Falcon-მა, rifi-მ, Mari_kela-მ, Buacha-მ, ნამიმ და tamuna_gudarexi-მა
და კლდეკარის ციხეზე 6 ივნისს დავმალეთ განძი (ე.წ. კეში).
მიახლოებითი მდებარეობა შემდეგია:
კასპის მიმართულებას რომ ზურგს აქცევთ და ციხისკენ ასე ახვალთ, ხელმარცხნივ არის ციხის ნაწილი, თუმცა თქვენ განძი ხელმარჯვნივ რომ ციხის კედლის ნანგრევებია, იქ უნდა ეძებოთ. აქვე ახლოს რკინის ჯვარიც არის აღმართული. აი, ჯვარი რომ ჩანს, ციხის იმ ნაწილისკენ უნდა გადახვიდეთ:

სწორედ ამ ნაწილის მიმდებარედ არის ციხის ნანგრევები, შესამჩნევად ცალკე არის შემორჩენილი კედლის ნაშთი. ჰოდა, კონტეინერი აქ, კედლის ერთ-ერთი ქვის უკან არის მიმალული. ახლოდან შეიმჩნევა. სადმე აძრომა და ჩაძრომა საჭირო არ არის. ხელმისაწვდომად მდებარეობს.
განძი და კონტეინერი ასე გამოიყურება:


წარმატებებს გისურვებთ!
ამ ლაშქრობის შესახებ ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4299&start=0