გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 11 აგვ 2010, 08:41

პალატკური გასვლების თემის გახსნის წესი:

1. რეგიონი: რა ჭა

2. მარშუტის დასახელება: შოვი - ონი - ამბროლაური = ნიკორწმინდა - შაორი. იასნია თბილისი აქეთ იქით.

3. ხანგრძლივობა: 4 დღე და 3 ღამე.

4. სირთულე: მეორე ღამეს ჭიანჭველების ტრასაზე დაგვძინებია და არ გაგვახარეს. იმდენს ხმაურობდნენ როოო... მარტივი.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: 25 ლარი აქედან შოვამდე და 17 ლარი ამბროლაურიდან თბილისამდე. საჭმელი კიდო და გზაში ოლვეის კოკა კოლა და ჭყინტი სიმინდი ვიყიდეთ.

6. მონაწილეთა რაოდენობა: ოთხი სახარება ჩვენი გახარება

მელექსა (გიო), მე-Archil დოლიძელი, ბურდიანი.

Image

7. ორგანიზატორი - ორგია არა ტოლმა, დასასვენებლად ვიყავით წასულები და ორგანიზატორი არა გვყოლია... მელექსა კი იძახოდა დილაობით "ადექიიიით, ადექიიით", მარა ვინ იყო მაგის გამგონე. სანამ კარგად არ გამოვიძინებდით, საძილედან ცხვირის გამოყოფა არავის უნდოდა :)

განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის მადლობა ჯუთა - აბუდელაურების მონაწილეებს - Na-tia, Nica, tsiskine-ს, ასევე სვანეთში წასულ მეგობრებს, რომლების სატელეფონო კავშირის არარსებობის მიიუხედავად მაინც ახერხებდნენ დაკავშირებას და ჩვევ მოკითხვას (გამხნევება არ გვჭირდებოდა, ისედაც კარგად ვყლუნწავდით საეკლესიო ბარძიმს)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

სულ დასახლებული პუნქტები არ იყო..

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაკოტურად ვიტყვი: თბილისიდან შოვამდე 7 საათი, შაორიდან თბილისამდე 4 საათნახევარი. შიგნით უკვე როგორ გაგვიმართლებდა.

10. ფეხით გავლილი მანძილი:

ჰოო... კაი კითხვაა. ნიკორწმინდიდან უდაბნოს მონასტერ - მღვიმეებამდე 5 კმ იყო. კიდევ საყინულემდე ჩასვლა 2 კმ დაამატე და მაგათი მონახულება ნიკორწმინდის ეკლესიიდან კი გამოდის 12 კმ. დანარჩენი უკვე მანქანა გაგიჩერებს თუ არა, მაგაზეა დამოკიდებული.

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: არის.

12. საბანაკე ადგილები: ეს ჩვენი ქვეყანა სააბრაგოდა ყველგანა კაია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: მჟავე წყლები იყო.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები: ჭიანჭველები. დათვებიც იცისო, შოვზე გვეუბნებოდნენ, მარა ერთი დათვი არ მინახია ჭიქის მოსაჭახუნებლად მოსულიყოს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: იჭერს.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები " ჯიპიესი გვქონდა.

Image

22. სიმაღლე ზღვის დონიდან: ჩემდა გასაკვირად რაჭა მაღალ სიმაღლეზე არ აღმოჩნდა. 2000-მდეც ვერ ავიდა ზღვის დონიდან. შოვში ავიდა 1500 მდე მგონია.

23. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 გოგრა ბალიანი სისტემით - კაი რამე იყო მე და ჩემმა ღმერთმა, კარგად დავისვენეთ

24. სასარგებლო ბმულები

http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=163880#163880 აქ გადადით და რაჭას სადაც ნახავთ, ყველაფერი გადაიკითხეთ
Last edited by Archil on 15 აგვ 2010, 13:09, edited 2 times in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Naia » 11 აგვ 2010, 09:20

Archil
მიხარია რაჭა რომ მოინახულეთ. კარგი იქნებოდა სამომავლოებშიც დაგედოთ თემა. უამრავი ახალი წევრია, რომელიც მოუთმენლად ელის ლაშქრობის დაგეგმვას და კარაველებთან ერთად ლაშქრობას...

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by paata_ » 11 აგვ 2010, 09:28

Naia

დასასვენებლად ვიყავით წასულები
-ო
ბევრი ხალხი და აურზაური უნდოდათ ეხლა :)

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 11 აგვ 2010, 09:57

Naia wrote:Archil
მიხარია რაჭა რომ მოინახულეთ. კარგი იქნებოდა სამომავლოებშიც დაგედოთ თემა. უამრავი ახალი წევრია, რომელიც მოუთმენლად ელის ლაშქრობის დაგეგმვას და კარაველებთან ერთად ლაშქრობას...
სპონტამ აიკრიფა სასტავი, მე არც მეგონა თუ წავიდოდი. საქმეები მქონდა აქ. წავიდეთო და წავედით. ეგრე მოხდა. წინა ღამეს გადავწყვიტე. იდეების კიდობანში კი იყო რაჭის შესახებ და ბევრი არ გაჯანჯლებულა. ერთი სიტყვით პონტი ავარდა და სასტავი გავარდა. ზეც ოლია.

ცოტა მოვყვეთ კიდევაც.

დილით 6:15 უკვე ოკრიბაში ვიყავით და ადგილები დავიკავეთ. იქვე ენისელ დეიდასთან გადავედით და საწვავ-აფთიაქი (ჩვენებურად ჭაჭას რომ ეძახიან) მოვიმარაგეთ. სურსათის მარაგიც შევივსეთ და წავედით.

დღე იყო მზიანი (ნუ ღამე ვარსკვლავებიანი) და მიკრო ავტობუსმაც, მარშუტკას რომ ეძახის იმერ ამერი, კარგად იარა. ონში დაიცალა ავტო, შოვამდე რამოდენიმე წავყევით მხოლოდღა. ჩავუთვალეთ კაცზე 25 მანაააათი (ანუ ლარი) და გავუყევით გზას.

Image

სახლები რაჭაში მიწისძვრის შემდეგ ვერაა მთლად თავის ძრავაზე..
ყოველ წელიწადს ჩამოაქვს ნაშალი ქვემოთ და არიან მაგის გაწმენდვაში

Image

ესეც სკოლა

Image

ჰოდა გლოლაში ბურდიანის ძმაკაცთან მივედით ოჯახში და ამ პატარა ლოლა დიასახლისმა გვიმასპინძლა :)

Image
Last edited by Archil on 12 აგვ 2010, 10:28, edited 2 times in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 11 აგვ 2010, 10:15

ერთი სიტყვით მგზავრობით დაღლილები დაგვასვენეს, დაგვაპურეს, დაგვალოცინეს თავი. კაი შებოლილი რაჭული ლორიც გეახელით და წყლის მარაგიც შევივსეთ.

მასპინძლებმა დარჩენა შემოგვთავაზეს, რაზედაც სასტიკი უარი ვუთხარით - ტყე ღრეში ძილი რომ გვინდა გადარეულებივით, იმიტომ წამოვედით ამ სიშორეს, თორემ თბილი ლოგინი და კაი ცხოვრება ქე გვაქვს თქვა თბილისშიო.

წავედით შოვისკენ. ჰოდააა...

არ გინდა ეხლა ამ დანაყრებულზე ზურგჩანთის თრევა?!

შოვისკენ მანქანა თუ ადიოდა,ისე გატენილები იყო, რომ მაგათთვის ხელი დაქნევა, წამიყვანეო, შეგინების ტოლფასი იყო.

საგზაოს მანქანებს ნაშალი ჩამოქონდათ ზემოდან. ყოველ წელიწადს აგებენ საკურორტო ზონასთან ხიდს თურმე და მერე მიაქვს ეს ხიდი ისევ წყალს და ეგრე ხდება ადგილობრივი კადრების დასაქმება თურმე. კრაზზე (სატვირთო მანქანის საბჭოური ბრენდია) მგონი ცხოვრებაშI არ ვმჯდარვარ. მაგას არ შეუშლია ხელი. წყვილ-წყვილად ჩავუჯექით კრაზუნიებს (რაჭულად რომ ვთქვათ) და გავუყევით შოვისკენ გზას..

გზად კი იმისთანა ხალხი შეგვხვდა......... ვერც წარმოიდგენთ :)

მარა ამას შემდეგ მოგიყვებით

ანდა სხვა მოყვეს ...
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by meleksa » 11 აგვ 2010, 10:57

ხოხ, მართლა მაგარი იყო რაჭა...

ოთხივე პირველად ვიყავით რაჭაში...

წასვლის წინა დღეს დაიგეგმა ეს გასვლა, მოულოდნელად გადავწყვიტეთ ეს 4
დღე სადმე კარგ ადგილას გაგვეტარებინა... :) :)

ბევრი გველაპარაკეს ავტოსტოპით არ წახვიდეთ ტრანსპორტი ძალიან ცუდად
მოძრაობსო, მაგრამ არ მოვუსმინეთ და არც ვინანეთ :):):)

Archil

გლოლა იყო ის სოფელი სადაც ბურდიანის ახლობლებმა გვიმასპინძლეს,
ის ღვინო კი რაც ეკლესიაში დაგვალევინეს და გამოგვატანეს კიდეც საბარძიმე :)


ე ჩვენი საქართველო სააბრაგოთა ყველგან რო კარგია :)

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by meleksa » 11 აგვ 2010, 11:23

რაც შეეხება ტრანსპორტის გამართლებას, გაგვიმართლა და რა გაგვიმართლა, თითქოს განგებ ჩვენთვის გამოეგზავნათ ყველა ის მანქანა რომლითაც ვიმგზავრეთ.

გლოლაში ვნახეთ პატარა ეკლესია და ციხის ნანგრევები, მერე შოვში ხიდზე მომუშავე სატვირთოებმა გვატარეს, ფეხით ძნ ცოტას გავლა, ფაქტიურად მარტო საკარვე ადგილის ძებნა გვიწევდა, წყალიც ყველგან იყო, ჩვეულებრივი წყალი ;)


შოვიდან დაახლოებით 5 კმ ვიარეთ ფეხით და მერე ნანატრი ვილისიც გამოჩნდა და ონამდე ჩაგვარბენინა :)

ონში ეკლესია მოვინახულეთ, ჩანთები დავტოვეთ და სინაგოგა ვნახეთ, უკან დაბრუნებულები მამა ნოემ სატრაპეზოდ მიგვიწვია და კარგად დაპურებულები გამოგვიშვეს :) ონიდან გამოსული არ ვიყავით ნორმალურად, ისევ დაგვეწია მანქანა და ბარაკონშიც დროულად ჩავედით, მოვილოცეთ და მინდაციხესთან ძირში დავბანაკდით...

დილით ადრიანად ავირბინეთ ციხეზე, ვისაუზმეთ და ამბროლაურშიც ისევე სწრაფად გაგვიყოლეს როგორც ყოველთვის :)
ზნაკვას ნახვა გვინდოდა მაგრამ ტაქსის მძღოლმა ცოტა "აურია" და ჩვენც ეგრევე ნიკორწმინდისაკენ ჰერი ჰერიი.. :) იქაც საკმაოდ ოპერატიულად დაგვეწია ტრანსპორტი :)

ნიკორწმინდა რომ საოცრად ლამაზი იყო გაგონილი გვქონდა მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, გაშტერებული ვუყურებდი ტაძარს და ვცდილობდი ყველა ჩუქურთმისათვის შემევლო თვალი...

როგორც იქნა მოვწყვიტეთ თვალი ტაძარს და წავედით ჭელიშის უდაბნოს სანახავად,
საყინულეს სანახავად ცოტა გადავუხვიეთ გზიდან და ისევ გავაგრძელეთ გზა მონასთრისაკენ... ულამაზესი ხეობას მიუყვება გზა.. სამწუხაროდ ტაძარი დანგრეულია, სამრეკლოა მხოლოდ დაუზიანებელი, მაგრამ მაინც მოვიხიბლეთ და ისევ ნიკორწმინდაში დავბრუნდით ჩანთების ასაღებად....

ნიკორწმინდადან შაორზე ჩავედით, ვიბანავეთ და დავბანაკდით, დილით აბროლაურის მარშუტკას შეთანხმებისამებრ დავუკავშირდით, გზაზე გამოვედით და 5 საათში სახლებში ვიყავით უკვე... :)


მადლობა უფალს მშვიდობით და წარმატებულად რომ ვიარეთ, და რათქმაუნდა ყველა იმ ადამიანს ვინც დახმარების ხელი გამოგვიწოდა ამ 4 დღის მანძილზე....

არჩილ გაგვიშვი :lol: :lol:

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by meleksa » 11 აგვ 2010, 12:11

კარგად დავისვენეთ რაჭაში, მაგარი იყო :)
Image

User avatar
konstantine
იეტი
Posts: 1243
Joined: 23 ივნ 2008, 22:40
Location: Katitsvera
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by konstantine » 11 აგვ 2010, 22:43

თქვენ მალადეც.....
konstantine

'74' '37' '29' '27' '01'

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by ლეონტი » 11 აგვ 2010, 22:57

მალაცი.
გეყოთ რამეზე 4 დღე?

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 11 აგვ 2010, 23:19

meleksa

ე ბიჭო, რავა უცებ მოყევი ყველაფერი, ცოტა გაგეხანგრძლივებინა თხრობა...

გლოლა ჩავასწორე


რაჭული სოფელი გლოლა

ყველა მხარეს თავის მახასიათებლები აქვს.

Image

Image

Image

Image

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 12 აგვ 2010, 10:34

მივემართებით წმ. გიორგის ეკლესიისკენ

Image

ხედი უკან

Image

წმინდა გიორგის სახ. ეკლესია

Image

ეკლესიის ზარი

Image

ეკლესია შიგნიდან

Image

ეკლესიის გაბზარული ზარი

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
meleksa
იეტი
Posts: 2161
Joined: 14 ივლ 2009, 21:16
Location: წინაპართა ნაკვალევი..
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by meleksa » 12 აგვ 2010, 10:38

ლეონტი wrote:მალაცი.
გეყოთ რამეზე 4 დღე?
როგორც ჩანს ვიმყოფინეთ :) პირველ ჯერზე მაინც :)
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 12 აგვ 2010, 10:45

სოფლის ციხე

სავალალო მდგომარეობაშია

Image

Image

Image

Image

Image

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
გასეირნება რაჭაში 7-10.VIII.2010

Post by Archil » 13 აგვ 2010, 00:12

ჩემი სურათების ბმული

http://allshares.ge/download.php?id=C143234E28
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]