილმს.
ჰავასმა შექმნა ლაბორატორია მუზეუმის გვერდზე, ს ადაც ნებისმიერ მეცნიერს შეუძლია ჩავიდეს და ადგილზე გაეცნოს აღმოჩენას, რომელსაც საფუძვლად უდევს დნმ-ს ტესტი. აღმოჩენაში დიდი როლი ითამაშა იმას, რომ მუმიას აკლია კბილი. ერთადერთი რაც დედოფალ ჰატშეფსუტიდან იყო დარჩენილი დღემდე, ეს იყო სწორედ ერთადერთი კბილი. რომელიც ზუსტად ჯდება მუმიის იმ ცარიელ ადგილას, სადაც კბილი უნდა იყოს.
მიუხედავად ამისა ზოგიერთ მეცნიერს მაინც ეპარება ეჭვი ამ აღმოჩენაში. მაგალითად, ამერიკელი მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი სკოტ ვუდვარდი (Scott Woodward) მიიჩნევს, რომ მუმიიდან დნმ-ს აღება ძალიან ძნელია და მეორეს მხრივ არასანდოა. “საჭიროა სხვა ადამიანის დნმ, რათა მოხდეს ორი დნმ-ის შედარება, ამის გარეშე კი აღმოჩენის საბოლოოდ დადასტურება შეუძლებელიაო”, აღნიშნა მან საინფორმაციო სააგენტო AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ეს მუმია იპოვეს სამარხში კოდური ს ახელწოდებით KV60. ეს სამარხი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობად მთელს მეფეთა ველზე, რადგანაც ის შეიცადვა ორ მუმიას და ორივე იყო ქალის. ეს სამარხი აღმოაჩინა ჰოუარდ კარტერმა (Howard Carter; ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა ტუტანჰამონის აკლდამა) 1903 წელს. აკლდამა შემდეგ გაძარცვეს და დახურეს. 1906 წელს კი ხელახლა ისევ გახსნეს და მაშინ ერთ-ერთი მუმიის იდენტიფიცირება მოხერხდა: ის აღმოჩნდა ჰატშეფსუტის სამეფო ძიძა სიტ-რა, ხოლო ჰატშეფსუტის მუმია ამ აკლდამაში სადღაც იყო მიგდებული თვალისათვის შეუმჩნეველ ადგილას და 1990 წელს იპოვეს ხელმეორედ.
სპეკულაციები, რომ მუმია იყო ჰატშეპსუტისა მაშინვე დაიწყო, რადგანაც მისი მარცხენა ხელი ისე იყო შეხვეული, როგორც ამას უკეთებდნენ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს და აგრეთვე მუმიას ჰქონდა სახის რაღაც განსაკუთრებული ნაწილი, რომელიც ხისგან იყო დამზადებული. მეცნიერებს მიაჩნიათ ეს ხის ნაწილი ხელოვნური წვერის აღმნიშვნელად.
