


კვირას დილით 9 საათისთვისვიკრიბებით სამთო ქიმიასთან ჩვენ-ჩვენი საგზლით და არა ერთჯერადი ჭურჭლით. შევკრებთ რამდენიმე ლარს სამწვადისთვის, საზამთროსთვის და კოცონზე შესაწვავი სიმინდებისთვის და სარეისო მინიბუსით გავემგზავრებით მცხეთისკენ. ხიდიდან კიდევ ფეხით გავუყვებით გზას არმაზის ხევისკენ. იქ სადმე ლამაზ, ჩრდილიან მდელოს ვნახავთ და დავბანაკდებით. შედარებით აქტიური დასვენების მსურველ კარველებს შეუძლიათ იქვე მშენებარე მონასტერი და ეკლესია და არმაზის ციხე დალაშქრონ. დანარჩენები კი მინდორში წამოკოტრიალდებიან, კოცონს დაანთებენ, მწვადს და სიმინდს შეწვავენ და დაისვენებენ საღამომდე. საღამოს ისევ ფეხით გამოვუყვებით გზას და ისევ მცხეთა-თბილისის მინიბუსებს გამოვყვებით. მინიბუსები თბილისის მიმართულებით 21:30-მდე, ყოველ 10 წუთში დადიანო, როგორც კარვის მეგობარმა ზვიადმა გვითხრა. მანვე შემოგვთავაზა თავის დასაზღვევად წინასწარ ადგილების დაჯავშნა მინიბუსში, ანუ გზიდან დავურეკავთ, ვეტყვით რამდენი ვართ და იმდენი თავისუფალი ადგილი დაგვხვდება მინიბუსში, გადასახვევთან რომ გავაჩერებთ.

სარეისო დაახლოებით 1 ლარი ღირსო, როგორც მითხრეს. თან ის პლიუსი აქვს, რომ ტრანსპორტის დაქირავება არ დაჭირდება და საბოლოოდ 3-4 კარველიც რომ დავრჩეთ, მაინც შეგვეზლება მცხეთაში წასვლა და წინა კვირასავით არ დაგვემართება, ხალხის სიიდან ამოწერამ ძალიან რომ გააგვიძვირა მგზავრობის თანხა

როგორც freemeteo და accuweather-ი გვატყობინებს, ამინდი ძალიან კარგი გვაქვს

მაშ ასე, ვიკრიბებით კვირას, 29 აგვისტოს დილის 9:00 საათზე სამთო ქიმიასთან.
თან იქონიეთ საგზალი და არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი. ასევე მინდორში კოტრიალის მსურველებს არ დაგავიწყდეთ საგებელის წამოღება

ახლა კი სია, რომელშიც უკვე წერია ყინწვისის გასვლის მონაწილეთა ნაწილი

სია იმისთვისაა საჭირო რომ ვიცოდეთ ვის დაველოდოთ შეკრების ადგილზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიდხანს არავის დაველოდებით

1. მთა მყვარებია
2. ტომა
3. იანო
4. იანოს +
5. ln ln
6. ნინუცა
7. კაკატული
8. თუშო +
9. კარველების + გიორგი ?
10. კაკატულის + თათია
11. ბამბინა ?