ამ გასვლას დიდი ხანია ვამზადებდი, შესაბამისად განსაკუთრებულად საინტერესო ადგილებს მოვინახულებთ.
გასვლა 2 დღიანია, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებით, გზა მართალია რთულია მაგრამ გავლადი, ასერომ მოამზადეთ თქვენი რაშები, ამ გზაზე ჯიპით სიარული ნამდვილი სიამოვნებაა.
საწვავის ხარჯს ეკიპაჯები გაინაწილებენ. ასევე ეკიპაჟებმა უნდა შეიძინოს საკვები მარშრუტზე წასახემსებლად.
რაც შეეხება ღამის თევას - ასპინძაში 3 საოჯახო სასტუმროა, ცხელი წყლითა და საკმაოდ კარგი პირობებით, ღამის ღირებულება 20 ლარია საუზმით (თუ ვახშამი გვენდომება +15 ლარი), მე შემიძლია წინასწარ დავბრონო ოთახები, მსურველებს შეუძლიათ კარვები წამოიღონ და იქ გაათიონ ღამე.
პირველი დღე: დილით ადრე 7 საათზე გავდივართ თბილისიდან წალკა-ახალქალაქის განახლებული გზით, ავდივართ მცირე აბულზე აბულის უძველესი ციხის სანახავად, ვაგრძელებთ გზას დიდი აბულის მიმართულებით და ვნახულობთ დიდი აბულის გარშემო არსებულ რამდენიმე ტბას, ჩავდივართ სოფელ ტონთიოში ძველი ხიდისა და ტონთიოს ეკლესიის სანახავად, (ასევე შეგვიძლია ტბებისა და ტონთიოს ნაცვლად შაორის ციხეზე ავიდეთ შესაბამისად პირველი დღე მეგალითური ნაგებობეის ნახვას დავუთმოთ) მივდივართ ასპინძის საოჯახო სასტუმროებში და ვათევთ ღამეს.
მეორე დღე:
მივდივართ სამსარის ნამონასტრალში, ავალთ სოფელ პატარა სამსარში სადაც ვნახავთ ვერანა სამსარის ეკლესიის ნანგრევს რომელიც სამსარის ქედთან ახლოს დგას და რაც მთავარია მოვინახულებთ დღემდე შემორჩენილ ნამონასტრალს, კლდეში ნაკვეთ გუმბათიან ტაძარს რომელიც ძლიერ დაზიანებულია და თუ არ ვცდები ასეთი ტიპის ნაგებობა ერთადერთია საქართველოში, (თუ დრო დაგვრჩა მოვინახულებთ ღრტილას ეკლესიას, მეღრეკის შუასაუკუნეების სამონასტრო კომპლექსის ნანგრევებს) ამის შემდეგ კი გამოვეშურებით თბილისში ტაბაწყურის გავლით, ვნახავთ ტბას, ტაბაწყურის წითელ ეკლესიას და ცხრაწყაროს უღელტეხილით გადმოვალთ ბაკურიანში.
მარშრუტი საკმაოდ დატვირთულია, მობილიზებულად უნდა ვიმოძრაოთ თუ გვინდა ეს ყოველივე მოვასწროთ.
მეორე დღის მარშრუტი მართალია დატვირთულია მაგრამ როდესმე ხომ უნდა გაჩვენოთ სამსარი? მითუმეტეს რომ სიშორის გამო სამსარს არავინ სტუმრობს, ძალიან მიტოვებულია... ამიტომ იქ მისვლას სიმბოლური დატვირთვაც აქვს! ჰოდა დილით ადრე თუ გავალთ ასპინძიდან ყველაფერს მოვასწრებთ

ამ ეტაპზე სულ ეს არის, დეტალებზე ცოტა მოგვიანებით შეიძლება საუბარი.
1.მაკენა და მისი ეკიპაჟი
ფიონა
მასაი,
მაკენას +
მაკენას +