mariamooo
მეც იმედი მაქვს, რომ ყველა მსურველისთვის გამოჩნდება ადგილი... :*
მინდოდა დაახლოებითი მონაცემები დამეწერა და მსგავსი თემიდან მოვიპარე

(
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0 )
1. რეგიონი:
კახეთი
2. მარშრუტის დასახელება:
თბილისი - რუსთავი - საგარეჯო - თბილისი
((დავითის ლავრა, უდაბნო, იოანე ნათლისმცემლის მონასტერი,
ჩიჩხიტური)
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
ზემოთხსენებულ თემაში წერია, რომ 1 ადამიანზე დაახლოებით 8 ლარი (საწვავის ხარჯიო) და სავარაუდოდ იგივე იქნება
(8-10 ლარი), რადგან ფაქტიურად ანალოგიური გზის გავლას ვაპირებთ. უფრო გამოცდილი მძღოლებისთვის საორიენტაციოდ ვიტყვი, რომ მანქანით გასავლელი მანძილი იქნება ~150 კმ.
5. ფეხით გავლილი მანძილი:
ზემოთხსენებულ თემაში ეწერა, რომ ფეხით გაიარეს 400-600 მეტრი იოანე ნათლისმცემლის მონასტრამდე, დავით გარეჯში - 3-4 კილომეტრი დაახლოებით.
6. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალი (რადგან ადგილზე სასმელი წყალი მგონი რომ არ არის), საკვები
მართალია მანქანაში არ ეციება, მაგრამ რადგან ფეხითაც უნდა ვიაროთ სასურველი იქნება თბილი ტანსაცმელი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი
7. GPS მონაცემები:
http://bin.ge/file/6060/Davit-gareji-20 ... 1.rar.html
დროის და სიტუაციის მიხედვით, იქნებ მოესწროს ჩიჩხიტურზე ასვლაც

(მაგრამ სათუოა-ო)