ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 23 ოქტ 2010, 16:54
Remembered Joy
Don't grieve for me, for now I'm free!
I follow the plan God laid for me.
I saw His face, I heard His call,
I took His hand and left it all...
I could not stay another day,
To love, to laugh, to work, to play;
And if my parties left a void,
Then fill it with remembered joy.
A friendship shared, a laugh, a kiss...
Ah, yes, these things, I, too, shall miss.
My life's been full, I've savoured much:
Good times, good friends, a loved-one's touch.
Perhaps my time seemed all to brief--
Don't shorten yours with undue grief.
Be not burdened with tears of sorrow,
Enjoy the sunshine of the morrow.
ეს ირლანდიური დალოცვა-დარიგება დღეს ამოვიკითხე წუხანდელი საღამოდან წამოღებული ფურცლებიდან...
ეს სიმღერა კი განწყობის შესაფერისად
http://www.youtube.com/watch?v=QbAZiVRG6h0
ალბათ მიხვდებით ვის ეძღვნებოდა წუხანდელი საღამო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ჩემს მიერ ორგანიზებული...
რა თქმა უნდა ირლანდიური წვეულება დიკლო9-ს სახელთანაა დაკავშირებული
ამერიკული ბარი "H&H" მისი აღმოჩენაა, მისი საყვარელი ადგილი იყო და ხშირად ვსტუმრობდით ხოლმე, ახლა კი მე დავდივარ ხშირად... განსაკუთრებულად მიყვარს და განსაკუთრებულ სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ...
დაახლოებით ერთი თვის წინ გამიჩნდა სურვილი ისევ დათოს იდეებიდან რომელიმე განმეხორციელებინა და რაღაცნაირად ავაწყე მოვლენები: First Irish dance and first kiss in Bar Dublin, ირლანდიიდან ჩამოტანილი დათოს საყვარელი ფერადი ქუდი, რომელიც ლილიმ მე მაჩუქა და კიდევ რამდენიმე დეტალი...
სწორედ იმ პერიოდში, როცა ეს დეტალები თავში მიტრიალებდა სრულიად შემთხვევით შეიძლება ითქვას, თუმცაღა შემთხვევით არაფერი არ ხდება
შევესწარი ფილმ "ნაკიანი წელიწადის" ირლანდიური ქორწილის სცენას და მაშინ უკვე საბოლოოდ გადავწყვიტე წვეულების მოწყობა
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 23 ოქტ 2010, 17:21
თავდაპირველად წვეულების მოწყობას ღია ცის ქვეშ ვგეგმავდი, მაგრამ თბილისში ისე აგვიცივდა, რომ ცოტა არ იყო დავფიქრდი. ერთ საღამოს "H&H"-ში ყოფნისას თავში გამიელვა იდეამ: იქნებ აქ მოვაყწო? რატომაც არა
ბარის მენეჯერს დაველაპარაკე და დამთანხმდა სიხარულით თუმცაღა მირჩია წვეულება ისეთ დღეს დამეგეგმა როცა ბენდი ისედაც დაუკრავდა მათთან, მე 19 რიცხვი მინდოდა, მე და დათომ ხომ ერთამანეთი 19-ში გავიცანით, მაგრამ სამშაბათი უწევდა და უახლოეს პარასკევს 22-ზე შევთანხმდით, იმ საღამოს სახლში მისულმა კარავის დაბადების დღეების კალენდარში შევიხედე, წინა ესპანური წვეულება ისე გავაკეთეთ რომ სრულიად შემთხვევით გავიგე დათოს საუკეთესო მეგობრის ლევანის დაბადების დღე რომ დაემთხვა, ლილიკამ მითხრა რომ არ იხდიდა თურმე... ძალიან ვთხოვეთ და მთელი საღამო ჩვენთან გაატარა, ყველანი კმაყოფილები ვიყავით, იუბილარის ჩათვლით
ამჯერად კალენდარში რომ ვერ ვნახე დაბადების დღეზე დამთხვევა ცოტა გამიკვირდა, თუმცაღა გული რაღაცას მაინც მიგრძნობდა
დადგა ნომერ პირველი საკითხი: ბენდი რომელიც ირლანდიურს დაუკრავდა, აქ პერსონალმა მხრები აიჩეჩა, რამდენჯერ უნდოდათ ირლანდიური წვეულების მოწყობდა და ბენდი ვერ ნახეს რომელიც დაუკრავდა, არ გამოვა არაფერი, აზრი არ აქვს და ა.შ. მარა მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ძიება დავიწყე, ჯერ ნაცნობებში
კარველი ზუკას, რომელსაც გოგას პლიუსად ვიცნობდი მივწერე სკაიპში და ჰოი საოცრებავ ჯერ ერთი გაირკვა რომ მისი ბენდი უკრავდა ბარში იმ საღამოს და მეორეც, ირლანდიურებზეც მოვახერხებთ არ იქნება პრობლემაო
შაბათს საღამოს პურის ფესტივალიდან პირდაპირ ბარში მივედი მათ მოსასმენად და ახლა მეორე საოცრების წინაშე აღმოვჩნდი: კარველი სკუბიდუ იგივე ამირანი, თურმე იმავე ბენდში ბას გიტარისტი არ არის?
გამოვშტერდი, განა შეიძლეაბ ამდენი დამთხვევა?
მეაც გავთუშდ მეაც!
-
ნინი_85
- იეტი
- Posts: 2289
- Joined: 29 აგვ 2007, 12:16
-
Contact:
Post
by ნინი_85 » 23 ოქტ 2010, 18:09
ბენდის საკითხის გარკვევის შემდეგ უკვე საფუძვლიანად დავიწყე საორგანიზაციო საკითხების გადანაწილებაზე ზრუნვა, ამისათვის მონადირეს და მარმენიოს ვთხოვე დახმარება. ირაკლიმ ირლანდიური სიმღერები გამომიგზავნა რომლებიც ზუკას და ამირანს გადავუგზავნე რათა მომზადებულიყვნენ, ამირანმა ვიოლინოზე დამკვრელი მოძებნა, ვაჟა მამათელაშვილი, რომელიც ქევხოს მეგობარი აღმოჩნდა და უკვე პირწიგნაკიდან იცოდა წვეულების შესახებ
ეკას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვუბურღავდი ტვინს ჩემი იდეებით და ისიც მორჩილად მისმენდა და მათ განხორციელებაში მეხმარებოდა, ძირითადად დეკორაციებზე ვმსჯელობდით, ძალიან მინდოდა სამარხვო ნამცხვის მომზადება, რომელსაც ირლანდიის დროშა ეხატებოდა, თუმცა საბოლოოდ რაც მოვახერხეთ კი ნახეთ თქვენ
ინტერნეტ სივრცე რომ გადავაქოთე იდეების ძებნით ეგ კიდევ ცალკე საკითხია, ბოლო დღეს განსაკუთრებულად ბევრი მომივიდა
სოფო სმაილის დადებულმა ირლანდიურმა დალოცვამ გამოიწვია ის რომ მოვძებნე ინტერნეტ გვერდი და ეკას ამობავეჭდინე დალოცვების მთელი დასტა, რომლებიც შემდეგ უკვე ბარში თაბახის ფურცლებზე გადავიტანეთ ფერადი ფლომასტერებით, მიმტანიც მეხმარებოდა, შემდეგ ეს დალოცვები ლენტებით შევკარით და კალათაში ჩავაწყეთ 
ხოდა საიდან გაჩნდა კალათა: კალათა დათოს საჩუქარია, ახალ წელს ტკბილეულით სავსე და თავისი ხელით ლამაზად გაფორმებული გადმომცა, მთელი ერთი თვე მოვუნდი მერე იმ ტკბილეულის ჭამას, მიხვდით ალბათ, ვიზოგავდი
ლენტებს რაც შეეხება ესპანური წვეულებიდან იყო შემორჩენილი
მეაც გავთუშდ მეაც!
-
Lola
- ლოლაძე
- Posts: 538
- Joined: 28 ივლ 2005, 14:38
- Location: Howl's Moving Castle
Post
by Lola » 23 ოქტ 2010, 23:51
მადლობა რომ არსებობ ნინო!
და ყველას მადლობა!....
.
დედამიწა მიყვარს მეე...
..
.
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 23 ოქტ 2010, 23:56
ნინი_85
ვერ გადმოვცემ საკმარისად, როგორი აღფრთოვანებული ვარ შენი პიროვნებით!
ძალიან დიდი მადლობა გუშინდელი ლამაზი საღამოსთვის და არა მარტო ამისთვის !
-
legenda
- იეტი
- Posts: 2401
- Joined: 05 დეკ 2007, 14:00
- Location: Tbilisi
Post
by legenda » 24 ოქტ 2010, 00:06
ნინი_85
საოცარი ადამიანი ხარ, დიდბუნოვანი.
მეამაყები!
გმადლობ რომ ასეთი ხარ.

-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 24 ოქტ 2010, 00:36
მე უბრალოდ ვიტყვი რომ ...ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულს...
გუშინდელის მერე სასიამოვნოდ მეღიმება ხოლმე ...
მგონი ძილშიც ვიღიმებოდი

...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინის, მარმენიოს, ბენდს, ბარს და თქვენ ყველას
...
:* ...
...Finding Inspiration...
-
keto
- იეტი
- Posts: 1881
- Joined: 04 მაი 2006, 23:01
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by keto » 24 ოქტ 2010, 00:58
Shanshika wrote:მე უბრალოდ ვიტყვი რომ ...ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულს...
გუშინდელის მერე სასიამოვნოდ მეღიმება ხოლმე ...
მგონი ძილშიც ვიღიმებოდი

...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ნინის, მარმენიოს, ბენდს, ბარს და თქვენ ყველას
...
:* ...
+მილიონი
ფოტოები მალე იქნება???

Keep Smiling...
-
meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
-
Contact:
Post
by meore monadire » 24 ოქტ 2010, 16:22
რა მაგარი რამე გამოვიდა

დიდი მადლობა ნინი ორგანიზებისათვის

2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

-
del
- მაწანწალა
- Posts: 316
- Joined: 24 დეკ 2008, 22:46
- Location: Tbilisi
-
Contact:
Post
by del » 24 ოქტ 2010, 21:00
დიდი მადლობა ნინის!!!
მოხარული ვიქნები თუ ხშირად შევქმნით ასეთ მრავალფეროვან საღამოებს!

Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge
-
Katy
- მაწანწალა
- Posts: 629
- Joined: 16 მარ 2006, 15:01
Post
by Katy » 25 ოქტ 2010, 12:50
ფოტოები დადეთ რა!

ბოლო მომენტამდე მოვდიოდი...

ნინი, უზომოდ მიყვარხარ, საოცარი ადამიანი ხარ!
ალბათ, one in a million!

-
Shanshika
- იეტი
- Posts: 1166
- Joined: 05 ნოე 2008, 23:39
- Location: The Moon
Post
by Shanshika » 25 ოქტ 2010, 14:44
...Finding Inspiration...
-
iisferiTovli
- ასფალტზე მოარული
- Posts: 13
- Joined: 16 ოქტ 2010, 17:19
- Location: tbilisi
Post
by iisferiTovli » 25 ოქტ 2010, 15:42
ნინ მიყვარხარ!

:*
კარგი საღამო იყო ნამდვილად..