ყველას დიდი მადლობა მოკითხვისთვის და ჩვენი მოგზაურობისადმი ინტერესისათვის. მართლა დაუვიწყარი მოგზაურობა გვქონდა, ენით რომ ვერ აწერ ისეთი. თითოეული დღე მეორეს ჯობდა და ყველა დღე განსხვავებული იყო. არ ვიცი როდის მოვუყრი თავს და მოვაწესრიგებ ფოტოებს, ალბათ დიდი დრო დამჭირდება და შევეცდები რეპორტაჯიც ძალიან არ დაგვიანდეს

.
მაგრამ მანამდე ზეპირ რეპორტაჟს ჩაგაბარებთ

გოგამ მითხრა ახლა ზარმაცობის დრო არ არის , სამშაბათობა დანიშნეო. ჰოდა ვისაც მოვენატრეთ და მოინდომებს ჩვენს ნახვას, ჩვეულ ადგილას და დროს ( სამშაბათს, 19 სთ-ზე პუშკინის შემოიხედეში) მოგიყვებთ ჩვენს მოგზაურობაზე.
guruli
მეც ვერ მივუსწარი ზარს

მოკლედ რაც ჩამოვედი, ტელეფონი არ გაჩერებულა

მართლა როგორ მოგნატრებივართ თქვენც
konstantine wrote:ცურვა ხომ იცის

არ იცის, არა

, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია თევზების გვერდით ეჭყუმპალავა ნიღბით. წითელი ზღვა ხომ მარილიანია, ჰოდა ზედაპირზე ვტივტივებდი
qvevri wrote:ცხვირზე ნამდვილად ვერ მისწვდებით და უკნიდან რომ მოუაროთ და.... ა?
თითქოს გულმა მიგრძნო რა, სფინქსს ყურში ჩავჩურჩულე, უკნიდან მოვლაზე ბოდიში, მაგრამ გული არ გაიტეხო, მალე ქვევრი აპირებს ჩამოსვლას და რა ვიცი, იქნებ მას ჰქონდეს ამის სურვილითქო
