ნეპალი 2011 აპრილში

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Toma » 01 დეკ 2010, 12:00

მოკლედ ეს მიახლოებითი მონახაზია"თრეწველთაიმი" ტურ სააგენტოსი, მაგრამ შეიძლება ცვლილებები შევიტანოთ გეგმაში და ტიბეტშიც გადავიდეთ.


დაახლოებითი ღირებულება 1700 USD
დღე 1 – დახვედრა კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში. საღამოს კატმანდუს დურბარის მოედნის (ცოცხალი ქალღმერთი კუმარი დევის რეზიდენცია) დათვალიერება. ...
დღე 2 – ბოუდანატის (ნეპალის მთავარი ბუდისტური ტაძარი და ტიბეტური დიასპორის ცენტრი; აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ტიბეტელ ბერებს) და პაშუპატინატის (ნეპალის ყვეალზე მნიშვნელოვანი ინდუისტური ტაძარი; ადგილი სადაც ხდება კრემაციები და სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ ნამდვილ იოგებსა და ფაკირებს) დათვალიერება.
დღე 3 - 2000 წლოვანი სვაიამბჰუს, ე.წ. მაიმუნების, ბუდისტური ტაძრის და კატმანდუსთან ახლო მდებარე ანტიკური ქალაქი პატანის (ხელნაკეთობების ცენტრი) დათვალიერება. ავტობუსით მგზავრობა და დარჩენა კატმანდუდან 32 კმ-ით დაშორებულ საკურორტო სოფელ ნაგარკოტში.
დღე 4 - სოფელი ნაგარკოტი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს; ადრე დილით შეგიძლიათ დატკბეთ ამომავალი მზით განათებული ჰიმალაის მთების, მათ შორის ევერესტის, ხედით. დღის მეორე ნახევარში ანტიკური ქალაქი-მუზეუმი ბჰაკტაპური (ადგილი, რომლის არქიტექტურა და გარემო ძველ დროში მოგზაურობის განცდას გაგიჩენთ; აღნიშნული თვისებების გამო ბერტოლუჩიმ ფილმი ‘პატარა ბუდა’ სწორედ აქ გადაიღო).
დღე 5 - 4-5 სთ მგზავრობა ავტობუსით ნეპალის სამხრეთით მდებარე ჩიტუანის ეროვნულ პარკში. საღამოს ადგილობრივი გიდის ინსტრუქცია ჩიტუანის ჯუნგლების ცხოველებთან დაკავშირებით.
დღე 6 - სპილოთი გასეირნება ჯუნგლებში, სადაც ბენგალურ ვეფხვთან და განგის დელფინთან ერთად მარტორქებსაც შეხვდებით. საღამოს ადგილობრივი თარუს ტომი წარმოგიდგენთ საცეკვავო ნომერს.
დღე 7 - დაბრუნება კატმანდუში. თავისუფალი დღე.
დღე 8 - ტრანსფერი კატმანდუს ტრიბჰუვანის საერთაშორისო აეროპორტში.

ტურის ღირებულებაში შედის:
1. მგზავრობა (თბილისი-კატმანდუ და უკან).
2. ტრანსფერი.
3. ტრანსპორტი (კონდიციონერიანი მინივენი ან ავტობუსი მთელი ტურის განმავლობაში)
4. სამვარსკვლავიანი სასტუმრო საუზმით.
5. გიდი.
6. ღირშესანიშნაობების დასათვალიერებელი და ნაკრძალში შესასვლელი ხარჯები.
7. ორდღიანი სპილო-ტური ჯუნგლებში.
8. სამოგზაურო დაზღვევა. დამატებითი საფასურის 200 დოლარის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია თვითმფრინავით ევერესტის თავზე გადაფრენის ორგანიზება.


მოკლედ აქ ვისაც შეგიძლიათ შემოგვთავაზეთ იდეები, მე ვფიქრობ რომ ერთი კვირით წასვლა არ ღირს, რადგან მოგზაურობის უდიდესი თანხა მიაქვს მგზავრობას (თვითმფრინავს), ამიტომ ჯობია გეგმა კარგად დავხვეწოთ და ორი კვირით წავიდეთ, თან მაქსიმალურად ბევრი რამ ვნახოთ.

ველი გამოხმაურებას. :D
Last edited by Toma on 05 სექ 2011, 20:55, edited 1 time in total.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
ნეპალი 2011 აპრილში

Post by pataputina » 01 დეკ 2010, 13:15

ვაი
მე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!




გავყიდი სახლს
კი არა და
სესხს ავირებ
და
წამოვალ : ||||



მართლა

:||||
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Makena » 01 დეკ 2010, 14:57

Toma
მაგარი გოგო ხარ! კარგა ხანია ვგეგმავ ნეპალში წასვლას!

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Toma » 01 დეკ 2010, 15:08

მიშა- ქაბურიუსის რჩევები

"აქ ყველგან უკვე ნამყოფი ვარ. ჩემ გამოცდილებას თუ დაუჯერებ ჯობია ჯუნგლები ამოაგდოთ, სპილოს და 2 მარტორქის გარდა ვერაფერს ნახავთ. ამის ნაცვლად მე პატანს ვნახავდი ქალაქი მუზეუმია კატმანდუში, ასევე ბახტაპურში წავიდოდი ეგეც ქალაქი მუზეუმია, უკანასკნელი იმპერატოტია მანდ გადაღებული "

მიშ დიდი მადლობა ძალიან დაგვეხმარება შენი გამოცდილება და რჩევები, გაიხარე
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ნეპალი 2011 აპრილში

Post by გვალდა » 01 დეკ 2010, 15:13

Toma
:roll:

მემგონი ყველაზე მეტად აქაა საჭირო ვინმე ნამყოფის რჩევა-დარიგებანი.
სვანეთოლოგი

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Na-tia » 01 დეკ 2010, 16:06

Toma
მაგარია:) ხვალ თუ ინდოეთის ვიზა მომცეს ერევნაში, თებერვლის ბოლოს გავუდგები ალბათ მაგ გზას და რომ ჩამოვალ, კი მეცოდინება დაწვრილებით :D
მგონი ყველაფერი გიწერია, ძირითადი, რაც სანახავია ნეპალში. რამდენიმე ხანია ვეძებ ინფორმაციებს და ასე თუ ისე გავერკვიე.
ა,არა, კიდევ ერთი ქალაქია, Pokhara, კატმანდუდან დაახლოებით 200 კმ-ში და ძალიან აქებენ, თუ სწორად მახსოვს ანაპურნას მთის მასივის ძირშია, ლამაზი ტბა არის და სურათებიდან ძალიან მაგარია რა :D შესაბამისად ტურისტულად ძალიან დატვირთული.
2 კვირაში თავისუფლად ჩაეტევა მთელი ნეპალი, მე ამ დროში ინდოეთის ნაწილსაც ვაპირებ :D
კარგი იქნებოდა რამე trek-ი, ბოლობოლო ჰიმალაიებში ხარ რა, როგორც გავარკვიე, არის 2-3 დღიანებიც და ნუ უფრო მეტ დღიანი ხო ძაან მაგარია :D
პ.ს. ნეპალის გზამკვლევი გამოვიწერე და დეტალურად წერია ყველაფერი, ასე რომ თუ დაგჭირდებათ, მარშუტის ჩამოყალიბებაში შეუცვლელია :D
კიდევ ის რომ ტურისტული კომპანიის მხრიდან ფასი ძალიანაც ნორმალურია ავიაბილეთის ფასს თუ გავითვალისწინებთ, მაგრამ გაცილებით ნაკლები ჯდება დამოუკიდებლად თუ წავა ადამიანი :)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ნეპალი 2011 აპრილში

Post by QEBURIUS » 01 დეკ 2010, 17:04

კარგი აზრია, მაგრამ:

1 კვირა ძაან ცოტაა თითო მხარეს წასვლას უნდა მარტო 2 დღე (მე თბილისი-ბაქო-დელი-კატმანდუ ვიოფრინე) მინიმუმ 2 კვირა ისე უაზრობაა, იქ იმდენია სანახავი ვერაფერს ვერ მოასწრებ ერთ კვირაში. ტიბეტში თუ გინდა გადასვლა მაგას ცლკე 1 კვირა ჭირდება კატმანდუ ლასას შორის კვირაში სულ 2 ფრენაა, ერთი დღე ჩინეთის საკონსულოში უნდა დაკარგო, ვიზას ან მოგცემენ ან არა.

ჯუნგლებში საშინლად ცხელა, მილიონი კოღოა, ბებერ სპილოზე დაგსვამენ და გაკატავებენ დიდი დიდი მარტორქა ნახოთ და რამოდენიმე ანტილობა, ვეფხვი დაივიწყეთ. მანდ კარგია სპილოსთან ბანაობაც, მაგრამ ეხლა მაგისთვის სიცივეა, თან საკმაოდ "ჭუჭყიანია" სპილო ხორთუმით წყალს ისხამს ზურგზე და ამ დროს შენ მასზე ზიხარ, კაი გაჟგვინტული ჩამოხვალ, თუ თავს ვერ შეიმაგრებ და ჩამოსრიალდები შეიძლება დაგერხას.

თუ კარგი ჯგუფი შეიკრიბებით რაშიც ეჭვი მეპარება, და ტიბეტშიც გადახვალთ ვიფიქრებ წამოსვლაზე. თუ კითხვები გაქვთ, გიპასუხებთ. ჭკვიანად ვინც იქნებით შეიძლება სურათებიც დაგათვალიერებინოთ
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Toma » 02 დეკ 2010, 09:23

Na-tia
QEBURIUS


დიდი მადლობა ასეთი საინტერესო რჩევებისთვის. Na-tia სულმოუთქმელი ველოდებით შენს რეპორტაჯს ინდოეთზე.

QEBURIUS ნამდვილად კარაგდ მოვიქცევით და სურათები გვაჩვენე რააა? :D
ცხოვრება მშვენიერია :D

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ნეპალი 2011 აპრილში

Post by QEBURIUS » 02 დეკ 2010, 09:39

კატმანდუში ამ სასტუმროში ვცხოვრობდი:

http://www.dwarikas.com/
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Toma » 02 დეკ 2010, 09:53

QEBURIUS
ოქრო ხარ ოქრო, დიდი მადლობა.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Na-tia » 05 დეკ 2010, 18:37

QEBURIUS wrote:
ჯუნგლებში საშინლად ცხელა, მილიონი კოღოა, ბებერ სპილოზე დაგსვამენ და გაკატავებენ დიდი დიდი მარტორქა ნახოთ და რამოდენიმე ანტილობა, ვეფხვი დაივიწყეთ. მანდ კარგია სპილოსთან ბანაობაც, მაგრამ ეხლა მაგისთვის სიცივეა, თან საკმაოდ "ჭუჭყიანია" სპილო ხორთუმით წყალს ისხამს ზურგზე და ამ დროს შენ მასზე ზიხარ, კაი გაჟგვინტული ჩამოხვალ, თუ თავს ვერ შეიმაგრებ და ჩამოსრიალდები შეიძლება დაგერხას.
აუ, მაგ elephant bathing-ზე იმდენი კარგი ეწერა, ჩიტვანში თუ მოხვდები, არ უნდა გამოტოვოო :D მარა თუ ისეთი არაფერი ეგ ჯუნგლები, მაშინ ღირს ლაბთ დაფიქრებად.

წასვლა თებერვლიდან აპრილამდე არის მგონი საუკეთესო პერიოდი.

აუუ, სურათები დადე რა :D

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Na-tia » 05 დეკ 2010, 18:45

Toma
ჰმ, დღეს ჩამოვედით ერვნიდან და ინდოეთის ვიზა ეგრე ადვილია არაა როგორც გგონიათო :D
ანუ ჩვენ თებერვლის ბოლოს გვინდოდა წასვლა და ამდენი ხნით ადრე ვერ მოგცემთო, თან ამ ვიზით ინდოეთის ტერიტორიის მხოლოდ ერთხელ გადაკვეთის უფლება გაქვს, ასე რომ ინდეთიდან ნეპალში გადასვლა და მერე ნეპალიდან ისევ უკან გადმოსვლა არაო :D ნუ, კიდევ რაღაც ფორმალობებია გართულებული
ხოდა ეხლა ვფიქრობ, სანამ ნეპალსაც არ გაურთულებია რაღაცეები და უვიზოდ უშვებს ყველას, მოვასწრო წასვლა :D ბაქო-დუბაი-კატმანდუ

ტომა, მაინცდამაინც ტურისტულით გინდათ თქვენ წასვლა?

ტიბეტში გადასვლა სიამოვნებით, მაგრამ აი საიდან უნდა მოვაგვაროთ აზრზე არ ვარ, აქური ჩინეთის საელჩო მგონი არ გასცემს

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Toma » 07 დეკ 2010, 10:08

Na-tia

ნათი მაგ საკითხებზე ჯერ არ გამივლია კონსულტაცია. ეგვიპტიდან რომ დავბრუნდები მერე უნდა მივიდე ტურ სააგენტოსჰი და მიმათგან მივიგო რჩევები. რაც შეეხება მოგზაურობას თუ ტურისტული სააგენტო ძვირს არ მოითხოვს მირჩევნია ყველა საორგანიზაციო საკითხი მან მომიგვაროს.
ცხოვრება მშვენიერია :D

User avatar
Kavtaradze
იეტი
Posts: 1151
Joined: 27 მაი 2007, 23:34
Location: კოსმოს
ნეპალი 2011 აპრილში

Post by Kavtaradze » 07 დეკ 2010, 22:51

ბლიადზ :(((((
რაარი ეს უფულობა :@

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
ნეპალი 2011 აპრილში

Post by QEBURIUS » 30 მარ 2011, 22:33

რას შვებით, მოვიდა 2011 წლის აპრილი?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]