


ჰოდა გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად ძამის ხეობისკენ გავემართოთ. ვნახოთ ყინწვისის და ორთუბნის დედათა მონასტრები, მერე დავბანაკდეთ ბატეთის ტბის და ტბეთის მონასტრის ასახვევთან რომ დიდი მდელოა იქ. ვისაც პენსიონერობა უნდა ბანაკში იკოტრიალებს და დაისვენებს, აქტიური დასვენების მსურველები დაბანაკების მერე (შაბათს ან კვირას) ბატეთის ტბას და ტბეთის მონასტერს მოინახულებენ. ეს გასვლა სპეციალურად გარეთ გასათევად დაიგეგმა, ანუ იდეაში კარვებში ძილი არ გვინდა (ამიტომ გაითვალისწინეთ რომ თბილი საძილეები დაგჭირდებათ, ზამის ხეობის ის ადგილი სადაც ღამე უნდა გავათიოთ დაახლ 1400 მეტრზეა), მაგრამ ამინდის პროგნოზს გადავხედე და, თუ ქარელსა და გორში ბრწყინვალე ამინდი გვაქვს, ბორჯომში კვირას ღამის 4 საათიდან მსუბუქი წვიმაა გამოცხადებული. ამიტომ კარვები მაინც გვჭირდება, რომ წვიმას მომზადებული შევხვდეთ. ზოგმა შეიძლება თქვას, ბორჯომის პროგნოზი რა შუაშიაო. ძამის ხეობა ბორჯომის ხეობას ემიჯნება, სულ ერთი ქედი ყოფს, ამიტომ ბორჯომის ამინდიც გასათვალისწინებელია.
ამასთანავე გაითვალისწინეთ ისიც, ჩვენი გეგმა შეიძლება შეიცვალოს (ამას ადგილზე გადავწყვეტთ) ორთუბნიდან ძამის ხეობისკენ თუკი გზად მიტოვებულ აივნიან და ეზოიან სახლს ვიპოვით მის ეზოში დავბანაკდებით, და ამ შემთხვევაში ბატეთს და ტბეთს ვერ ვნახავთ. ამას თავისი მიზეზები აქვს და გზაში მოგიყვებით

ყველას უნდა ჰქონდეს თბილი საძილე და გამოსცვლელი ტანსაცმელი, საწვიმარი, ქუდი, მზისგან დამცავი ნელსაცხელებლი. საკუთარი საგზალი და საკუთარი არაერთჯერადი ჭურჭელი.
სურვილის შემთხვევაში შეგვიზლია ავკრიბოთ ფული და შევიძინოთ ან სამწვადე ან სორდელები, ასევე სიმინი და გოგრა კოცონზე შესაწვავად, როგორც ეს წინა გასვლაზე გავაკეთეთ. ჰო მართლა დომინოს, ლოტოს და ნარდის წამოღება არ დაგავიწყდეთ

მინიბუსის ღირებულება 250 ლარია. გასვლაში ანზორი წაგვიყვანს, რომელსაც 20 ადგილი აქვს. დაგვტოვებს იქ და კვირას ჩამოგვაკითხავს.
ახლა კი სია, რომელშიც უკვე რამდენიმე კაცი წერია, წინა პენსიონერული გასვლის მონაწილეები

მიაწერეთ აღჭურვილობა, საძილე, კარავი, საგებელი
1. ტომა (საძილე, საგებელი)
2. მთა მყვარებია(საძილე, საგებელი)
3. ნიმფა(საძილე, საგებელი)
4. გიორგი ბუნტური(საძილე, საგებელი)
5. თუშო+(საძილე, საგებელი)
6. კარველების + გიორგი(საძილე, საგებელი)
7. კარველების + თათია(საძილე, საგებელი)
8. კაკატული(საძილე, საგებელი) ?
9.
20.......
20 კაცის შევსების შემთხვევაში სია დაიხურება.