VII დღე
გვძინავს....
ეს დღე თითქმის სულ გვეძინა რა ხდებოდა ირგვლივ არ ვიცოდით... ქანც მიწყვეტილებივით ვიყავით. შორიდან რომ შეგეხედათ იქაურობისთვის გეგონებოდათ საავადმყოფოს ეზო... სიარულის მანერაზე სახის გამომეტყველებაზე... როგორც წინა დღის რეპორტაჟში ავღნიშნე, კოტეჯში განვთავსდით, ერთ ოთახში შევიყარენით ბიჭები (ბუტკუცუნა, ლაშუკა, გიგი და კოსტა), ხოლო მეორე ოთახში გოგოები (ნინია, ლიბრა, ნინუცა და კისკისელა). სამარისებური სიჩუმე იყო ისე გემრიელად გვეძინა. ახლა სინდისიც კარგი საქონელი იყო და გავიღვიძეთ ოთხი საათისკენ საღამოს... გამოცუნცულდნენ გოგონები ჩვენსკენ. ვიცანით ერთმანეთი. ამოვიდნენ ქვედა კოტეჯში გამაგრებული მოლაშქრეებიც.
ამ დროს თან ჭრილობებს ვიშუშებდით. წინა დღეს ნაბღლარძუნები და გადახლერწილი ხელები და ფეხები.
ცოტათი რომ დავემსგავსეთ უკვე ადამიანებს გადავწყვიტეთ გასვლა საჭმელად სასადილოში. გარეთ რომ გავედით, ფეხის გულები ისე გვტკიოდა რომ ფეხშიშველა დავდიოდით, რათა უფრო კომფორტულად გვეარა.
ქვემოთ მოცემულ სურათს თუ მიაპყრობთ მზერას. ნახავთ ორ წელში გაწყვეტილ (დაღლისგან) მოლაშქრეს. მსგავს სამოსში მოსიარულეები რომ შეგხვედროთად, ესეიგი ჩვენიანი იყო ვიღაცა.
გავაშლევინეთ სუფრა, ამდენი დამშეული სახე არ ენახათ მომსახურე პერსონალს... შევესიეთ ეგრევე რა თქმაუნდა საჭმელს. რათქმაუნდა ჭამის მერე ყველას ბედნიერების მზერა ჰქონდა სახეზე.
დავბრუნდით კოტეჯებისკენ, ცოტა კიდევ წაუძინეთ. მოგვიანებით როცა ხელახლა გავიღვიძეთ, გავცუნცულდით გარეთ ცეცხლთან. შემოუჯექით ირგვლივ და იქ გავაგრძელეთ ხალისობა.
