Hereti
ძალიან კარგია მახო, ყოჩაღ, მახო, ყოჩაღ!
ახლა რა ხდება: რაღაც გარემოებები შეიცვალა. მაგრამ ჩვენს მოგზაურობაზე ეს უარყოფითად ვერ იმოქმედებს.
დვალამ პასპორტი ვერ იპოვა და შეიძლება მის გარეშე მოგვიწიოს წასვლა

. მაგრამ არ დავიკარგებით. მძღოლმა იცის სად და როგორ უნდა მიგვიყვანოს, ტურბაზაშიც გაფრთხილებულები არიან და გველოდებიან. ერთადერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა რომ საზღვარზე ძალიან ადრე 6 სთ-ზე უნდა ვიყოთ. საზღვარზე რომ გადავალთ იქით მახოც (ჰერეთი) შემოგვიერთდება და მახომ კიდევ იქაურობა ზეპირად იცის.
თანხასაც ჩვენ თავად მივცემთ მძღოლს, ტურბაზაშიც და რესტორანშიც. ვინც უკვე მომცა ფული, რა თქმა უნდა ორშაბათს უკან დაგიბრუნებთ და ნაწილ-ნაწილ ავკრებთ, როცა დაგვჭირდება.
მძღოლს უნდა მივცეთ 800 ლარი. ეს თანხა გაიყოფა ჩვენს რაოდენობაზე - 25 კაცზე (შეიძლება თავისუფალი ადგილები კიდევ გამოჩნდეს და ამის შესახებ კიდევ შეგატყობინთ).
ტურბაზაში ღამისთევის ფასი მოლაკარაკების შედეგად შეიცვალა და ახლა
8 ლარი უნდა მივცეთ კაცზე.
ამ გაანგარიშებით თუ 25ვე წავალთ, მგზავრობის და ღამისთევის თანხა 40 ლარს (32+8 ) შეადგენს. გარდა ამისა დაგვჭირდება რესტორანში გადაასახდელი თანხა, ანუ 70 ლარი ჯიბეში გქონდეთ და ამ თანხის მთლიანად ათვისება შეიძლება დაგჭირდეთ, შეიძლება - არა.
ორშაბათ საღამოს როგორც შეთანხმებული იყო, გავჩერდებით რესტორანში , მწვადის და (ან) ხინკლის მისართმევად, ასევე სურვილის შემთხვევაში გავჩერდებით რესტორანში სამშაბათ საღამოს. გარდა ამისა, კახში დრო რომ არ დავკარგოთ სასაუზმოდ რომელიმე საზოგადოებრივი კვების ობიექტში შესვლაზე (თუმცა ასეც შეიძლება, ლარებსაც იღებენ იქო),
დაგჭირდებათ მცირეოდენი საგზლის წამოღება, სამშაბათ დილით რომ ვისაუზმოთ. სამშაბათს შუადღეს კი , როგორც მითხრეს დვალამ და მახომ, ტრაპეზზე მიგვიწვევენ.
აი ეს იყო ის დეტალები რისი თქმაც მინდოდა.
არ დაგავიწყდეთ საზღვარგარეთის პასპორტი.
ვიკრიბებით
ორშაბათს 22 ნოემბერს, 18:30-ზე რესპუბლიკის მოედანზე, "რედისონთან" (ყოფილი "ივერია)
ახლა რაც შეეხება სიას:
3 კაცი ვერ მოდის დვალას სიიდან, ამიტომ სათადარიგოებიდან გადმოვსვამ ხალხს:
1-8 - დვალას პლიუსები
9. ჰერეთი (მახო აქედან ჩვენთან ერთად არ იმგზავრებს, მაგრამ მისი ადგილი მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან არავის ფეხზე დადგომა არ შეიძლება, მძღოლს აჯარიმებენ)
10. მირანდა
11. მთა მყვარებია
12. ნაია
13. კარვის მეგობარი გიორგი
14. იაკო
15. ნინუცა
16. გვალდა
17. konstantine
18.tamuna_gudarexi
19.kappa
20. ლილიკა
21.მელექსა
22.ნინი85
23-24-25 (გადასაკეც მაგრამ კომფორტულ სკამებზე):
მელექსა+ ?
გიორგის +
ვანსკი?
(ვანსკის და მელექსას პლიუსის პასუხს საღამოს გავიგებთ)
თუ კიდევ გამოთავისუფლდა ადგილი:
სათადარიგო სია:
1. მთა მყვარებიას + ?
2. გიორგის მეორე+