27 იანვარს,17 საათზე თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
27 იანვარს,17 საათზე თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

Post by anano » 26 იან 2011, 14:32

Image

27 იანვარს, 17 საათზე დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება 2010 წლის 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული, ცნობილი მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს.
თეონა ბავშვობიდან აქტიურად მონაწილებდა სხვადასხვა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებზე. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. თავად წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.
იგი 27 იანვარს 27 წლის გახდებოდა.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზად მანქანა გადავარდა ადიდებულ მდინარეში, სადაც 10 ადამიანი იჯდა - თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.
საღამო ტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის და ტურისტული კომპანია ”თებულოტურის” მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
27 იანვარს,17 საათზე თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

Post by Mta Mkvarebia » 26 იან 2011, 14:54

27-ში თეონას დაბადების დღეა :( მაგიტომაც დავამთხვიეთ მაგ თარიღსო, პაატამ. მაგრამ შუა კვირაა და ალბათ ბევრი ვერ მოახერხებს წასვლას :(, მათ შორის მეც.
Image

User avatar
xaliana21
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 10 სექ 2007, 15:19
27 იანვარს,17 საათზე თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

Post by xaliana21 » 26 იან 2011, 23:23

საშინელება დატრიალებულა!!!
არ ვიცოდი ამ უბედური შემთხვევის ამბავი.
თეონა კარგად მახსოვს სხვადასხვა ხევსურული საგამოებიდან! სიცოცხლით და ემოციით სავსე ადამიანი....
იმდენად კარგი წყვილი იყვნენ, თვალს ვერ ვაშორებდი

მომიტევეთ დაგვაინებული ემოციები, მაგრამ თავი ვერ შევიკავე

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
27 იანვარს,17 საათზე თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

Post by kiki » 27 იან 2011, 00:25

მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა , ვერ ვახერხებ სამწუხაროდ:(

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]