18 ნოემბერს ჩამოდის ჩემი მირანდინ-io და მინდა მალევე მოვაწყო ჯიპ-ტური, ოღონდ ყველა ჯიპის საჭესთან გოგო უნდა იჯდეს (!!!!!)

მე ესენი გამახსენდა: ნაია, ქეთო, ზიკა, სასკვა, მაიკო (ილიას მანქანით


მგზავრებსა და შტურმანებს რაც შეეხებათ ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს... უფრო მეტიც, სასურველია (ჩემს შემთხვევაში მაინც) გამოცდილი მძღოლი-შტურმანი მყავდეს გვერდით

რაც შეეხება ადგილს, სადაც ჯიპტური მოეწყობა.. ეს თემა ჯერ-ჯერობით ღიაა და ნებისმიერი თქვენგანის მოსაზრება მაინტერესებს...
გაითვალისწინეთ, რომ მე ვარ დამწყები მძღოლი.
თუმცა ასევე გაითვალისწინეთ, რომ ტურში უნდა იყოს ექსტრემის ელემენტები (მცირედი მაინც)... არ უნდა იყოს მარტივი გასვლა... ბოლო-ბოლო ჯიპტურია

სავარაუდო თარიღი - 11 ან 12 დეკემბერი
სავარაუდო ტურების ჩამონათვალი (ამ დრომდე რაც შემომთავაზეს):
1. გუდამაყარი (არ ვარ ნამყოფი)
2. დავით გარეჯა (ძალიან მიყვარს იქაურობა, თუმცა ვფიქრობ, რომ მარტივი იქნება)
3. გუდარეხი (არ ვარ ნამყოფი. ეს ვერსია მომწონს ძალიან)
ველი, თქვენს შემოთავაზებებს და იდეებს
