უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 05 ოქტ 2010, 17:30
ჩვენი ბანაკიდან ძალიან კარგად მოჩანდა არხოტისთავისღელის უღელტეხილი და მიმდებარე კლდეები. სწორედ უღელტეხილთან მდებარე კლდიდან იწყება ქედი ჭიმღის კლდე რომელიც ახიელამდე გვერდს უმშვენებს მდინარე ასას.
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ვახშმობის შემდეგ ყველანი დავნაწილდით და სხვადასხვა სახის გასართობებით ვერთობოდით. მერაბი, გურამი, ზღნაჩვი, ყარამანი, ქრისტინე და გიორგი გურამის კარავში შეძვრნენ და კარტის თამაში გააჩაღეს და თან ისე კარავს აზანზარებდნენ ისე ხარხარებდნენ. მე, ბექამ და მამაჩემმა კი უფრო მშვიდობიანი გასართობი ავირჩიეთ: ჭადრაკის თამაში ხომ სამივეს გვიყვარს!
მზე რაც უფრო ჩადიოდა სიცივე მით უფრო უჭერდა მარწუხებს. თბილისის ხვატს შეჩვეულებს აქაური სიცივე დიახაც რომ ძალიან გვიკვირდა. ყველამ რაც კი გვქონდა წამოღებულები ჩავიცვით და ასე ვიყავით დაღამებამდე.
ასე მიილია პირველი დღე. ხვალიდან უკვე მთელი დღისა და ღამის განმავლობაში მთა იქნებოდა ჩვენი მასპინძელი. ასეთ სტუმრობას და ასეთ მასპინძლობას კი მთელი წელი სულმოუთქმელად ველოდით.

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 ოქტ 2010, 19:55
მაშ ასე გათენდა ნანატრი დილაც. ღამით ნამდვილად არ შემცივნია, თუმცა როდესაც გარეთ გამოვედი საკმაოდ ციოდა და თან დილის ცივი ნიავი უბერავდა დაუზარებლად. ჯერ-ჯერობით ყველას ეძინა და ამიტომ ცოტა გასეირნება გადავწყვიტე. როგორც ადრე ვთქვი ამ ადგილიდან ერთი ბილიკი საძელის უღელტეხილით როშკაში გადადიოდა, მეორე კი არხოტში. რადგანაც ჩვენ გზა არხოტისაკენ გვედო, ამიტომ საძელის ბილიკზე გადავწყვიტე გასეირნება. ამ მხრიდან სხვანაირად გამოიყურებოდა როშკახორხი. როშკის მხრიდან მისი კალთები ძირითადად ნაშალი კლდითაა დაფარული, ხოლო ამ მხრიდან ადგილ-ადგილ შვეული კლდეებიც ამშვენებდა.
Uploaded with
ImageShack.us
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ ინათა მზე მაინც თავს იფასებდა და არ კადრულობდა გამოჩენას.

მხოლოდ მთების წვერებს შეავლო მადლიანი სხივები:
Uploaded with
ImageShack.us
ჩვენს ბანაკამდე კი ჯერ კიდევ ადრე იყო მზის სითბოზე ფიქრი!

-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 ოქტ 2010, 19:59
ასე და ამგვარად როდესაც 8 საათი შესრულდა დაბლა დავესშვი რათა ყველანი გამეღვიძებინა და დროზე ავბარგებულიყავით. ბანაკში სიმყუდროვე იყო, მხოლოდ მამაჩემი იყო გამოსული კარვიდან. გურამის კარავში კი აი ნახეთ რა ხდებოდა:

:D:D:D
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ვინ ვისი ბალიში იყო ვერ გაიგებდით

:D:D
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 ოქტ 2010, 20:12
ბოლოს როგორც იქნა მზეც მოადგა ჩვენს ბანაკს. ამასობაში ყველამ გაიღვიძა და ბანაკიც აფუსფუსდა. ჯერ გემრიელად ვისაუზმეთ, ხოლო შემდეგ შევუდექით ბანაკის აშლას. ასე 9 სათისათვის უკვე მზად ვიყავით გასასვლელად. როდესაც ბოლო სამზადისი მოვათავეთ, მესაზღვრეებს დავეკითხეთ ბილიკის ავკარგიანობაზე, ხოლო გულმხურვალე დამშვიდობების შემდეგ შევყევით არხოტის ბილიკს. ბილიკი მდინარეს ჩვენთვის მარცხნიდან მიუყვებოდა და ეტყობოდა, რომ ამ გზით საკმაოდ ხშირად სარგებლობდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე მესაზღვრეები. მესაზღვრეების ბანაკის შემდეგ ბილიკი მდინარეს დასცილდა და მარცხნივ ფერდს შეჰყვა სიმაღლეში. ეს იმიტომ, რომ მაღლა მდინარე ვიწრო კანიონში მოედინებოდა ერთ-ორ ადგილას მშვენიერ ჩანჩქერსაც აკეთებდა.
ეს მესახღვრეების ბანაკი შორიდან:
Uploaded with
ImageShack.us
როშკახორხი
Uploaded with
ImageShack.us
მამაჩემი ისვენებს
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ყარამანი ერთერთი შესვენებისას
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 ოქტ 2010, 20:23
როდესაც ზემოთხსენებული ბილიკის მონაკვეთი ავიარეთ, უკვე მდინარე ვეშაწყაროს სათავეებში აღმოვჩნდით. ულამაზესი იყო ის ადგილი!
ირგვლივ სულ კლდოვანი მწვერვალებით ვიყავით შემოჯარული, ხოლო ჩვენს წინ საკმაოდ დიდი მყინვარი იყო ჩაწოლილი რომლის ქვეშაც იღებდა სათავეს მდინარე ვეშაწყარო.
ეს იქაურობის პანორამაა: დაახლოებით კი გაგრძნობინებთ იქაურობის სილამაზეს:
Uploaded with
ImageShack.us
ეს ერთერთი კლდოვანი მწვერვალი (თუ არ მეშლება ამ მწვერვალის მარცხნივ რომ უღელტეხილივით მოჩანს ის სამთრეხლოსღელის უღელტეხილი (3437 მ) უნდა იყოს)
Uploaded with
ImageShack.us
ბიჭები მაგრამ რა ბიჭები:
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
მეიშვილი, გურამი და ყარამანი მყინვარზე პოზიორობენ
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 ოქტ 2010, 20:31
ადგილი ძალიან ლამაზი იყო და თან ეტყობოდა, რომ აქედან უკვე მკვეთრი აღმართები გველოდებოდა. ამიტომ კარგი შესვენება მოვიწყვეთ.
ისევ მე, არ მახსოვს რას ვუყურებდი
Uploaded with
ImageShack.us
მამაჩემს წყლის მომარაგებაც მოუსწრია
Uploaded with
ImageShack.us
გიორგი და ქრისტინე
Uploaded with
ImageShack.us
ლაშქრობის მშვენება ქრისტინე
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
მამაჩემი
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 20 ოქტ 2010, 20:40
დასვენება კარგი იყო მაგრამ არც უღელტეხილზე ასვლა იქნებოდა ცუდი.

ამიტომ ნელ-ნელა წამოვდექით და დავადექით ბილიკს. წინ ავთო ბიძია მიდიოდა, უკან კი მერაბი, გიორგი და ბექა მიჰყვებოდნენ. თავიდან ბილიკი თითქოს დაიკარგა, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ რომ ერთერთი ნაკადულის კალაპოტში მიდიოდა. როდესაც ამ კალაპოტს გავცდით უკვე საკმაოდ ფართე ბილიკს დავადექით.
ეს გიორგია
Uploaded with
ImageShack.us
ეს კი ქრისტინე, ეტყობა ეზარება აღმართებზე სიარული

:D:D
Uploaded with
ImageShack.us
ჩვენ სანამ დავიძვრებოდით
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 21 ოქტ 2010, 20:47
აღმართზე ნელ-ნელა მივიწევდით და თან ლაპარაკით ვირთობდით თავს. ლაშქრობის არცერთ წევრს არ ეტყობოდა რომ უჭირდა სიარული: ნელა მაგრამ მტკიცედ და სტაბილურად დავდიოდით. დედაჩემიც კი რომელსაც შარშან საკმაოდ გაუჭირდა ნაყაიჩოს უღელტეხილზე ამოსვლა, მხნედ მოიწევდა.
როდესაც ბილიკმა ფერდობიდან ტაფობზე აინაცვლა, მივხვდით, რომ ძირითადი სიმაღლე აღებული გვქონდა და დასასვენებლად ჩამოვჯექით. აქდან უკვე ხელისგულივით მოჩანდა წინა დღით ამოვლილი ხეობა და კავკასიონის წყალგამყოფი ქედი და სხვადასხვა მწვერვალები. არხოტისთავისღელის უღელტეხილს კი თითქმის ჩვენს სიმაღლეზე ვხედავდით. ეტყობოდა რომ აქედან უღელტეხილამდე 1 საათის სავალი თუღა იქნებოდა. ეს უკვე ახალი რამ იყო: ჯერ მხოლოდ დღის პირველი საათი თუ იქნებოდა! ასე მალე უღელტეხილზე არასოდეს არ ავსულვართ! სასიამოვნო იყო შესვენება და იქაური ხედებით ტკბობა: დასატკბობი მართლაც რომ ბევრი იყო: როშკახორხი, ჭაუხები, რომლებიც უკვე კარგად მოჩანდა, ჭიმღის კლდის დასაწყისი და რუსეთ-საქართველოს საზღვრის მწვერვალები.
თან მეიშვილმა თავისი ჩურჩხელებიც გაგვასინჯა და ძალიან გვასიამოვნა.
ეს იმ აღმართის ამოვლისას გადაღებული ფოტოებია (არ მახსოვს ვისი გადაღებულია, ერთი ვიცი ჩემი აპარატით არაა: ჯერ კიდევ სველი იყო მაშინ

):
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
Uploaded with
ImageShack.us
ეს მამაჩემი
Uploaded with
ImageShack.us
ქრისტინე: მოწყურება იცის აღმართებმა
Uploaded with
ImageShack.us
ბექა წყაროსთან ჩხირკედელაობს
Uploaded with
ImageShack.us
-
Bernar
- მაწანწალა
- Posts: 748
- Joined: 28 ნოე 2007, 21:22
- Location: Tbilis
Post
by Bernar » 21 ოქტ 2010, 20:51
ეს მეიშვილი უნდა იყოს
Uploaded with
ImageShack.us
აი თურმე ვის აბრუებდა ლაპარაკით დედაჩემი
Uploaded with
ImageShack.us
ქრისტინე და ირაკლი (იგივე ზღნაჩვი

)
Uploaded with
ImageShack.us
ბატონი მერაბი: სულით განგსტერი. მაინც როგორ უხდება კლდეებს რა
Uploaded with
ImageShack.us
ეს უკან ჩამორჩენილები
Uploaded with
ImageShack.us