ნავარაუდევია გასვლა 21-ში გამთენიისას და ჩამოვალთ 28-ში (კვირა დღე) საღამოსკენ.
მოსანახულებელია:
* ბუბას მთა - რომელიც მდებარეობს ზედ შოვის პანსიონატის "თავზე" 1 დღეში ავალთ და ჩამოვალთ
* მამისონის უღელტეხილი - სატვირთო მანქანები დადიან მანდ ტურებზე და 1 დღეში ავალთ და ჩამოვალთ.
* უძირო ტბები - სადაც დაგვჭირდება ადგილობრივი გიდი. 2 დღეში ავალთ და ჩამოვალთ
მეტზე დრო აღარ გვყოფნის
სავარაუდო ღირებულება
მგზავრობა როგორც მე წარმომიდგენია უნდა ღირდეს 20-23 ლარი (თბილისი შოვი) მიკროავტობუსით. თუმცა ეს ციფრი დასადგენია და შეიძლება გაიაფდეს/გაძვირდეს
ანუ, მგზავრობა 23+23=46ლარი
გიდის მომსახურება 2 დღით (რომელიც უძირო ტბებამდე აგვიყვანს) 5 ლარი კაცზე ალბათ, მეტი არამგონია თუ 10 კაცი მაინც ვიქნებით
ანუ 46+5=51ლარი
მამისონზე წასვლის შემთხვევაში დაგვჭირდება სატვირტო მანქანა და დაჯდება სავარაუდოდ 8-10 ლარი იმ შემთხვევაში თუ მარტო ჩვენ წაგვიყვანს, თუმცა ეჭვი მაქვს რომ იქ მყოფ დამსვენებლებს დავაინტერესებთ და ერთად ბევრად იაფად გამოვალთ, რადგან სატვირთოში მამისონზე რომ წავედით 2007-ში ვიჯექით 25-27 ადამიანი და მთლიანად იქ შეკრებილი ერთმანეთისთვის უცხო დამსვენებლები. ასევე ბორჯომ-ხარაგაულში სატვირთომ რომ აგვიყვანა სათიბებამდე, ვიჯექით 2 მინიბუსი ხალხი.
ანუ 51+8/10=59/61
Grand total 59/61 + კვება (სავარაუდოდ 5/7ლარი კაცზე) = 100/110/115ლარი
ეს ძალიან უხეშად დათვლილი ციფრებია, კვირის განმავლობაში პირველ გვერდზე კორექტივებს შევიტან, რათა გაგიიოლდეთ სურათის კარგად დანახვა.
ამ ტოპიკის გახსნის მიზანია დავინახო არის თუ არა ინტერესი და ღირს თუ არა გავაგრძელო დაგეგმვა.
