მეც ვიცი რომ მუხურიდან ცხენებით მიდიან
მარშუტი უხეშად რომ დავხატო ასეთია, წყვეტილით დავიტანე რომ რელიეფი აღარ ჩანდა მერე. ერტი გზა არის მდინარის აყოლით შემოვლითი, მეორე ქედზე ადიხარ და მერე ქედ-ქედ მიყვები. გასვლა ორივე შემთხვევაში მუხურიდან, 3-4 დღიანიაო.

აქვე დავდებ უკვე ჭაუხებში ასულს რა დაგვხვდება იმის დეტალურ რუქას.

ანონსის სახით ვიტყვი რომ მე ვაკეთებინებ მუხურის კურორტის და სასტუმროს ვებ გვერდს, საიდანაც გავიგე რომ მუხურში საბილიარდოიანი სასტუმროა და!!... ტობე-ვორჩხილზე ასვლა ცხენებით შედის სასტუმროს ფასშიო, სამჯერ გადავამოწმე, მართლა მეთქი, კიო... ფასი საკმაოდ ნორმალური იყო, ოღონდ აღარ მახსოვს. როცა დაამთავრდება ვებ გვერდი ლინკს დავდებ

მოკლედ, მუხურში წასვლა, სასტუმროში გაჩერება და იქედან 3-4 კარგი რამის ნახვა შეიძლება, როგორც რაჭაში შოვიდან...