უმაგრესი გასვლა იყოოოო

) იმ ღამეს დილის 4 საათზე სახლსი შესულს, 1 წუთიც კი არ მძინებია, ამიტომ პირველ დღეს სადაც კი საშუალება მეძლეოდა ყოველი ხის და ლოდის ძირში მეძინა ბომჟივით

მაგრამ მაინც უმაგრესი, მოულოდნელობებით სავსე გასვლა იყო.ჯერ იყო და მოულოდნელად ისეთი ხალხი დაგვადგა თავს რომ გული გაგვინათა

)) პირველი სტუმრები ნინი 85 და ბასილა იყვნენ. თუმცა მალევე დაგვტოვეს, ისევ თბილისში ეჩქარებოდათ. მერე შებინდებულზე კოცონთან ვიღაც მოგვეპარა, აცა აღმოჩნდა ნატოსთან და მის მეგობარ სოფოსთან ერთად. მაგარი სურპრიზი გაგვიკეთეს. სწორედ აცამ იმოქნედა ჩვენი გეგმების შეცვლაზე. კენჭისყრის შედეგად თავდაპირველი გეგმა შევცვალეთ და ვანის ქვაბების და თმოგვის ნაცვლად ფარავნის, და საღამოს ტბების გავლით დავბრუნდით თბილისში. ულამაზესი იყო ნისლიანი ფარავანი, მზიან ამინდში მოულოდნელად ჩამოწოლილი ნისლი ზღაპრულ ელფერს აძლევდა იქაურობას, ნისლის ღრუბლების თავზე რომ მაღალი მთები ჩანდა, მართლა ულამაზეს სურათს ქმნიდა. რა დროს არ მქონდა აპარატი!

. მანამდე კიდევ გზა აგვებნა და ნინოწმინდის ნაცვლად თურექთის საზღვართან აღმოვჩნდით და კარწახის ტბაც "შემოგვენახა", ისე რომ არც ვაპირებდით თავდაპირველად მის მონახულებას. კიდევ ვერ მივხვდებოდით კარწახისკენ რომ მივდიოდით, აცას მანქანა რომ არ შეგვხვედროდა გზად

, თუმცა ტბასთან რომ მივიდოდით კი ვიცნობდი იმ ადგილებს. 2 წლის წინ სწორედ იმ ფიჭვნარში ვიყავით დაბანაკებული ტბების ჯიპტურის გასვლისას. მოკლედ უმაგრესი გასვლა იყო

))))
ჰოდა თემას ვინ გახსნის?
dolidzeli
ვაიმე, რა ოქრო ბიჭი ხარ! :*
მართლა გამაოცე, იმ წვიმაში დილის 6 საათზე ჩვენს გასაცილებლად მოსვლა რომ არ დაგეზარა
