მისი გახსნა ხეების დარგვის თემაში წადისკუსიებამ მაიძულა. როგორც აღმოჩნდა, კარაველთა ცოდნა-შესაძლებლობები ამ სფეროშიც დიდია და აქ გავუზიაროთ ერთმანეთს გამნოცდილება იმის სესახებ, სად შეიძლება შევიძინოთ ეგზოტიკური, ქართული რეალობისთვის უცხო, ანდაც, უბრალოდ, ლამაზი და სასარგებლო მცენარეები. აქაურები ნატურალისტებიც ვართ და ყველას გვეცოდინება ასეთი ადგილები. მე მაგალითად, გაფაციცებით ვეძებ შაქრის ხეს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სანერგე მეურნეობას ჰქონდა რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მაშინ ნერგებს ვერ მივუსწარი და მას მერე ველოდები. ასევე ვიცი ოჯახი სამტრედიაში (უფრო სწორად, მისამართი დამავიწყდა, მაგრამ იქამდე თუ ჩავედი, იმედია, მივაგნებ), რომელიც ჰყიდდა კარაქის ხეებს. მისი ნაყოფი ფორმით და ფერით თითქმის არ განსხვავდება ორმოსავალა თეთრი ლეღვის ნაყოფისგან, გემოთი - კარაქისგან.
