როგორც ხედავთ, პეიზაჟი შეიცვალა
ეკა და მარი
მენანო
ნელ-ნალა ავედით ბოლო, ყველაზე ციცაბო მონაკვეთზე. ზედ უღელტეხილზე ვიქეიფეთ წვიმის ქვეშ ბოლო ხმაზე სიმღერებით და წვიმის თითქმის გადაღებისას დავიწყეთ დაშვება ტბისკენ
ისევ მენანო
განწყობა გვქონდა გენიალური
მე და მონადირე, რომელიც ამბობდა, აქ მინდა დავრჩეო
ტაშეეეე
ფოტოებსაც ეტყობა, რომ უკვე ბინდდებოდა
ისევ მეგზური
ჩვედით ტბასთან
რამდენადმე მოღრუბლულობისა, მოვიხიბლეთ ხედებით, ვიპოზიორეთ და გავუგექით გზას, რომელიც დილის 6 საათამდე გაგრძელდა ჯერ აღმართ-დაღმართებში, მერე ტყე-ტყე და ბოლოს მცირე მონაკვეთით ასფალტზე.
ეს იყო განსაკუთრებული, რეკორდული და დაუვიწყარი
მე ერთადერთი ვიყავი, ვინც გზაში ამბობდა გავჩერდეთ და აქ დავიძინოთო, თქვენ წარმოიდგინეთ არავინ დამთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი გზადაგზა თვლემდა, და ზოგი 5-10 წუთიან სიზმრებს ნახულობდა დროდადრო ჩამოჯდომისას
