ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by ARCHILI » 23 ოქტ 2010, 00:03

ვისაც რა სახით სურს ტრაპეზი, მისი საქმეა...

ამგვარი გასვლის სია ღია სახით დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავისი საქმე არაა, ვინ სად იტრაპეზებს. თუ მისი სურვილია, თავისთვის იტრაპეზებს თუ სხვებს შეუერთდება.

თუ ორგანიზატორს სურს თავის ნებაზე ააგოს გასვლა, მაშინ ღია სიას არ უნდა მიმართოს, თუ მიმართავს,მაშინ უნდა იცოდეს, რომ ასეთ გასვლებში სხვადასხვანაირი ადამიანები მიდიან და რაკიღა დროს ხარჯავენ, ე.ი. სურთ თავიანთ გემოზე გაერთონ.

არსებობს საერთო წესებიც და არსებობს ინდივიდუალური წესებიც.

მარტივი ლოგიკაა რა...

:)
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ოქტ 2010, 00:05

გადასარევია - კარვების პრობლემა არ არის.
წავედი დასაძინებლად.
მაღვიძარა 04:59ზე დავაყენე.
მალე ფეხზე უნდა ავდგე.
აბა, არ დააგვიანოთ, მეგობრებოოოოოოოო.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ოქტ 2010, 00:26

ARCHILI wrote:ვისაც რა სახით სურს ტრაპეზი, მისი საქმეა...

ამგვარი გასვლის სია ღია სახით დგება, რაც იმას ნიშნავს, რომ არავისი საქმე არაა, ვინ სად იტრაპეზებს. თუ მისი სურვილია, თავისთვის იტრაპეზებს თუ სხვებს შეუერთდება.

თუ ორგანიზატორს სურს თავის ნებაზე ააგოს გასვლა, მაშინ ღია სიას არ უნდა მიმართოს, თუ მიმართავს,მაშინ უნდა იცოდეს, რომ ასეთ გასვლებში სხვადასხვანაირი ადამიანები მიდიან და რაკიღა დროს ხარჯავენ, ე.ი. სურთ თავიანთ გემოზე გაერთონ.

არსებობს საერთო წესებიც და არსებობს ინდივიდუალური წესებიც.

მარტივი ლოგიკაა რა...

:)
ვერაფერი გავიგემ, რისი თქმა გინდა, გარდა იმისა, რომ 1ხელ ბატეთის ლაშქრობაში ცუდად მოიქეცი ამ მხრივ.
წხვედი და სუფრა ცალკე გაშალე მაშინ, როდესაც ნაწილი მანქანის ამოთრევას ცდილობდა.
ეს ის საკითხია, რომლის გამოც მაშინდელი საქციელის გამო, შენთან კამათს აზრი არ აქვს.
შენს დაგეგმილ გასვლაში გააკეთე ისე, როგორც სწორად მიგაჩნია.
ჩემს დაგეგმილ გასვლაში ყველა 1ად ვმოქმედებთ.
არ მომწონს, 1 ალთას იყოს, მე2 ბალთას.
რას ნიშნავს, დროს ხარჯავენ?
ეს რა გამართლებაა საიმისოდ, რომ ჯგუფი დაიქსაქსოს?
კგ, რა, ამ საკითხში შენიშვნას ყველასგან მივიღებ, აი, შენგან კიდევ არა.
თუ რატომ, მიზეზი გითხარი.

დაკიდევ, თუ ღმერთი გწამს, დაანება სიტყვა :ტრაპეზის: ასე უადგილოდ გამოყენებას.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by ARCHILI » 23 ოქტ 2010, 00:35

GAMARJOBA SAKARTVELO

ძალიან საყვარელი ხარ...

:lol:

ნუ ბრაზობ, თორემ ნაოჭები გაგიჩნდება...

:lol:

ლოგიკა მაინც მარტივია, ღია სიით ადგილს არჩევენ ხოლმე და არა ორგანიზატორს. ეს ისე, რომ იცოდე...

;)

ერთად ტრაპეზი ვალდებულება კი არ არის, უნდა უნდოდეს ადამიანს, ამისათვის კი პატ. ორგანიზატორს როცა წესები შემოაქვს, უნდა შექმნას კიდეც სიტუაცია, რომ მასთან ტრაპეზი ყველას სურდეს.

როცა არ სურთ შენთან ტრაპეზი, მაშინ გაისუსე და იმასთან ერთად იყავი, ვისაც სურს ეს..

კარავული გასვლა კი საერთო ბაზაა ამ ფორუმიდან და ნებისმიერს შეუძლია ღია სიით სარგებლობა, ასევე თავის ნებაზე მოქცევა თუ ამით არ აზარალებს სხვებს...

:)
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by guruli » 23 ოქტ 2010, 00:56

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ოქტ 2010, 01:00

ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO

ძალიან საყვარელი ხარ...

:lol:

ნუ ბრაზობ, თორემ ნაოჭები გაგიჩნდება...

:lol:

ლოგიკა მაინც მარტივია, ღია სიით ადგილს არჩევენ ხოლმე და არა ორგანიზატორს. ეს ისე, რომ იცოდე...

;)

ერთად ტრაპეზი ვალდებულება კი არ არის, უნდა უნდოდეს ადამიანს, ამისათვის კი პატ. ორგანიზატორს როცა წესები შემოაქვს, უნდა შექმნას კიდეც სიტუაცია, რომ მასთან ტრაპეზი ყველას სურდეს.

როცა არ სურთ შენთან ტრაპეზი, მაშინ გაისუსე და იმასთან ერთად იყავი, ვისაც სურს ეს..

კარავული გასვლა კი საერთო ბაზაა ამ ფორუმიდან და ნებისმიერს შეუძლია ღია სიით სარგებლობა, ასევე თავის ნებაზე მოქცევა თუ ამით არ აზარალებს სხვებს...

:)
თუ გასვლის 2განიზატორთან 1ად სადილობა-წახემსება არ მოგწონს,
ან რატომ დადიხარ მის გასვლებში,
ანდაც, თუ მაინც დადიხარ, სხვებმა რაღა დააშავეს, მათ მაინც დაუცადე,
გაუყავი შენი წილი პური, იწილადე სხვისიც.
ეს ჰომ ელემენტარულია, რომ 1 გარემოში მყოფებმა 1მანეთს უნდა სცენ პატივი.
ოჯახში, განა, სხვანაირად არის?
ასე არ არის, რომ შინ მყოფი წევრები სუფრას 1ად შემოუსხდებინა, ხოლმე.
ახლა ნუ მეტყვი, კარავული გასვლა და ოჯახური შეკრება რა შუაშიაო...

ნუ დაივიწყებ ჩვენზე უფრო გამ20დილი ხალხის ნათქვამსაც - მარტო კაცი ჭამაშიც ცოდოა.

ვიბოდიშებ თემიდან გადახვევის გამო...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ოქტ 2010, 03:43

წამომსვლელთა სიას Toma, სიყოჩაღის გამო თომად წოდებული დაემატა. ამჟამად, ესენი ვართ:

1. გამარჯობა საქართველო
2. ლეო (სასტუმრო)
3. დათო (კარვით)
4.თამარი-ხევი(სასტუმრო)
5. მთა მყვარებია (სასტუმრო)
6. კარველების ინკოგნიტო პლიუსი (კარავში დარჩენით და 4-კაციანი ან 3-კაციანი კარვით)
7.ინა (კარვით)
8. ამიგო (სასტუმრო)
9. ნაია
10. კარვის მეგობარი გიორგი (სასტუმრო)
11. ანანო (სასტუმრო)
12. იანო(კარავში)
13. NINUCA (სასტუმრო)
14. იაკო
15. კაკატული (სასტუმრო)
16. კაკატულის სოფო (სასტუმრო)
17. ტომა-თომა (სასტუმროში)
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 23 ოქტ 2010, 05:24

დილა მშვიდობისა ხალხ.
აბა, ავდგეთ, მოვემზადოთ, არ დავაგვიანოთ

guruli wrote:ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.
მადლობა გურულო
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by Tamari-ch. » 23 ოქტ 2010, 11:38

ერთ შემითხვევას გავიხსენებდი ტრაპეზთან დაკავშირებით –
ერთხელ ჯგუფი წავედით – მგონი ლარგვისში ვიყავით –

ორი ახალგაზრდა გამოეყო ყველას – მიუჯდნენ ერთმანეთს და არყით და ძეხვით იხალისეს–
დანარჩენები იქვე ვიჯექით –
გაგვეცინა – არც არავინ გაბრაზებულა, არც ვუსაყვედურეთ –
თავისთვის იყვნენ – მათ ასე უნდოდათ...
მერე ჩვენც გავშალეთ სუფრა და ჩვენც ვიხალისეთ –
ანუ ასეც ხდება და ისეც –
ვის როგორც უნდა ისე მოიქცეს–
მთავარია კმაყოფილი დარჩეს იმ დღით და ისიამოვნოს თავად ...
;)
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
chuna
იეტი
Posts: 1877
Joined: 14 თებ 2006, 00:46
Location: tbilisi
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by chuna » 24 ოქტ 2010, 09:03

Tamari-ch.

ვერაფრით დაგეთანხმები!
ლაშქრობა ერთსულოვნებასა და გუნდურობეზე უნდა იყოს აგებული თუ დაფუძვნებული!
შეიძლება სხვაზე მეტად მიმდის გული, ისე მშია, მაგრამ არაა წესი ან გზადაგზა წაიხემსო ან ცალკე დაჯდე და ისე მიირთვა....

ძველ კარავს სწორედ ეს გამოარჩევდა, რომ იქ ამ ნორმებზე საუბარიც კი არ გვიწევდა! ეს მართლაც "დაუწერელი კანონია"! როგორ, თუ არ დამიჯდები გვერდით და გამომეყოფი, აუცილებლად შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს და
ალბათ მართლა ავარიდებ თავს იმ ადამიანთან ერთად სადმე წასვლას!
თუმცა, ეს მხოლოდ ჭამას კი არა, უკვე ჯგუფებად დაქსაქსულ მსვლელობასაც ეხება!
ვისაც ფირუზასთან ერთად გილაშქრიათ, მინდა თქვენც გამოთქვათ აქ თქვენი აზრი!

მიმაჩნია, რომ რადგან ეს საკითხები ხშირად იჩენს თავს და პოლემიკის (უარეს შემთხვევაში კი-შეხლა-შემოხლის) მიზეზიც სდება, ე.ი არის ხომ საჭირო ამ ნორმებზე ლაპარაკი!


ჩვენ რაც "დაუწერელ კანონად" მიგვაჩნია, არის ხალხი, რომლებსაც უნდა განუმარტოთ!


"არჩილ აბალდუი" კი მე გამოცდილი მყავს ლაშქრობებში და ასეთი რამეები ნამდვილად არ შემიმჩნევია! ძალიან თბილი, ყურადღებიანი და ხალისიანი იყო-იგივე კახისზე! ყველას გვყოფნიდა მაგის ამაგი და ყურადღება! იქიდქნ შემიყვარდა!

მაგის ორგანიზებულ ლაშქრობებში კი ვერ მივიღე მონაწილეობა, ისე მომისწრო საპენსიო ასაკმა
:lol: :D აუცილებლად ვეცდები ეხლა მაინც ავისრულო ოცნება და სადმე დავემგზავრო!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by ARCHILI » 24 ოქტ 2010, 14:07

chuna, შემოგევლე... ძველი კარავი ერთი სამეგობრო იყო, ნაკლები ხალხი, ნაკლები ახირებული ადამიანები, არ არსებობდა ქვენა დამოკიდებულებები და პოპულიზმი, ძალიან უბრალო და სადა, და ამავდროულად განსაკუთრებული და შესანიშნავი...

იმის მერე ბევრი რამე შეიცვალა, კარავმა ფუნქცია შეიცვალა, ზოგჯერ ძველ კარავსაც წააგავს ხოლმე, მაგრამ ეს აღარ არის კარავის ცხოვრების წესი..

ახლა კარავი, ბაზაა ერთგვარი, რომლის გამოყენებაც გარკვეული ინტერესით შეიძლება...

ნებისმიერი დროს ხარჯავს იმაზე, რომ თავისი თავისუფალი დრო შეავსოს ისეთი განწყობით, რაც დანარჩენ დროს დაეხმარება ყოფით ცხოვრებაში. ამიტომ, ვინც გინდა გეგმავდეს გასვლას, ეს ერთგვარი ბაზაა საიმისოდ, რომ ადამიანმა თავის დრო დაგეგმოს და თავისი სიამოვნება მიიღოს. ამ ახირებულ "ორატორებს" კი ურჩევნიათ ერთი ადგილი დააყენონ და შეეგუონ იმას, რომ ყველას არ ენდომებათ მასთან ერთად ჭიქის აწევა და პურის გატეხვა... ან დაიმსახუროს...

ძალიან მარტივი ლოგიკაა, სადაოც კი არაფერია.

:)
Image

marishka
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 21 აპრ 2008, 19:44
Location: tbilisi
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by marishka » 24 ოქტ 2010, 20:38

როდის ვნახავ სურათებს? ჩემ ბოლაჯურში იყავიით?:) აბა, როგორი გზები დაგახვედრეთ თქვით;)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by Tamari-ch. » 24 ოქტ 2010, 20:42

chuna
იმ დღეს ნამდვილად არ დამიწყია იმ ბიჭებისთვის რაიმეს ახსნა
და არც ვაპირებ მომავალში
როგორც უნდა ისე მოიქცეს -
პატარა ბავშვი არაა, ჭკუა რომ ვარიგო
:lol:
ხომ დარჩა კმაყოფილი იმ დღით - ხომ ისიამოვნა?
ოკ....
თუ უნდა, მომავალშიც წამოვიდეს ჩემთან ერთად - თუ არ უნდა ნუ წამოვა,,
:D

ერთმანეთის დაქსაქსულობას სიარულში რაც შეეხება - ეს ფუნქცია ორგანიზატორმა უნდა იტვირთოს -
კი ბატონო, ამას არ დავუშვებ!
იყო ასეთი მომენტიც ერთ ერთ გასვლაში -
ერთი ჯგუფი ერთ მხარეს გაიქცა, მეორე მეორე მხარეს-
დავიწყე კივილი, სანამ არ შევკრიბე ყველა -
იმიტომ რომ ეს სახიფათოა...

შეიძლება სხვაზე მეტად მიმდის გული, ისე მშია, მაგრამ არაა წესი ან გზადაგზა წაიხემსო ან ცალკე დაჯდე და ისე მიირთვა....
კი ბატონო ასეა. მაგრამ ყველამ გააკეთოს თავისი არჩევანი -
მე ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს - თუ გშიათ ჭამეთ, ნუ გერიდებათ...
ბევრჯერ მომიწყვია გასვლა როგორ ორგანიზატორს და პრინციპში არასოდეს მქონია ასეთი პრობლემები რაც აქ დაიწერა.
:)
ყველა თავისუფალია და ისე გაატაროს დრო, როგორც მას ესიამოვნება.

მაგის ორგანიზებულ ლაშქრობებში კი ვერ მივიღე მონაწილეობა, ისე მომისწრო საპენსიო ასაკმა

რაიო რაიო?
რაღაც კლავიატურამ დაწერა არასწორედ....
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by perwkli » 24 ოქტ 2010, 23:42

ჭამაზე გამახდენდა, მანქანის ახდილ წინაცხვირზე გაშლილ სუფრაზე ვის გიჭამიათ და მერე იმ წინცხვირის დაუფარებლად ვის გივლიათ ჰა? :lol:


(წინაცხვირი კაპოტია, არ ვიცოდი რა ერქვა და)

ხოდა

ლაშქრობაში თუ მომშივა, სად ველოდო 23 კაცს, ამოვიღებ რამეს და უცებ შევჭამ, მაინც ჩიტის დოზა მყოფნის :wink:
ახლოში მყოფებს შევთავაზებ ჯუსტ
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ვარძია-ვანის-ქვაბები-თმოგვი-ოქროს ციხე, სხვაც, 23-24.10.2010

Post by anano » 25 ოქტ 2010, 01:14

ჩამოვედიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიით!

ვაიიიიიიიიიიიიიიიი მეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, ვაიიიიმე, ისეთი მაგარი გასვლა იყოოო!!! :lol:


არაჩვეულებრივი, ძალიან გამორჩეული, ლამაზი, ორიგინალური, სიხარულით, სიყვარულითა და ღიმილით სავსე ორი დღე...

ველი თემის გახსნას....


ყველას დიდი მადლობა კეთილი სურვილების გატანებისათვის.
ამინდმაც გაგვიმართლა და წვიმის წვეთიც კი არ დაგვცემია....

დიდი მადლობა ლაშქრობის ორგანიზატორსა და წევრებს!


:)
Last edited by anano on 25 ოქტ 2010, 11:37, edited 1 time in total.
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]