გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by აცაბაცა » 01 დეკ 2010, 18:56

ორდღიან!!!!

მაგარია ვინემ ერთდღიანი!!!
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

leo1
მაწანწალა
Posts: 448
Joined: 13 ივნ 2010, 20:10
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by leo1 » 07 დეკ 2010, 13:21

სანამ ზუსტად დაგეგმავდეთ მგლების ამბავი გაარკვიეთ!! ზამთარში განსაკუთრებით საშიშIა და თან კასპის რაიონში არის მგლები მომრავლებული განსაკუთრებით!!!

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by ლეონტი » 07 დეკ 2010, 18:53

მგლები უხვადაა. თან თოვლისას ახლო ჩამოდიან. თან წითლები.
კვირას ჯავახეთში ვიყავი და ადგილობრივმა მითხრა, რომ დაღამდება ასფალტის გზაზე სოფლიდან სოფელში ვერ დავდივართო, მგლების ჯგუფები დაძრწიანო.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by Wanderer » 07 დეკ 2010, 19:42

მოგვიწევს მგლების დასაფრთხობი საშუალებების წაღება.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by guruli » 07 დეკ 2010, 20:38

მგლების და, ზოგადად, ნადირის დასაფრთხობად ერთი მარტივი ხერხი არსებობს - თან იქონიეთ ჩვეულებრივი თოფის წამალი (დენთი). სასურველია კარავის ირგვლივაც მიმოაბნიოთ, თუმცა ეგ წითელი მგლები ისეთი ვერაგები ჩანან, არ ვიცი, მაგათთან რამდენად გაჭრის. საერთოდაც, ახლანდელი მგლები იმაზე ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე ბავშვობაში გამიგონია. :roll: :roll: ეტყობა, ტყეში გადამზადების კურსებს გადიან... :roll:
ასევე კარგია ნაჯახი ან მსგავსი რაღაც იქონიოთ - ნადირი ლითონის სუნსაც გაურბის, რადგან ეს მათთვის იარაღთან ასოცირდება, თუმცა დენთის სუნი ყველაზე კარგია. მაგ ხერხს (დენთი იგულისხმება) წარმატებით იყენებენ მონადირეები, ოღონდ ცოტა სხვა ვითარებაში - მათ თოფი ისედაც აქვთ და ეგ არ სჭირდებათ, მაგრამ როცა დიდ ნადირს კლავენ და ხორცს წამოსაღებად ერთიანად ვერ ერევიან, დარჩენილ მარაგს გაახვევენ ნანადირევისავე ტყავში და ნადირმა რომ არ გააფუჭოს, გარშემო სწორედ თოფის წამალს შემოუფრქვევენ. აკი არც ეკარება, ამათ კი შეუძლიათ, მეორე დღეს ავიდნენ დარჩენილი ხორცის წამოსაღებად.
იგივე საშუალებას ნადირის დასაფრთხობად ასევე წარმატებით იყენებენ გლეხები - როცა გარეული ცხოველები სიმინდის ან სხვა ჯიშის ნათესებს შეეჩვევიან, ფართობში და მის გარშემო რამდენიმე ადგილას თოფის წამალს დადებენ.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by Wanderer » 07 დეკ 2010, 21:01

guruli
საერთოდაც, ახლანდელი მგლები იმაზე ბევრად ჭკვიანები არიან, ვიდრე ბავშვობაში გამიგონია.
ის ურჩევნია მამულსა... :D

კარგი რჩევებია. მადლობა და გავითვალისწინებთ აუცილებლად.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by guruli » 07 დეკ 2010, 21:57

Wanderer
კარგი რჩევებია.
თან იოლად შესასრულებელი - არ დაგამძიმებს და არც დეფიციტია. :)
ის ურჩევნია მამულსა...
არ ჩამქოლონ ახლა ამის დაწერისთვის, მაგრამ მამულს მაგათი ამოჟლეტა ურჩევნია. :)

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by nagli33 » 09 დეკ 2010, 22:17

leo1

ქსილისის გასვლა რომ დავგეგმე იქ ავღნიშნე, საფრთხეებში მგელი და კიდევ უარესი, დათვი..
ამიტო საჭიროა სანადირო თოფის ტარება, და ეგ პრობლემა მოგვარდება :)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by guruli » 09 დეკ 2010, 23:00

nagli33
იქ ავღნიშნე, საფრთხეებში მგელი და კიდევ უარესი, დათვი..
აი, ამას რას ერჩი, ოღონდაც ამიხსენი რა! :D პირისპირაც რომ შეეჩეხო, მაინც არ დაგიშავებს რამეს - გაგეცლება, გზას შენ დაგითმობს და თვითონ ხრამ-ხრამ წავა. :D
ერთხელ ჩემი მეზობელი გურიაში, დილაადრიან, კაი გათენებულიც არ იყო, უღრან ტყეში უზარმაზარ კაკლის ხეზე ავიდა დასაბერტყად. თურმე კენწეროში დათვი ყოფილა გასული, რომელიც ამან ფოთლების და ბინდის გამო ვერ გაარჩია. შუა ხეზე იყო ასული, დათვი რომ დაეშვა დაბლა შლიგინ-შლიგინის და ბურტყუნით, გადაახტა ამას ტავზე და გადაეშვა ხრამში. ამან გააგრძელა კაკლის ბერტყვა. :D

User avatar
nagli33
მაწანწალა
Posts: 585
Joined: 25 მაი 2010, 21:21
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by nagli33 » 09 დეკ 2010, 23:16

guruli
:D :D
ეგ გურიაში მოხდა.... მაგრამ

აქ სხვა ჯიშის დათვები არიან, ეგეთ რამეს ქართლის დათვი არ გააკეთებს დამიჯერე...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by guruli » 10 დეკ 2010, 01:33

nagli33
ეგ გურიაში მოხდა.... მაგრამ

აქ სხვა ჯიშის დათვები არიან, ეგეთ რამეს ქართლის დათვი არ გააკეთებს დამიჯერე...
იმ კახური გამოთქმისა არ იყოს, ვირი გინდ ბაღის თავში დააბი და გინდ - ბოლოში, მაინც ვირად დარჩებაო, :D დათვიც ყველგან დათვია - გურიაშიც და ქართლშიც.
გრიზლი რომ ბინადრობდეს საქართველოში, კიდევ დაგეტანხმებოდი, მაგრამ ჩვენებური დათვები ადამიანზე არ იწევენ.

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by Wanderer » 10 დეკ 2010, 12:47

guruli
საინტერესო რაღაცეებს წერ. არ ვიცოდი... :)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by iano » 10 დეკ 2010, 19:52

აცაბაცა wrote:ორდღიან!!!!

მაგარია ვინემ ერთდღიანი!!!
კი მაგარია მაგრამ მე 2 დღიანი თუ იქნება ვერ წამოვალ :(

ერთ დღიანიც მაგარი იქნება თუ დილით ადრე გავალთ და იქამდე დავბრუნდებით სანამ მგლები შეგვჭამენ :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by guruli » 11 დეკ 2010, 18:03

Wanderer
guruli
საინტერესო რაღაცეებს წერ. არ ვიცოდი...
თემის გაოფება გამოვა, თორემ დავწერდი, მეზობლის ქალს როგორ... შეაფურთხა დათვმა ტყეში. :lol: :lol: :lol:
როცა ერთად მოვხვდებით ლაშქრობაში, მოგიყვები მაშინ. :D

User avatar
iano
ბოდიალა
Posts: 244
Joined: 28 მაი 2010, 01:30
გავათრიალეთოთ??? ქვათახევი-საკურთხისი

Post by iano » 11 დეკ 2010, 18:11

guruli

მოკლედ რომ ვთქვათ დაკარგეს დათვებმა ზრდილობა :lol: :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]