რუსების ფსიქიკა
შეიცვალოს, ეს ქვეყანა გახდეს დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი და მეზობლებს და მეგობრებს თანასწორად ეპყრობოდეს.
უტოპია კი არა საბჭოური მითოლოოგიის და ტვინის რეცხვის ნაშთი.
მხოლოდ იმპერიული ამბიციებით დაცლილი, მაგრამ ძლიერი რუსეთია არამხოლოდ საქართველოს, მთელი მსოფლიოს საშველი.
ჰომო სოვეტიკუსის სტანდარტული პოზიცია. არ გეწყინოს მაგრამ ასეა...
ჯერ კიდევ დიად საბწოეთსი ვცხოვრობთ ბევრნი და რუსული ჭაობის ყროლი ამბრის სურნელი გვგონია.
ეს გაუჭირდათ ფრანგებს, გერმანელებს, ბრიტანელებს, ესპანელებს, მაგრამ დიდი დოზით გათავისუფლდენ იმპერიული
სულისკვეთებისგან და გახდნენ დემოკრატიულები.
ზღაპარი.
დემოკრატიულები კი არა ჭკვიანები არიან.
ისინი ეხლაც იმპერიებად დარჩნენ, ოღონდ ისეთ სახის იმპერიები არიან, რომლებიც განსაკუთრებით კარგად პასუხობენ მათი მმართველების ინტერესებს და ამავე დროს მცირე დანახარჯებით დიდ მოგებას ნახულობენ...
და ვინმეს გონია რომ ინგლისი ინდოეთიდან წავიდა?
არაფერი შეგეშალოთ. ინგლისმა მხოლოდ ჯარი გამოიყვანა ინდოეთიდან იმისთვის რომ იქ დარჩენილიყო, ჯარი რომ არ გამოეყვანა ვერ დარჩებოდა.
ისინი 21-ეე საუკუნის იმპერიები არიან....
რუსეთი კი 19-ე საუკუნის იმპერიაა.
ისინი შიშს კი არა, მშვიდობასა და კეთილდღეობის განცდას თესენ.
ხოო?
აბა სცადე და რომელი დემოკრატიის შუქურის ფინანსური ან პოლიტიკური მმართველობის ინტერესებს შეეხე.
მერე ნახე შენ მშვიდობა და კეთილდღეობა.
ასეთი უნდა იყოს რუსეთიც...
მნიშვნელობა არ აქვს შენ რა გინდა, მნიშვნელობა აქვს როგორია რუსეთი, როგორი იყო და როგორი იქნება.
თუ რუსეთი გახდა დემოკრატიული, ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთი დაიშლება და დაახლოებით პოლონეთის ან ბელორუსიის დონეზე დადგება. მერე შეძლებს დემოკრატიულად ცხოვრებას...
მანამდე არა.
სანამ რუსული არმია დაპყრობილ ტერიტორიებზე, მაგლითად ჩიტაში ან სტავროპოლში დგას, მანამ რუსეთი იქნება დერჟიმორდა დერჟავა...
გინდა გაქაჩე გინდა გახიე, ასეა.
რუსეთი მომაკვდავი იმპერიაა...
როცა იმპერია მოკვდება, მერე დაიწყება დეომკრატია...
მაგრამ ამისთვის ჯერ იმპერია უნდა მოკვდეს.