დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 23 ოქტ 2010, 15:34

"სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა ანბანი შეუქმნა მეზობელ ქართველებსა და ალბანელებსაც", - სხაპასხუპით მოუყვა უცხოელ ტურისტებს გიდი.
თუ სადმე შეიძლება თუნდაც ერთი სომხის ნახვა რომელიც სხვისთვის (სხვა ეროვნებისათვის) რამეს გააკეთებს მაშინ ეს ვერსიაც უნდა დავიჯეროთ :lol:
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 24 ოქტ 2010, 13:34

ისე ისაა საკითხავი თAვ თAვიანთი ანბანებით ვინ რა დაწერა... რაიმე დაუწერიათ საერთოდ მაგ ბეჩავებს გარდა თავიანთი გაყალბებული ისტორიისა, რომელიც 80 წლის წინ დაწერეს ?
რა ეშველებათ ნეტა, სხვისი განკითხვისა და ქილიკის მეტს არაფერს რომ არ აკეთებენ.
ეს ერი ბინძური მისიის მატარებელი ერია! და ამას მალე საბოლოოდ გამოამჟღავნებენ ძალიან მალე.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
დავიცვათ ქართული ენა

Post by Naia » 18 ნოე 2010, 10:14

ძალიან საინტერესო და მართალი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ 'ტაბულაში'

(პირველი შემთხვევაა, როცა კახა ბენდუქიძეს რაღაცაში დავეთანხმე)


რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

კახა ბენდუქიძე

დიდხანს გული ვერ დავუდე ამ თემაზე სვეტის დაწერას. რამდენჯერმე დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე – ამაზე სერიოზულად ლაპარაკი როგორ შეიძლება-მეთქი და გავანებე თავი. მაგრამ რამდენიმე ისეთი აზრი გავიგე, რომ გადავწყვიტე, დამეწერა.


მოდით, ჯერ იმაზე ვიფიქროთ, ემუქრება თუ არა ქართულს საფრთხე და საჭიროა თუ არა მისი დაცვა. ჩემი აზრით, საფრთხე ემუქრება, და დაცვასაც საჭიროებს.

მაგრამ...

საფრთხე იმიტომ კი არ ემუქრება, რომ ჩვენ სხვა ენებს ვისწავლით (სპიჩკა, პრისკი და ტორმუზი რუსულის კარგი ცოდნის შედეგია?), არამედ იმიტომ, რომ ქართული არ ვიცით. მას ჩვენ დავიცავთ სწორი გამართული გამოყენებით, და არა რაიმე სახელმწიფო აკრძალვებით. ეს სამოქალაქო საქმეა, და არა სამთავრობო.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ქართული ანბანი გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუტერებში, და ლათინური ასოებით არ ვწეროთ ელექტრონული წერილები?
ჩვენი საქმე არ არის, რომ გამარჯობა-თ და კარ-ებ-ებ-ი აღარ ვთქვათ? – ამას არც ავსტრალიელი მასწავლებელი გვაძალებს და ვერც მთავრობა აგვიკრძალავს.

ჩვენი საქმე არ არის, რომ ლაზურის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ? თუ თურქეთის მთავრობის იმედი გვაქვს?
თურმე პრობლემის თავი და თავი ინგლისურის სწავლა ყოფილა პირველი კლასიდან.

გავიგე რამდენიმე საინტერესო აზრი:
• ორი ენის ცოდნა გამოაშტერებს ბავშვს
• ბავშვი ქართულს ვეღარ ისწავლის
• მასწავლებლები გაგვრყვნიან ან/და გადაგვაიეღოველებენ.

მივხვდი მნიშვნელოვან რამეს – ზოგიერთისთვის ეს იდეები არ არის ფიქრის და მსჯელობის შედეგი. მათთვის ეს ფანატიკური რწმენის საგანია.

ამიტომ მე მათ არ მივმართავ. ჩემი არგუმენტები იმათთვისაა განკუთვნილი, ვინც ამ საკითხებზე ფიქრობს.

გამოაშტერებს თუ არა ორი ენის სწავლა სკოლებში ბავშვებს და შეუშლის თუ არა ორი ენის სწავლა ქართულის ათვისებას? ჯერ ერთი, ბავშვი სკოლაში უკვე ქართულად მოლაპარაკე მიდის, და ამიტომ ერთდროულად ის ორ ენას არ სწავლობს – ის სწავლობს ინგლისურს ქართულის მეშვეობით. მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, როდესაც სხვა ენის სწავლა იმდენად ინტენსიურია, რომ ფაქტობრივად ადამიანი ორენოვანი ხდება – ანუ შეუძლია ორ ენაზე არა მარტო ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი. თუ მეორე ენის შესწავლა საფრთხეს მოიცავს, მაშინ ორ ენაზე თანაბრად მოლაპარაკე ადამიანი ამ საფრთხემ ყველაზე მეტად უნდა დაზაფროს.

რა ხდება სინამდვილეში?

ეს საკითხი საკმაოდ ბევრი მსჯელობის და შესწავლის საგანი იყო – დაწყებული ჰუმბოლდტის ჰიპოთეზიდან, რომ ორენოვნობა ცუდია, და დამთავრებული დღევანდელი კვლევებით. აქ მე არ მოგაცდენთ იმის აღწერით, რანაირად ზომავდა ორენოვნობის ეფექტს ოციან წლებში საერი უელსში ან ბიალისტოკი დღეს კანადაში. ვისაც უნდა, თვითონ მოძებნოს და წაიკითხოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შედეგი ასეთია – ორენოვნობას არ მოაქვს სიშტერე და დაბნეულობა. პირიქით – როგორც წესი, ორენოვანი ბავშვებიც და დიდებიც უფრო სხარტები არიან, და მოხუცებულობის ჟამსაც კი ცოტათი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სისხარტეს. როგორც ჩანს, ეს ტვინისთვის დამატებითი სასარგებლო სავარჯიშოა, ისეთივე, როგორც კუნთების ვარჯიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.

მაშ თუ ორი ენის თანაბარ ცოდნას (მათ შორის ერთი წლის ასაკიდან) არ მოაქვს ცუდი არაფერი, სკოლაში ქართულად უკვე მოლაპარაკე ბავშვის მიერ ინგლისურის კანტიკუნტად შესწავლას რატომ უნდა მოჰყვეს? ასობით მილიონი ადამიანი ფაქტობრივად ორენოვანია: ბელგიელები, სინგაპურელები, ჰონგკონგელები, კანადელების და ინდოელების დიდი ნაწილი, და ა.შ. რა შორს მივდივართ – სამეგრელოში თითქმის ყველა, მეგრულ ენასაც და ქართულსაც თანაბრად ფლობს (არ დაიჯეროთ, რომ მეგრული ქართულის დიალექტია – იგი ჩამოყალიბებული ქართველური ენაა). დაბნეულობა და სიშტერე არსად არ არის.

რაც შეეხება გადაგვარებას, რელიგიური მრწამსის შეცვლას, გადაჯიშებას, გამოიეღოველობას – საქართველოში ყოველთვის იყვნენ გადამთიელები, რომლებიც ჩვენ შორის ცხოვრობდნენ. მე ვლაპარაკობ არა მარტო დამპყრობლებზე, არამედ მოსახლე მშვიდობიან ხალხზეც – ბერძნები, გერმანელები, ესტონელები, ასირიელები, სომხები, პოლონელები, და ასევე რუსები, თურქები, სპარსელები, არაბები და სხვები. მათ ბევრი სიტყვა დატოვეს ჩვენთან, და დღევანდელი ქართული მაგ სიტყვებით არის სავსე. მაგრამ მაინც ქართულია, მაინც ჩვენი ენაა, და მას მოვუაროთ. როგორ? ვწეროთ ქართულად, ვილაპარაკოთ ქართულად, ვიცოდეთ მისი გამორჩეულობა, ისტორია, გვიყვარდეს ქართული, ვისწავლოთ ქართულად.

P.S. მინდა გამოვტყდე, რომ მეც ინგლისურის სწავლა ადრე დავიწყე – საბავშვო ბაღში. იყო თბილისში, კავსაძის ქუჩაზე, ინგლისური საბავშვო ბაღი. ამიტომ თუ რამე გაუგებარია ამ ტექსტში, ჩემს ამ უბედურებას უნდა დააბრალოთ – მე არაფერ შუაში ვარ.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
დავიცვათ ქართული ენა

Post by avtokh » 18 ნოე 2010, 10:53

arcivi9 wrote:
"სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა ანბანი შეუქმნა მეზობელ ქართველებსა და ალბანელებსაც", - სხაპასხუპით მოუყვა უცხოელ ტურისტებს გიდი.
თუ სადმე შეიძლება თუნდაც ერთი სომხის ნახვა რომელიც სხვისთვის (სხვა ეროვნებისათვის) რამეს გააკეთებს მაშინ ეს ვერსიაც უნდა დავიჯეროთ :lol:
იყო მასეთი ადამიანი, ვარდან მამიკონიანი :) იგი ერთადერთი იყო სომეხთა დამხმარე ლაშქრიდან თავისი რაზმით, რომელიც გორგასალს ბოლომდე გვერდში ედგა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა თავად სომეხმა თავადებმა მოკლეს.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
დავიცვათ ქართული ენა

Post by avtokh » 18 ნოე 2010, 10:57

თუმცა იმის დაჯერება, რომ მეშტროცმა შექმნა ქართული და ალბანური ანბანი საჭირო არაა, რადგან ასე არ ყოფილა :) თუ სომხებმა შეგვიქმნეს ანბანი როგორ მოვახერხეთ დამოუკიდებლად ანბანის განვითარება? ქართული ანბანი მხოლოდ ქართულ წიაღში შეიძლება წარმოშობილიყო. ის უძველესი ქართული ასომთავრული წარწერები ისეთი სინატიფითაა შესრულებული, რომ აშკარაა რომ მეოთხე საუკუნეზე (მოგეხსენებათ ამ პერიოდით თარიღდება ყველაზე ძველი ასომთავრული წარწერები პალესტინასა და საქართველოში) ადრეა შექმნილი.
Image

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 18 ნოე 2010, 21:49

avtokh wrote:
arcivi9 wrote:
"სომხური ანბანის შექმნის შემდეგ, სომეხმა განმანათლებელმა მესროპ მაშტოცმა ანბანი შეუქმნა მეზობელ ქართველებსა და ალბანელებსაც", - სხაპასხუპით მოუყვა უცხოელ ტურისტებს გიდი.
თუ სადმე შეიძლება თუნდაც ერთი სომხის ნახვა რომელიც სხვისთვის (სხვა ეროვნებისათვის) რამეს გააკეთებს მაშინ ეს ვერსიაც უნდა დავიჯეროთ :lol:
იყო მასეთი ადამიანი, ვარდან მამიკონიანი :) იგი ერთადერთი იყო სომეხთა დამხმარე ლაშქრიდან თავისი რაზმით, რომელიც გორგასალს ბოლომდე გვერდში ედგა სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა თავად სომეხმა თავადებმა მოკლეს.
ეგ მივიჩნიოთ გამონაკლისად Image
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
დავიცვათ ქართული ენა

Post by qvevri » 19 ნოე 2010, 09:29

ხანდახან სასწაულებიც ხომ ხდება? :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ნოე 2010, 13:32

Naia wrote:ძალიან საინტერესო და მართალი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ 'ტაბულაში'

(პირველი შემთხვევაა, როცა კახა ბენდუქიძეს რაღაცაში დავეთანხმე)


რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

კახა ბენდუქიძე
გავეცანი ამ მასალას.
ვიტყოდი, რომ პროგრესული პოზიციაა.
ქართულ ენასთან დაკავშირებით მართალს ბრძანებს
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
დავიცვათ ქართული ენა

Post by keto » 29 ნოე 2010, 14:06

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Naia wrote:ძალიან საინტერესო და მართალი სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ 'ტაბულაში'

(პირველი შემთხვევაა, როცა კახა ბენდუქიძეს რაღაცაში დავეთანხმე)


რატომ დაგვღუპავს ინგლისურის სწავლა პირველი კლასიდან

კახა ბენდუქიძე
გავეცანი ამ მასალას.
ვიტყოდი, რომ პროგრესული პოზიციაა.
ქართულ ენასთან დაკავშირებით მართალს ბრძანებს
რაღაცაში კი არა, ალბათ 99% ვეთანხმები სტატიის ავტორს! :)
Keep Smiling...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 18 დეკ 2010, 01:06

კინოთეატრ :რუსთაველში: ფილმ :ჰარი პოტერის: მე4 ნაწილს ვუყურე.
რუსულად ნათარგმნი იყო.
კიდევ 1ხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს კინოთეატრებში რუსულად თარგმნილ ფილმებს არ უნდა უყურებდნენ.
გარდა იმისა, რომ ეს იყო მდარედ და უგემოვნოდ თარგმნილი, ჩვენს ბავშვებს, უბრალოდ, ვაბეჩავებთ.
არ შეიძლება, ქართველი ბავში ისმენდეს :გარი: თუ :გარიკ პოტერს", მაშინ, როდესაც დედანში :ჰ: (არი) არის და ეს ასო ქართველებსაც გვაქვს.

ვისაც რუსულ ენაზე თარგმნილი ფილმების ცქერა მოგწონთ, ნახეთ :არი პოტერი: და მიხვდებით,
რომ სრული ყეყეჩობაა

ცხადია, ქართულადაც კვალიფიციურად უნდა იყოს ნათარგმნ-გახმოვანებული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 22 დეკ 2010, 11:03

ბრიგადირ

კომუნიაგაც ყოფილხარ. ნუ მინიმუმ ჩინეთის კომპარტია შენთანაა:
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio ... dzala.html
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by arcivi9 » 22 დეკ 2010, 19:11

კიდევ 1ხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს კინოთეატრებში რუსულად თარგმნილ ფილმებს არ უნდა უყურებდნენ.
+1
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 25 დეკ 2010, 19:27

აბა ვინ მეტყვის
რა მნიშვნელობა ქონდა ძველ ქართულში სიტყვა დაასკვნას?
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by Makena » 23 იან 2011, 15:26

მეგობრებო, აბა თუ იცით რას ნიშნავს სიტყვა ტყნირი? :lol:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 23 იან 2011, 19:40

Makena wrote:მეგობრებო, აბა თუ იცით რას ნიშნავს სიტყვა ტყნირი? :lol:
მე მგონი
კენკრას უნდა ნიშნავდეს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]