ბრძნული აზრები
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ბრძნული აზრები
სიძულვილი იმ კაცის მიმართ, რომელსაც ძლიერნი ამა ქვეყნისანი სწყალობენ, სხვა არა
არის რა, თუ არა იმავე წყალობის სიყვარული. მის გულისწყრომას, ვინც ამ წყალობას
ვერ ეღირსა, ერთგვარად აცხრობს და აშოშმინებს ზიზღი ყველა რჩეულის მიმართ.
პატივსაც იმიტომ არ ვიმეტებთ მათთვის, რომ არ შეგვიძლია წავართვათ ის, რაც მათ
საყოველთაო პატივისცემას უხვეჭს.

გულწრფელობა გულახდილობაა. იშვიათად თუ შეხვდებით ამ თვისებით შემკულ კაცს.
ხოლო ის, რაც ჩვენ გულწრფელობად გვეჩვენება, უმეტეს წილად სხვა არა არის რა, თუ
არა შემპარავი თვალთმაქცობა, რომლის მიზანიც კაცთა ნდობის მოხვეჭა გახლავთ.

ჭეშმარიტება არც იმდენად კურთხეულია, რამდენადაც წყეულია ის, რასაც თვალთმაქცურად ასაღებენ ჭეშმარიტებად.
ბრძნული აზრები
ჭეშმარიტი სიყვარული მოჩვენებასა ჰგავს: ყველა მასზე ლაპარაკობს, მაგრამ ცოტას თუ უხილავს იგი.
ბრძნული აზრები
მოხუცებს იმიტომ უყვართ კარგი რჩევა მისცენ ადამიანებს,
რომ უკვე აღარ შეუძლიათ ცუდი მაგალითი მისცენ მათ.
რომ უკვე აღარ შეუძლიათ ცუდი მაგალითი მისცენ მათ.
ბრძნული აზრები
ვინ შეიტკბობდა ამ ცხოვრებას, თავის თავს რომ არასოდეს ეპირფერებოდეს.
ბრძნული აზრები
არ მინდა მეგობარი ,ყველას მეგობარი.
მოლიერი
მოლიერი
ბრძნული აზრები
სულელი კაცი თუ არ აქე,უღმერთობას დაგწამებს.
თრაზიბული
თრაზიბული
ბრძნული აზრები
ამაოა ყოველი სიბრძნე, თუ ცხოვრებამ ჩაგიარა ამაოდ;
მაშ იფიქრე, დღენიადაგ იფიქრე რაზომ უხანოა საწუთრო,
მიუწვდომელ ოცნებათა მდევარი მისაწვდომელს დაკარგავ
(რომელიღაც კლასიკოსი მწერალი)

როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო
ბრძნული აზრები
ჩვენი სინანული იმდენად წუხილი როდია ჩვენს მიერ ჩადენილი ბოროტების გამო,
რამდენადაც შიში ბოროტებისა, რომელიც შეიძლება სიავკაცის სანაცვლოდ მოგვაგონ.
რამდენადაც შიში ბოროტებისა, რომელიც შეიძლება სიავკაცის სანაცვლოდ მოგვაგონ.
ბრძნული აზრები
ბიწი ისევე შედის სიქველეში, როგორც საწამლავი - წამლის შემადგენლობაში; კეთილგონიერება
ერთმანეთს უზავებს და, ამრიგად, არბილებს მათ მოქმედებას, ხოლო შემდეგ მოხერხებულად
იყენებს ამ ნაზავს ათასგვარი ხიფათისაგან თავდასაღწევად.

ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვაღიარებთ საკუთარ ნაკლს, რომ გულწრფელობით მაინც
ავინაზღაუროთ ის ზარალი, რასაც ჩვენი ნაკლი გვაყენებს საზოგადოების თვალში.
ავინაზღაუროთ ის ზარალი, რასაც ჩვენი ნაკლი გვაყენებს საზოგადოების თვალში.
ბრძნული აზრები
სიქველე ასე შორს ვერ წავიდოდა, პატივმოყვარეობა რომ არ ახლდეს თან.
ბრძნული აზრები
ვისაც ჰგონია, რომ სხვების გარეშე გავა ფონს, სასტიკად ცდება, მაგრამ ვისაც ჰგონია,
რომ სხვები უიმისოდ ვერ გავლენ ფონს, კიდევ უფრო სასტიკად ცდება.
რომ სხვები უიმისოდ ვერ გავლენ ფონს, კიდევ უფრო სასტიკად ცდება.
ბრძნული აზრები
ადამიანურ მწუხარებაში ყოველთვის თავს იჩენს სხვადასხვანაირი პირფერობა. ზოგჯერ, ძვირფასი ადამიანის დაკარგვას რომ დავტირით, ჩვენ დავტირით ჩვენსავე თავს:
დავტირით ჩვენს დაკარგულ ბედნიერებას, სიმდიდრეს, გავლენას, ვგლოვობთ იმ გულისხმიერებას, რომელსაც არ გვაკლებდა მიცვალებული. ამრიგად, ჩვენ დავტრით
ცოცხალთა ხვედრს, თუმცაღა მკვდრებს კი ვაკუთვნებთ ჩვენს მდუღარებას. ამნაირი პირფერობა მე მიმაჩნია გულუბრყვილო პირფერობად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ადამიანები
ატყუებენ არა მარტო სხვებს, არამედ თავიანთ თავსაც. მაგრამ არსებობს სხვანაირი პირფერობაც, უფრო უკეთური, ვინაიდან შეგნებულად აცთუნებს ყველას: მე ვგულისხმობ
იმათ გლოვა-გოდებას, ვისაც სურს გაუქვავებელი მწუხარებით მოიხვეჭოს სახელი. მას შემდეგ, რაც ულმობელი სევდა დააცხრობს მათ ჭირ-ვარამს, ისინი მაინც დაჟინებით
ღვრიან ცრემლს, გულსაკლავად გმინავენ და გოდებენ; უნუგეშობის ნიღაბს ამოფარებულნი მთელი თავიანთი ქცევით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მათ მწუხარებას მხოლოდ
მათივე სიკვდილი თუ დაასრულებს. ეს უბადრუკი და ულისგამაწვრილებელი პირმოთნეობა უმეტესწილად პატივმოყვარე ქალებს ახასიათებთ. რაკიღა თავიანთი სქესი დიდებისაკენ
მიმავალ ყველა გზას უხშობთ, ისინი ცდილობენ პირფერული და მოჩვენებითი მწუხარებით გაითქვან სახელი. არსებობს კიდევ ერთი პაწაწინა წყარო ცრემლებისა, რომლებიც
ადვილად იღვრებიან და ადვილადვე შრებიან: ტირიან იმიტომ, რომ მგრძნობიარედ მოგვაჩვენონ თავი; ტირიან იმიტომ, რომ თანაგრძნობა დაიმსახურონ; ტირიან იმიტომ,
რომ დატირებულ იქმნენ, და ბოლოს, ტირიან იმიტომ, რომ სირცხვილია, თუ არ ტირი.