როგორც გოგა წერდა ძველ თემაში, ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 5,5 კმ-ია.
მოკლედ, გეგმა ასეთია:
შაბათს დილის 9.30-ზე შევიკრიბებით მშობლიურ სამთო ქიმიასთან. მინიბუსი აგვიყვანს და დაგვტოვებს შიომღვიმეში. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდეგ ფეხით გადავალთ სხალტბაში, ვინახულებთ სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესიას და სხალტბის დიიიდ მინდორზე სადმე დავბანაკდებით.
მეორე დღეს ჩამოვალთ წეროვანში, ვინახულებთ წეროვანის ეკლესიას და დაბარებული მინიბუსით წამოვალთ თბილისში (სურვილისამებრ მცხეთაში ხინკალზე გავლით).
პროგნოზი თბილ და მზიან ამინდს გვპირდება.
თან უნდა ვიქონიოთ: კარავი, საძილე და საძილის მეგობარი; საგზალი (+ცეცხლზე შესაწვავად ალბათ სარდელებს ერთადაც ვიყიდით) და სურვილისამებრ ალკოჰოლი; არაერთჯერადი ჭურჭელი; საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის; თბილი სამოსი და მოხერხებული ფეხსაცმელი, მფრინავი თეფშები და მსგავსი რაღაცეები

მინიბუსი 20-22 ადგილიანია და ითხოვს 120 ლარს, რომელიც თანაბრად გაიყოფა მოლაშქრეებზე.
პ.ს. მგონი არაფერი გამომრჩენია. მიიღება რჩევები.
პ.პ.ს. ქეთო, გილოცავ პირველ თემას სამომავლოებში
