უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 23 იან 2011, 22:24
კარგად იყო მოსაღამოვებული როდესაც ბანაკში დავბრუნდით. ძალიან ნასიამოვნები ვიყავით და თან გვარიანადაც მოგვშიებოდა.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
დასვენება გამოგვივიდაო ამათ უნდა თქვან
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 23 იან 2011, 22:28
გემრიელ სადილს ბექას არაყიც მივაყოლეთ, რომელმაც ყველა კიდევ უფრო კარგ ხასიათზე დაგვაყენა. დაძინებამდე ჯერ ლექსებს ვყვებოდით რიგ-რიგობით და შემდეგ ერთი ორი ქართული სიმღერაც შემოვძახეთ.
რა სჯობია ღამე ცეცხლის პირას ჯდომას და მხიარულებას ახლობელ ადამიანებთან ერთად!
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 26 იან 2011, 20:29
საბედნიეროდ დილას ''პახმელია''-ს და თავის ტკივილს არცერთი არ შევუწუხებივართ. თუმცა მერაბი და მისი ბანდა ეტყობა მაიმუნობის ხასიათზე იყო. ცოტა ხანი კი აწვალეს გურამი, მაგრამ ისეთი არაფერი.
ეს დილის სურათები
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ცოტაც და ბანაკს დავტოვებთ
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 26 იან 2011, 20:32
ასე რომ საუზმის შემდეგ გეგმაზომიერად ავშალეთ კარვები და ასე ათის ნახევრისათვის კალოთანის ხეობაში მიმავალ ბილიკს დავადექით. დღეს ისეთ ადგილას უნდა დავბანაკებულიყავით, რომ მომდევნო დღეს კალოთანის უღელტეხილის გადავლა მოგვესწრო. ასეთი ადგილი დღევანდელი ბანაკიდან ასე 9-10 კილომეტრში იყო: როდესაც კალოთანის ხეობა ორად იყოფა. უღელტეხილზე მარცხენა ხეობა მიდის, მარჯვენა ხეობით კიდე ესტეჩოს და უსტამალეს სათავეებს გადმოხედავთ. დღეს არ გვქონდა ბევრი სასიარულო და ამიტომ დინჯად დავადექით ბილიკს.
ისვენებენ ბიჭები
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
სულ მალე გამოჩნდა ხეობის გასაყოფი: აი ზუსტად იმ მთის ძირში უნდა მივსულიყავით
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ესეც ზეთუკას მთა
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 26 იან 2011, 20:42
მიუხედავად იმისა რომ კალოთანის ხეობაში ბილიკები საკმაოდ კარგადაა შემონახული, მაინც დიდი ყურადღებაა საჭირო რომ ბილიკი არ აგერიოს. ძირითად ბილიკს შეიძლება სამ ადგილას ასცდეთ. პირველად ნასოფლარ კალოთანას რომ გასცდებით ერთ პატარა მდელოზე გახვალთ. ბილიკიც ამ მდელოს შუაში გადის, თუმცა მდელოს დასასრულს უკვე აღარ ჩანს წესიერად. ამიტომ როდესაც მდელოზე გახვალთ ხელმარცხნივ ფერდობს უნდა შეჰყვეთ და მალევე იპოვით ბილიკს რომელსაც უნდა გაჰყვეთ.
ნასოფლარი კალოთანა
Uploaded with
ImageShack.us
მთა ზეთუკა
Uploaded with
ImageShack.us
დღევანდელი დანიშნულების პუნქტი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ჩანჩქერის მსგავსი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 26 იან 2011, 20:57
მდინარე კალოთანისღელე
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
კალოთანის ნასოფლარის შემდეგ ბილიკი ფერდობს მიუყვება, ხოლო ერთ ადგილას ისევ გადის პატარა დამრეც მდელოზე. ბილიკი ამ მდელოს გავლის შემდეგ კი ერთ ადგილას ხის სარებისაგან გაკეთებულ ღობეზე გადადის, საიდანაც ასე 50 მეტრში ბილიკი ორად იყოფა: მარცხენა ბილიკი მკვეთრად მაღლა მიდის და ფერდობს მიჰყვება, მარჯვენა კი მდინარის პირას ჩადის. უღელტეხილისაკენ მიმავალი მოგზაური
მარცხენა ბილიკს უნდა გაჰყვეს. ანუ ფერდობს მაღლა უნდა შეჰყვეს.
P. S. სამი წლის წინ როდესაც კალოთანის ხეობას მივყვებოდით, სწორედ მაგ ადგილას მარჯვენა ბილიკს ჩავყევით და ბუღების საჩეხეში აღმოვჩნდით. საბედნიეროს მაშინ არცერთ ბუღას არ გამოუჩენია აგრესია ჩვენს მიმართ.
კიდევ რამოდენიმე სურათი
Uploaded with
ImageShack.us
ძალიან ცოტა იყო ყვავილები, ესეთ რამეს თუ გადაწყდებოდი
Uploaded with
ImageShack.us
ესეთი ყვავილი ძალიან იშვიათი სანახავი იყო
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 26 იან 2011, 21:08
მესამე და ყველაზე მაცდური ადგილი სადაც ბილიკი შეიძლება აგერიოთ გორგუს ნასახლართან მდებარეობს (სავარაუდოდ გორგუ თავის დროზე საზამთრო სადგომს წარმოადგენდა). ბილიკი ზედ გორგუს ნანგრევების პირას გადის. ამის შემდეგ ბილიკი ცხადად დაბლა ეშვება მდინარისაკენ. თუმცა ამ ბილიკს თუ გაჰყვებით მდინარის პირას ტალახში და მაღალ ბალახიან შამბნარში აღმოჩნდებით. ამიტომ როდესაც ბოლო ნანგრევს გასცდებით მკვეთრად ხელმარცხნივ უნდა გადაუხვიოთ და ბილიკი მოძებნოთ. ეს ბილიკი ცოტა ხანში არყის ხის კორომში (პატარა ტყე) შეგიყვანთ, ხოლო მაღალ ბალახებში მცირე ხნის სიარულის შემდეგ ასე ვთქვათ ''სამშვიდობოს'' გახვალთ. იქიდან ასიოდე მეტრში უკვე ხეობის გასაყოფია.
P. S. კალოთანის ხეობის იმ მონაკვეთზე რომელიც ამ დღეს ამოვიარეთ უღელტეხილისაკენ მიმავალი ბილიკი არცერთ ადგილას არ ეშვება მკვეთრად დაბლა. ამიტომ თუ საორჭოფო მდგომარეობაში აღმოჩნდებით აუცილებლად აირჩიეთ ის ბილიკი რომელიც მარცხენა მხარეს მაღლა მიჰყვება ფერდობს.
მყინვარი კალოთანისღელეზე
Uploaded with
ImageShack.us
დანიშნულების პუნქტი
Uploaded with
ImageShack.us
აქ უკვე ''სამშვიდობოს'' ვართ
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი ''სამშვიდობო''-დან გადაღებული პანორამა
Uploaded with
ImageShack.us
Last edited by
Bernar on 26 იან 2011, 21:25, edited 1 time in total.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 26 იან 2011, 21:25
კარგი იყო დასვენება და გვალვას გადარჩენილი ჟოლოს დაგემოვნება მაგრამ როდესაც გრუხუნის ხმა შემოგვესმა სასწრაფოდ გავშალეთ ბანაკი. გაგვიმართლა: ის ის იყო ბოლო სოლი ჩავარჭე რომ წვიმამაც არ დაახანა. ცოტა ხანში წვიმასთან ერთად მზემაც გამოანათა. ამ დროს იყო ყველაზე ცუდი: მზე კარავს ახურებდა და ცხელოდა, არადა წვიმის გამო გარეთაც ვერ გაყოფდი ცხვირს. მალე მოეღო ბოლო ჩვენს ''წამებას'': გადაიღო წვიმამ როგორც იქნა. უკვე სადილის დროც მოსულიყო. სანამ სადილი მომზადდებოდა მე და ბექა იქვე ტყეში შეშის მოსაგროვებლად წავედით. როდესაც დავბრუნდით მადიანად ვისადილეთ და დასასვენებლად იქით-აქეთ მიმოვიფანტეთ.
რამდენადაც დღე ცხელოდა იმდენად ციოდა საღამოს და ღამით. რაც კი რამ გვქონდა ყველაფერი გვეცვა და თან ერთმანეთს ვეხუტებოდით რომ გავმთბარიყავით.
ღამდება
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
აი თუ არ ციოდა:
Uploaded with
ImageShack.us