მართლა დაუვიწყარი და შთამბეჭდავი მოგზაურობა გამოგვივიდა. ამინდშიც გაგვიმართლა. პირადად ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქურმუხმა და სამარიანმა (ჩვენ ასე ვეძახითო მითხრეს) მოახდინა. მაგრამ ალიბეგლო, წმინდა ნინოს სახელობის ახლადრესტავრირებულოი ტაძარი, რომლის მოპირკეთება ჯერ კიდევ გრძელდება, და ალიბეგლოში გაცნობილი ადამიანები ცალკე საუბრის თემაა. ამაზე ერთი სიტყვით ვერ იტყვი, გუშინ მივხვდი, რა მნიშვნელოვანია ეს ტაძარი მათთვის, და კიდევ იმას მივხვდი რომ ნებისმიერ ჩვენგანზე უფრო მეტად სწამთ, ტკივათ და გრძნობენ. მოვიხიბლე ბატონი კოტე ბარიხაშვილით (მაშინვე ქვევრის გვარი ვუხსენეთ და გვიპასუხა რომ ბარისაშვილებს და ბარიხაშვილებს სავარაუდოდ ერთი ძირი გვაქვს, მერე ალბათ მართლწერისას მოხდა "ს"-ს "ხ"-დ გადაკეთებაო). საზღვრის აქეთ მცხოვრებ ბარემ ბევრ ქართველს შეშურდება ბატონი კოტეს მამულიშვილობის. გვითხრა, რამდენიმე მეგობარმა ადრე ფიცი დავდეთ, რომ ერთ კაცს ორი ადამიანისთვის მაინც ესწავლებინა რომ აქაურობას საინგლიო კი არა, ჰერეთი ჰქვიაო, ის ორი სხვა ორს ასწავლიდა და ასე დამკვიდრდებოდა კვლავ ამ ისტორიული მხარის სახელიო. ამ ეკლესიაზე, რწმენაზე და საქართველოზე რომ ლაპარაკობდა თვალებზე ცრემლი მოადგა. ეკლესია და სარწმუნეობა ჩვენთვის ყველაფერიაო, ჩვენი კუთხისთვის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობსო. დიდი მადლობა დაგვაბარა ყველა იმ კარველთან ვინც მცირე შესაწირი მაინც გაიღო ამ ეკლესიის მოსაპირკეთებლად და გვითხრა , შეიძლება ეს თქვენთვის არაფერი იყოს მაგრამ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმე კეთდებაო. მერე ისეთი სურპრიზი გაგვიკეთა, ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება. მაგრამ ყველასათვის გასაგები მიზეზის გამო, ყველამ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არც ფოტოები გადაგვეღო და არც აქ დაგვეკონკრეტებინა სურპრიზის არსი
.
მხოლოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, მახოს მიერ დადებული ანგარიში კვლავაც აქტიურია და თუ შესაძლებლობა გექნებათ ერთი გადარიცხული ლარიც კი კეთილ საქმეს წაადგება. ჩვენი მოგზაურობიდან 40 ლარი მოგვრჩა, ხალხთან შეთანხმებით ამ თანხასაც მაგ ანგარიშზე გადავრიცხავ. მერე როგორც მახომ გვითხრა, საიტის გაკეთებასაც აპირებენ და ეკლესიის სახელზე პირად ანგარიშსაც გახსნიან.
თემის გახსნას რაც შეეხება, მახო რამდენიმე დღე ვერ იქნება ინტერნეტთან. თუკი ვინმეს შეუძლია წესების დაცვით გახსნას, მოხარული ვიქნები, თუ არადა, მაშინ 1-2 დღე უნდა დამელოდოთ

.