ბრძნული აზრები

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 22:41

მეგობრების მწუხარება დიდი ხნით როდი გვაწუხებს, თუკი ის საშუალება გვაძლევს
ყველას თვალწინ გამოვავლინოთ ჩვენი თანაგრძნობა მათ მიმართ.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 22:45

ხანდახან გვგონია, რომ თავმოყვარეობა სიკეთის მსახური ხდება და ძალაუნებურად ივიწყებს
საკუთარ თავს, როცა მოყვასის სასიკეთოდ ვიღვწით. სინამდვილეში კი მხოლოდ მიზნისკენ მიმავალ
უმოკლეს გზას ვირჩევთ: მევახშენი ვართ და ისე კი ვიქცევით, თითქოს საჩუქრად ვიძლეოდეთ
სესხს, რათა, ამრიგად, დახვეწილი თვალთმაქცობის წყალობით მოვიპოვოთ მოყვასთა ნდობა.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 22:48

სიკეთის გულისათვის ქების ღირსია მხოლოდ ის კაცი, ვისაც იმისი ძალიც შესწევს, რომ ხანდახან ბოროტი იყოს.
წინააღმდეგ შემთხვევაში სიკეთე უმეტეს წილად სხვა არა არის რა, თუ არა მცონარება, ანდა ნებისყოფის სისუსტე.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 22:54

თვინიერება ხშირად სხვა არა არის რა, თუ არა მოჩვენებითი მორჩილება, რომელიც სხვების
დამორჩილებას ისახავს მიზნად; ეს - ფანდია ქედმაღლობისა, რომელიც თავის თავს იმდაბლებს,
რათა უფრო მეტად ამაღლდეს; და თუმცა ქედმაღლობას ურიცხვი ნიღაბი აქვს, მაგრამ ყველაზე
მაცთური და ყველაზე თვალთმაქცური სწორედ თვინიერება გახლავთ.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 22:59

თანაგრძნობა ხშირად სხვა არა არის რა, თუ არა სხვის უბედობაში საკუთარი უიღბლობის ჭვრეტის უნარი.
ესაა წინათგრძნობა უბედურებისა, რომელიც შეიძლება ჩვენც დაგვატყდეს თავს. სხვებს სწორედ იმიტომ
ვეხმარებით, რომ ისინი, თავის მხრივ, ჩვენ დაგვეხმარონ. ამრიგად, ჩვენი ქველმოქმედება, კაცმა რომ თქვას,
სხვა არა არის რა, თუ არა სამსახური, რომელსაც წინასწარ ვუწევთ ჩვენსავე თავს.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 23:01

რაგინდ გამჭრიახიც უნდა იყოს ადამიანი, მაინც ვერ გაისიგრძეგანებს მთელს იმ ბოროტებას, რომელსაც სჩადის.

User avatar
KSOVRELI
მაწანწალა
Posts: 922
Joined: 03 სექ 2008, 19:04
Location: თბილისი
ბრძნული აზრები

Post by KSOVRELI » 27 სექ 2010, 23:07

სიცრუე ისე მარჯვედ ირგებს ხოლმე სამართლის ნიღაბს, რომ აშკარად შეცდომას უშვებს, ვინც არ ტყუვდება.

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ლეონტი » 28 სექ 2010, 20:43

ანატოლ ფრანსს უთქვამს:
ცოდნა რომ მოინელოო (აქ გულისხმობს რომ ცოდნას გადახარშვა და მონელება უნდა თავის ტვინში, რადგან ცოდნას გაანალიზება და გადახარისხება და გააქტიურება და გაპრაქტიკულება სჭირდება),იგი (ანუ ცოდნა) მადიანად უნდა შთანთქოო.
მაგრამ მას არ უთქვამს თუ რა ბედი ელის მათ ვინც ცოდნას ძალისძალათ ჩაიყრის და ვეღარ მოინელებს.
ამას ალბათ მიხვდებით.
თუ ვერ მიხვდებით მე გეტყვით:
ამპარტავნება, ქედმაღლობა, სიგიჟეც და ნერვოტიზმები, გამორჩეულობის შეგრძნება და განათლებულობის სინდრომი, მთავრობისმოყვარეობა(სხვების ხელმძღვანელობის დაუოკებელი მოთხოვნა).
ანუ ჩვენი ეპოქის დაავადებათა სპექტრი.
გასაგებია რამე?

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ლეონტი » 28 სექ 2010, 21:03

ოსკარ უაილდს კიდო უთქვამს:
მარტო 2 კატეგორიის ადამიანები არიან საინტერესონიო:
პირველი , ვინც ცხოვრებას დანამდვილებით გაუგო რამე და
მეორენი რომლებმაც ამ ცხოვრებას ვერაფერი გაუგესო.
მაშ.
ეგრეა.

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
ბრძნული აზრები

Post by დათო » 03 ოქტ 2010, 03:06

It's so easy to fall in love but hard to find someone who will catch you.

სიტყვათა თამაშია და ვერ ითარგმნება. მაგრამ ჭეშმარიტი გამონათქვამია.

User avatar
ნიმფა
იეტი
Posts: 1352
Joined: 12 ოქტ 2007, 15:23
Location: სამშობლო
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ნიმფა » 03 ოქტ 2010, 12:20

დათო wrote:It's so easy to fall in love but hard to find someone who will catch you.

სიტყვათა თამაშია და ვერ ითარგმნება. მაგრამ ჭეშმარიტი გამონათქვამია.
მართლაც კარგი ნათქვამია

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
ბრძნული აზრები

Post by გვალდა » 08 ოქტ 2010, 11:19

"It is easier to conquer it than to know what to do with it."

"Imagination was given to man to compensate him for what he isn't.
A sense of humor was provided to console him for what he is."

"Life is a comedy for those who think... and a tragedy for those who feel."

- Horace Walpole
სვანეთოლოგი

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ბრძნული აზრები

Post by Hereti » 08 ოქტ 2010, 13:59

ლეონტი
მესამე რომელია ნეტა,

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ბრძნული აზრები

Post by ლეონტი » 08 ოქტ 2010, 20:26

"მესამე კი მგონია ის კატეგორიაა ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრებას ადგილ ადგილ უგებენ და ადგილ ადგილ ვერა.
ესეთები კი ჩემი აზრით, კაცობრიობის უმრავლესობა უნდა იყვნენ.
რადგან ის ხალხი რომლებმაც ცხოვრებას საერთოდ ვერაფერი გაუგო, მინახავს, ძალზე დაჩაგრულები და გარიყულები სოციუმიდან, სიდუხჭირეში და გამოუვალობაში.
ისინი კი ვინც ცხოვრებას გაუგეს, ცხოვრობენ დალხინებით, ფული და სიმდიდრე მათთვის პრობლემა არაა, თუ უნდათ აქვთ და შოულობენ. ესენი არიან ამ ქვეყნის წარმატებულნი.
მათ შეუძლიათ სხვა ცხოვრებისეული სიკეთეებით დატკბენ, ისე რომ ფულის შოვნაზე არც იზრუნონ, რადგან იციან ყველა კანონები და მართავენ გავლენებს და სიტუაციებს, მათ გარშემო. ისინი ადვილად მიაპობენ ტალღებს. "
ლეონტი

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბრძნული აზრები

Post by Tamari-ch. » 09 ოქტ 2010, 09:07

ლეონტი
მესამე კატეგორია - გაუგებრობიდან "გაგებისკენ" მიმავალ პროცესში უნდა იყვნენ...
:lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]