აისის ეკოლოგიის კლუბი 16 ოქტომბერს, შაბათს აწყობს ბეთანიის დასუფთავების აქციას.

იმათ, ვინც წინა აქციაში მიიღეს მონაწილეობა, იციან, რომ იქ ერთი დიდი ნაგავსაყრელი დარჩა, რომლის აღებასაც ახლა ვაპირებთ.
ჩვენ დავუკავშირდით დასუფთავების სამსახურს და ისინი გამოგვიყოფენ ნაგვის მანქანას.
ასევე მიდის მოლაპარაკებები მონასტერთან ნაგვის ურნების დადგმის შესახებ, რათა პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრას. თუმცა ამასთან დაკავშირებით საბოლოო პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.
ასე გამოიყურება ის ადგილი:

ამ ნაგავსაყრელის ასაღებად დიდი ძალებია საჭირო. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, დაუთმოთ ერთი შაბათი ეკოლოგიას და შემოგვიერთდეთ აქციაში!
საორგანიზაციო საკითხები:
მგზავრობა მოხდება ან დაქირავებული სამარშრუტოთი ან მერიის მიერ გამოყოფილი ავტობუსებით. ეს გაირკვევა თუ არა შეგატყობინებთ.
ამასთან იქნება დაკავშირებული გასვლის დრო და ადგილი. ასევე, თანხა იქნება დასადები თუ არა.
- წამომსვლელების სია:
1. Ginevra
2.
ამ გასვლაზე იმოქმედებს აისის წესები. არ არის ნებადართული ალკოჰოლური სასმელის წამოღება.
- თან უნდა იქონიოთ:
- წყალი (მინ. 2 ლიტრი)
- 1 დღის სამყოფი საკვები
რამე კითხვა, კომენტარი, რჩევა თუ გაქვთ, დაწერეთ არ მოგერიდოთ.