bambina wrote:ფალკონმა საჩუქრები გაათამაშა.
გაათამაშა კი არა და გულკეთილად ჩამოარიგა. ფალკონი კი არა, თოვლის ბაბუაა საჩუქრებით!
ძალიან კარგი დღე იყო!
წინა დღეებში ვფიქრობდი, რომ აუცილებლად წამოვსულიყავი, მაგრამ წირვის გამოტოვება არ მინდოდა. ამაზე მე და თ.დ.-მ ერთმანეთს შევჩივლეთ შაბათს საუბარში. ჰოდა, თემომ შესანიშნავი იდეა მომაწოდა, სამთავროს დედათა მონასტერში დავესწროთ ღვთისმსახურებას და მერე ავიდეთ არმაზშიო. მაშინვე მოვიწონე იდეა, მით უფრო, რომ ამ ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეგობარმა სამთავროს დედათა მონასტრის მგალობელთა შესრულებული გალობანი მომასმენინა და მოვინუსხე, ძალიან მინდოდა ცოცხლად მომესმინა! თემომ ნინი85-ის გადმობირებაც მოახერხა

ნინიმ ლიკუნას და ბასილასი და ასე შეიკრიბა ჩვენი ფეხოსანი ხუთეული
შემდეგ იმაზე დავიწყეთ მსჯელობა, სამწვადე როგორ წამოგვეღო ჩვენც, ჰოდა, თემომ რაღა სამწვადე, ბარემ ხინკალიო.... ჩვენი სიურპრიზიც განხორციელდა!
დილით 9ისთვის უკვე მცხეთაში ვიყავით, სვეტიცხოველში დარჩნენ ნინი და ბასილა, ლიკუნაც იქ დავტოვეთ, თუმცა მან სხვა ტაძრის მოლოცვაც მოასწრო. მე და თემომ კი სამთავროს მივაშურეთ. დილის წირვის მადლით ავსებულებმა წავიხემსეთ არსენას დუქანში, იქიდანვე წამოვიღეთ ხინკლები მეგობრებისთვის და ლუდი და მხიარულ საზოგადოებას შევუერთდით არმაზში.
ჩვენც მშვენიერი გარემო დაგვხვდა - მეტად ხალისიანი, უგემრიელესი მწვადებით...
აქტიური თამაშობები არ აკლდა დღეს - გაწუწვა-დაჭერობანა, მფრინავი თეფში, ხეზე ცოცვა და ა.შ.
უკანა გზაზე სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, ფეხით წამოვსულიყავით, პენსიონერული დღის არაპენსიონერული დასასრული იყო.

მხიარულად და ენერგიულად ვიარეთ. გუდვილამდე მოვედით, იქიდან ყოჩაღი ნინი და ლიკუნა კიდევ ფეხით წავიდნენ შინ, თემო სადგურზე მეგობრის გასაცილებლად გაიქცა, მე და ბასილა კი რაჭიდან ჩამოსულ კარაველ მეგობრებს დავხვდით. სავსე დღე იყო - გემრიელი ხორაგით, კარგი ადამიანებით და სასიამოვნო ემოციებით.
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir