მართლა ულამაზესი გასვლა იყო. ამინდიც ფანტასტიური დაგვემთხვა. მართალია მწვანე ტბა ვერ ვნახეთ, იმის მიუხედავად რომ ტბის პირას ვიდექით, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვნანობ, რომ მარშრუტის შეცვლის იდეაზე კინაღამ თავი მოვიკალი

, და უმრავლესობა დამეთანხმება, რომ გოდერძის უღელტეხილზე იმ იდუმალებით სავსე ნისლიანი პეიზაჟების ხილვამ განსაკუთრებული ხიბლი შესძინა ჩვენს მოგზაურობას. თავი ყველას მოჯადოებულ ტყეში გვეგონა. ბაბა-იაგას სახლებს რომ ჩავუვლიდით ხოლმე, გვეგონა ან ახლა გაიღება ჭრიალით კარი ან ახლა-თქო და იქიდან ცხვირდაგრეხილი და თმებგაფშეკილი ბებო გადმოგვხედავსთქო
ულამაზესი , ოქროსფერი შემოდგომა დაგვხვდა სამცხეში. ესეც მინიბუსიდან გადაღებული ფოტოები. ფანჯრის ყოველ გაღებას უკანა რიგებიდან უკმაყოფილო შეძახილები კი მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ხომ ყველაფერი მსხვერპლს მოითხოვს

. აქ გიხდით ბოდიშს, რომ გაგყინეთ, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ შემდეგში იგივეს არ გავიმეორებ
ოქროს ციხე გამოჩნდა:
