ჩემო კარგებო, ალბათ გამოგრჩათ მხედველობიდან, რომ- ნუსამ როგორც თქვა, გეგმის 2 ვარიანტია და ჩამოყალიბებული არც ერთი არაა.
ზემო ვარძია ნებისმიერ შემთხვევაში შედის ჩვენს გეგმაში, ისევე როგორც თავკვეთილა და ვარძია
და ეს ყველაფერი იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან რომ 11 სექტემბრის გეგმაშია.
12 სექტემბერი ჯერ არ არის დაზუსტებული, მე პირადად არც თმოგვის ციხე, არც ვანის ქვაბები არ მინახავს და მირჩევნია ვნახო, რადგან საფარა-ზარზმა-ჭულეში ნამყოფილ ვარ და თვის ბოლოს კიდევ ვაპირებ წასვლას
ჩემი სურვილია მაქსიმალურად სასიამოვნო დღეები გავატაროთ და ძალიან გადარბენაზეც არ ვიყოთ. ასე რომ ალბათ მაინც ვარძიის მიმდებარე ადგილების ნახვაზე შევთანხმდებით, როგორც ვხვდები, რადგან საფარა და ა.შ საკმაოდ გვიძვირებს ტრანსპორტირებას .
ჩემი თხოვნაა სიაში დროულად ჩაეწეროთ-ვინც ნამდვილად მოდის, რადგან ხვალ დილით ან ანზორს ან მეორე მძღოლს უნდა დავუკავშირდე და ამაღამ უნდა ვიცოდე 22 კაციანი მიკროავტობუსი გვჭირდება თუ 16 კაციანი.
ნინინუცა-ძალიან გთხოვ დააზუსტო რა დროს უნდა იყო თბილისში . მერე რამე პრობლემა რომ არ შეგექმნას.
