
2010 წლის 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა სახლი) გაიმართება 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს.
თეონა ბავშვობიდან აქტიურად მონაწილებდა სხვადასხვა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებზე. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. თავად წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.
შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზად მანქანა გადავარდა ადიდებულ მდინარეში, სადაც 10 ადამიანი იჯდა - თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.
ბილეთის ფასი 5 ლარი.
პ.ს ყველა კარაველის და არამარტო, საყურადღებოდ!!
ივერიასთან შეკრება აღარ შედგება, ბილეთებისათვის დარეკეთ ნომერზე 899 136160 ნანა