უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 21 ოქტ 2010, 21:17
ამის შემდეგ ბილიკი უკვე ჯერ ფერდის გასწვრივ მიდიოდა, ხოლო შემდეგ არც ისე მკვეთრი აღმართით ადიოდა უღელტეხილზე. მე წინ მივდიოდი და გული აჩქარებით მიცემდა: ცალკე ჩქარი სიარულის და ცალკე სანახაობის მოლოდინის გამო! ყველაზე ამაღელვებელი მაინც უღელტეხილამდე ბოლო ნაბიჯებია. ბოლო ასი მეტრის მანძილზე ყოველი ნაბიჯი ბოლო გგონია და წეროსავით იგრძელებ კისერს რაც შიეძლება მალე რომ გადახედო ''იქითა'' მხარეს! ბოლოს როგორც იქნა გადადგამ ბოლო ნაბიჯს და სუნთქვაშეკრული გადაიხედავ ''იქით''. და ვინ იცის შეიძლება აღტაცების შეძახილებიც აღმოგხდეს. შეიძლება უბრალოდ, წყნარად, ნელა მოავლო თვალი იქაურობას და მშვიდი ღიმილით დაკმაყოფილდე რაც იმის მაჩვენებელია, რომ იმ დროს უბრალოდ ბედნიერი ხარ და მეტი არაფერი. არსებითი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს იმას თუ რას დაინახავ: მთავარია რომ მაღლა ახვედი და ''იქით'' გადაიხედე. გულის სიღრმეში გრძნობ რომ შენ რაღაც ისეთი შეძელი და გააკეთე რაც ყველას ნამდვილად არ შეუძლია. თუ ამ ყველაფერს ბუნების სიყვარულს და ბუნების სიყვარულით აღქმის უნარს დაუმატებ, მაშინ მეტ-ნაკლებად გასაგები გახდება იქ ასული ადამიანის განცდები და ემოციები. მაგრამ მხოლოდ მეტ-ნაკლებად! თუ ვინმეს უნდა ბოლომდე გაიგოს იქაური შეგრძნებები, მაშინ თვითონაც უნდა შეძლოს!..
უღელტეხილი მართლაც რომ შესანიშნავი იყო: როდესაც თებულო დავინახე მაშინ კი აღმომხდა აღტაცების შეძახილი! როგორც ყოველთვის თოვლიანი და ამაყი იყო თებულო! მარცხენა მხარეს ასას ხეობას ახიელამდე მთელ სიგრძეზე მიჰყვებოდა ქედი ჭიმღის კლდე. ყველაფერი ჩემს წინ ხელისგულივით მოჩანდა: თითქოს ჩემს ფერხთით იყო მთელი სამყარო.
იმ დროს ფოტოაპარატი თან არ მქონდა, ამიტომ სყ=ურათებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. სანამ სხვები ამოვიდოდნენ დაბლა ჩასვლა და დედაცემისათვის მიხმარება ვამჯობინე. გახარებბული და აღტკინებული დავეშვი დაბლა რატა სხვებისათვის მეხარებინა არხოტისტავისღელის დალაშქვრა.
ეს ფოტოები ბილიკი ფერდს რომ მიჰყვებოდა, იქაა გადაღებული:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ისევ პეიზაჟები
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Last edited by
Bernar on 21 ოქტ 2010, 21:48, edited 1 time in total.
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 21 ოქტ 2010, 21:52
და აი ავედით ყველანი უღელტეხილზე:
მერაბმა და მისმა ''ბანდამ'' ეგრევე დურაკას თამაში გააჩაღა
Uploaded with
ImageShack.us
ეს არხოტის მხარეა: მდინარე ასას სათავეები
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი თებულო (4492 მ) აღმოსავლეთ საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი მწვერვალი
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 21 ოქტ 2010, 22:04
ახლა უკვე პანორამების ჯერია
ჯუთის მხარეს ალბათ იცნობთ უკვე
Uploaded with
ImageShack.us
ეს არხოტის მხარეა: ასას სათავეები
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი მისი აღმატებულება ქედი
ჭიმღის კლდე:
Uploaded with
ImageShack.us
ეს სურათები კი უღელტეხილზეა გადაღებული, სანამ დაბლა არხოტში დავეშვებოდით
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
სალი კლდე (ძალიან მიყვარს ეს სიტყვები

)
Uploaded with
ImageShack.us
უშუალოდ უღელტეხილი
Uploaded with
ImageShack.us
ასე იწყება არხოტი
Uploaded with
ImageShack.us
რუსეთ-საქართველოს საზღვის მწვერვალები მახისმაღალი (3990 მ) და არწივისმაღალი (3863 მ)
Uploaded with
ImageShack.us
ისევ უღელტეხილი
Uploaded with
ImageShack.us
ჭიმღის კლდე
Uploaded with
ImageShack.us
და ბოლოჯერ გადავხედოთ ჯუთის მხარესაც
Uploaded with
ImageShack.us
-
Bull
- ბილიკზე მოარული
- Posts: 22
- Joined: 04 მაი 2009, 22:57
Post
by Bull » 29 ოქტ 2010, 12:20
საიტერესო რეპორტაჟია, იმედია გაგრძელება იქნება.................
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 04 ნოე 2010, 19:45
სანამ თხრობას გავაგძელებ ერთ პანორამასაც შემოგთავაზებთ: შეიძლება მოგეწონოთ კიდეც
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 04 ნოე 2010, 19:49
მაშ ასე, გავაგრძელოთ დაწყებული საქმე:
მიუხედავად გვალვებისა, მყინვარები მაინც საკმაოდ იყო შემორჩენილი. აი ეს ერთერთი მათგანია. ასას სათავეების ერთერთი მასაზრდოებელი

ბილიკი ამ მყინვარზე გადადიოდა და ჩვენც ფრთხილად ჩავიარეთ ფხი რომ არ დაგვცდენოდა
Uploaded with
ImageShack.us
მერაბი და ქრისტინე მოუახლოვდნენ მყინვარზე გადმოსასვლელს
Uploaded with
ImageShack.us
ეს ხედი ასას ხეობაზე
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 04 ნოე 2010, 19:56
მერაბმა აქაც მონახა სამაიმუნო: იქვე ბრტყელი ქვა იპოვნა და ''სნოუბორდი'' გააჩაღა არხოტის მყინვარზე
Uploaded with
ImageShack.us
ეს მეიშვილია, ფრთხილობს როგორც ჩანს
Uploaded with
ImageShack.us
ბილიკმა დროებით მდინარის პირას ჩაგვიყვანა:
Uploaded with
ImageShack.us
ბილიკი მართლა ძალიან კარგად ემჩნეოდა მიწას:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 04 ნოე 2010, 20:15
მყინვარზე გადასვლის შემდეგ განვაგრძეთ გზა. გზაში ძალიან სასიამოვნო ხედები იშლებოდა:
Uploaded with
ImageShack.us
ასე მოჩანდა უღელტეხილი ქვემოდან
Uploaded with
ImageShack.us
ავთო ბიძია
Uploaded with
ImageShack.us
ერთერთი მყინვარი ასას სათავეებში
Uploaded with
ImageShack.us
ესეც კაი ხელა აღმოჩნდა
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 04 ნოე 2010, 20:22
სიმაღლეში საკმაოდ მალე ჩამოვიწიეთ. უღელტეხილიდან წამოსვლის შემდეგ ასე საათში-საათნახევარში ჩამოვედით კარგ საბანაკე ადგილთან. ძალიან კარგი ადგილი იყო: იქვე მდინარე ჩამოდიოდა; ადგილიც ბალახიანი და სწორი იყო თან თავზე კიდე ჭიმღის კლდე დაგვყურებდა. თუმცა იმის გამო რომ საკმაოდ მაღლა (2900 მ) ვიყავით გადავწყვიტეთ კიდევ დაბლა ჩავსულიყავით. მანამდე კი მინდორზე წამოვწექით და ცოტა შევისვენეთ. თან უკან ჩამორჩენილებსაც ველოდებოდით.
თუ კარგად დააკვირდებით სურათის შუაგულში ზემოთხსენებულ მინდორსაც დაინახავთ
ავთო ბიძია და გვირილები
Uploaded with
ImageShack.us
მეიშვილი უკვე ისვენებს
Uploaded with
ImageShack.us
ეს ''კარტოჟნიკები''
Uploaded with
ImageShack.us
ყარამანი როგორ განცხრომაშია ხომ ეტყობა

:D:D
Uploaded with
ImageShack.us
ესეც მე, დედაჩემი და მამაჩემი
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 16 ნოე 2010, 21:12
კიდევ რამოდენიმე სურათი იმ შესვენებიდან:
ფსიქოლოგების საუბარი საინტერესო უნდა იყოს
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ესეც მე, დედაჩემი და მამაჩემი
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 18 ნოე 2010, 21:33
ის ის იყო დაძვრას ვაპირებდით, რომ ქვემოდან მომავალი მგზავრები მოგვიახლოვდნენ. როდესაც ჩვენს გვერდით ჩაიარეს, ეგრევე ვიცანით სამი წლის წინ ჩვენი მასპინძლები ახიელში! მგზავრები ომარ ნაროზაული, მისი მეუღლე და კიდევ (თუ სწორად მახსოვს) ბატონი ომარის დისშვილი იყვნენ. ისინი ახიელიდან ჯუთაში მიემართებოდნენ: ალბათ არდადეგები დაუმთავრდათ და ახლა იძულებულნი იყვნენ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ. არადა ეტყობოდათ, რომ ამის გამო ძალიან სწყდებოდათ გული.
ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ბატონმა ომარმა ცოტა ქვემოთ გვირჩია დაბანაკება და თან გვითხრა, რომ ახიელში მის ოჯახში აუცილებლად მივსულიყავით: იქ მისი ძმები და და ჯერ კიდევ იყვნენ. ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ ომარ ნაროზაულს და გულმხურვალედ დავემშვიდობეთ. ამის შემდეგ გზა განვაგრძეთ. ჯერ ბილიკი სწორად მიდიოდა, მაგრამ მალევე მკვეთრად დაეშვა დაბლა მდინარის ხეობისაკენ. გზაში რამოდენიმე ჩანჩქერიც შეგვხვდა. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო მათი გრუხუნი და ჩქეფვის ხმა.
Uploaded with
ImageShack.us
ეს უფრო ახლოდან
Uploaded with
ImageShack.us