გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ira
ბოდიალა
Posts: 267
Joined: 18 იან 2006, 11:05
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by ira » 28 ივლ 2010, 11:26

მთაშენკა, მადლობა, გამომიგზავნა პაატამ :)

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by გვალდა » 28 ივლ 2010, 11:56

"ავაჰმე, მთის ბულბული მოუკვდა საქართველოსა, მთის ბულბული...
თეონა ქუმსიაშვილს მიუძღვნა ეს ციკლი სანათამ"


მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ, ჩაღრუბლული
(ბულბულის ციკლი)

თეონა ქუმსიაშვილს


1. ჩემი ფშავლის ქალა გალობს...

შაშვი დადუმდა, არაგვი გაირინდა,
მზემდე ცაბაურთა ჰყუდავ ჩაღრუბლული,
ჯაბანიშვილების კოხტა აივნიდან
ციდა ფშავლის ქალა გალობს – მთის ბულბული.
ხელს ცამდე იწვდიან მისი გვარ-ჯიშანი,
ამ ცა-მზეს გაუმრავლდი, ბულბულის ცალო.
ჰყუდავ ცაბაურთა ჯავარ-ზავთიანი,
გული ყელში მჩრია, ჩემს სათქმელს გალობს...
ერთპირ გაუხსნია ზეცას ცხრავე კარი,
მთავარანგელოზი გვფარავს და გვწყალობს,
ხევისპირ, ფიცრული კოხტა აივნიდან,
ჩემი ფშავლის ქალა გალობს...


2. ნამით პირნაბანი სამყურები

როგორ ციმციმებენ ალმასივით,
ზეცის თითობეწო ნაჟურები,
ახლა აღარაფერს აღარ ვჩივი,
შენც თუ შეგაყვარე სამყურები...

კარგაძალი გზაა შატილამდე
და შავი არაგვი მიგვაცილებს
ჩვენს დუმილს ვიხსენებ ამდილანდელს,
უხმო სინანული მინაპირებს...

თურმე რა ლამაზი ფიქრი იცი,
სურვილს გვიზიარებ არცთუ იოლს,
ბევრს ვერ დაგპირდები, თეო, წინწინ,
ცხენები ბლომად ჰყავთ შატილიონთ...

შენთვის ლამაზ თეთრონს ამოვარჩევ,
(მე წაბლა მომწონდა თავიდანვე),
ჭენებით მივიდეთ არდოტამდე
და იქ გავითიოთ სამი ღამე.

დღისით ვიქეიფოთ ხევსურებთან,
ვწრუპოთ ქალაქური შავი ღვინო,
ლექსით თრობის ეშხში შესულებმა
გათენებმდე ვერ დავიძინოთ...

უფრო მომინდება შენი ნახვა
მერე, თბილისში რომ დავბრუნდებით,
თუკი შენც ჩემსავით შეგიყვარდა
ნამით პირნაბანი სამყურები.

3. მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..

ჩაგაცმევენ საქორწინო წითელ კაბას,
ლამაზ თვალებს ვერ დამალავ მანდილში,
თავსდამტყდარი ემგვანება უცხო ამბავს,
ორხევიდან წაგიყვანენ შატილში....

ქედს გადაღმა მშობლიური იალნოა,
არდოტისკენ კვლავ საავდრო ნისლია,
სიყვარული ცოტა უფრო გვიან მოვა,
თვალებს ცრემლით ნუ იშავებ, ნიბლიავ!

ალუდას და ზვიადაურს დანაფერი
სიძე მაყრებს მოიყოლებს მის მგვანებს,
ქმარ-მაზლანი გიმღერებენ “არხოტოს” და
კარკუჩით რომ ქალი ჩამაიყვანეს...

ცხენზე ჯდომას გასწავლიან ფშავლის ქალას,
ვერცხლის შიბით დაიქარგავ საკინძეს,
კოპალა და იახსარი დაგიფარავს,
კაცრიელი გინდაც ყველა გაგიწყრეს...

გალაღდები, ქალის ჯარში დამშვენდები,
გაივსები, მტერსაც მოეწონები,
გაის ამ დროს ტყუპი ვაჟით გაბევრდები,
გულისგულში შეგნატრებენ სწორები...

შენი სულის და ოცნების ლურჯი ჩიტი
სიმღერებად თუ გადმოსკდა ნაპირებს,
შენს ქმარს აღარ დასჭირდება ბარად ჩასვლა,
ზამთრის დღეებს ისე გაუაპრილებ...

ხევსურ ქმარ-შვილს შეავედრებ მამისხატებს,
მიმწუხრისას ფშაურ ფანდურს მაჰხელავ,
დრო მოვა და სხვა სიზმრებსაც ამიცხადებ...
მუცოს რძალო, ჩემო ქალთარაფერავ!..

http://www.geowebi.com/sanatha/index14.html
სვანეთოლოგი

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mariam » 28 ივლ 2010, 16:17

გვალდა wrote:სულში დამიღამდა ქალავ,
საით გამიფრინდით ნეტავ,
ეჰ,ვერ გაპატიებთ ღალატს,
რად არ წამიყვანეთ თქვენთან,
ჩონგურს გადაუწყდა სიმი,
მოსთქვამს ფერწასული ჰანგი,
რა ვქნა,ვის შევჩივლო ეხლა,
ჩემი უკურნელი დარდი,
ჩემი ორი ანგელოზი,
რისთვის გამომტაცე ღმერთო,
მამაც თქვენთანაა შვილო,
თქვენთვის სანთლად უნდა ენთოს,
თავზე ჩამომემხო ზეცა,
თვალი ცრემლებს ვეღარ ილევს,
ქალავ,რად უმტყუნე სიტყვას
და ფიცს ღმერთთან დანაპირებს,
მაგრამ ტიალია ბედი,
მისი ბილიკები მრუდე,
თურმე თვით არღუნიც გლოვობს,
რისთვის დაგვინგრია ბუდე,
ხევსურეთს ჭრილობა სტკივა,
მუცო გაათეთრა დარდმა,
მჯერა სამოთხეში მიხვალთ,
ჩვენ ხომ ღმერთი ასე გვწამდა,
მანამ გაგაღმერთებთ ლექსით,
ლოცვას გამოვატან ქარებს,
ეს ხმა ნანასავით გესმით,
ღვთისმშობელი გიღებთ კარებს,
აკვანს ანგელოზი გირწევთ,
კალთა მოგაფარათ ღმერთმა,
ქალავ,მიმიხედე შვილებს
ჩვენ ისე ვიქნებით ერთად..

:(
ბურთი გამეჩხირა ყელში. სამსახურში ტირილი მცხვენია, თორემ ძლივს ვიკავებ თავს :(
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by გვალდა » 28 ივლ 2010, 17:51

კიდევ დავდევ ერთ ლექსს :cry:
ფორუმზე წავაწყდი. ავტორი: ბიაკო, 25 ივლისი

მთაო,ცის ჭერზე ნაკიდო
ეგებ მამაჩემს უთხრა,
არრა მაწუხებს წუხილი
მისი წუხილით ვწუხვარ...
ფესვო, ბუმბერაზ მუხების
მწვანე ბალახის ღეროვ,
დეკავ ,კლდის შუბლზე ნაფენო
ტყეზე ნაბნევო შქერო...
ქაფო,მდინარეს ნახვევო
ფერდობს ნაფენო ნისლო,
ეხლა ყველაფრის ფერში ვარ
ეხლა ყველაფრად მიცნობს...
ყორევ,ვერ გადანგრეულო
გულ-გულ ნაჭედო მყარად,
ენა შეიბი,უთხარი
მოვალ წვიმად და ქარად.
მოვალ სახნავში,სათიბში
კერის პირზე და ეზოს,
ოღონდ შეიძლოს დახვედრა
ჩემი მოსმენა შეძლოს...
ვიქნები ჯამი ნავსები,
ლოცვა ვიქნები სუფრის...
უფლის კალთის ქვეშ გამთბარი
ანგელოზი ვარ უფლის...
ხისგან ათლილო სიმღერავ
ჩონგურს შეზრდილო სიტყვავ,
მოვალ დაბალი ღიღინით
ბანის ბანი,რომ მითხრა...
მთაო ბრალი არ მიგიძღვის
ხევო,მდუმარედ ნუ ხარ,
მთავარ ანგელოზს ვუღიმი
მიდი,მამაჩემს უთხარ...
სვანეთოლოგი

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 28 ივლ 2010, 17:59

გვალდააა

:cry:
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by zura N. » 28 ივლ 2010, 18:46

გვალდა
:cry:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 28 ივლ 2010, 18:47

გვალდა
სანათამ"
მარიამ ხუცურაული. ეგ კარაველიცაა, ოღონდ ძალზე ცოტა პოსტი აქვს, აქაც "სანათას" სახელითაა.
კარგი ლექსებია.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by guruli » 28 ივლ 2010, 22:57

მთელი ეს დრეები არც თეონას სიმღერები ჩამირთავს და არც საერთოდ - მუსიკა. ახლა ხევსურეთის საიტზე თეონას დისკი ვნახე და გადავხედე, ახალი ხომ არაა რამე-მეთქი. ყველაფერი მაქვს ამ ერთის გარდა და ესეც რაღაც წინასწარმეტყველურია. :cry:
http://www.link.ge/file/332135/teona.wma.html
ესეც სიმღერა დედაზე... თითქოს წინასწარ გრძნობდაო... :cry: :cry:
მტერს არ ვუსურვებ, რასაც ის დარდით დაღლილი და მართლაც ბეჩავი დედა იქმს ახლა... :cry: :cry:
http://www.link.ge/file/332136/teo-qums ... a.mp3.html


anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by anano » 29 ივლ 2010, 00:59

:( :cry:
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by paata_ » 29 ივლ 2010, 09:13

ერთად ხართ, დედა, შენ და ძამიკო,
მე კი უთქვენოდ ობოლი, კენტი.
ვინ დამიძახებს ტკბილად: "-მამიკო!"
- რაო მამიკო? მე ვიღას ვეტყვი.

გელა დაიაური
27.07.2010

Image

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by zura N. » 29 ივლ 2010, 09:20

paata_ wrote:ერთად ხართ, დედა, შენ და ძამიკო,
მე კი უთქვენოდ ობოლი, კენტი.
ვინ დამიძახებს ტკბილად: "-მამიკო!"
- რაო მამიკო? მე ვიღას ვეტყვი.

გელა დაიაური
27.07.2010

Image
:cry: :cry: :cry: :cry: :cry:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Mta Mkvarebia » 29 ივლ 2010, 09:20

paata_
:cry: :cry: :cry:
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by Naia » 29 ივლ 2010, 09:42

paata_
ყოველ საღამოს, ფსალმუნების წაკითხვისას მათ სახელებს რომ ვიხსენიებ თავს ვერ ვიკავებ :cry: :cry: :cry: რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მიმძიმს :( არც მინდა წარმოვიდგინო გელას მდგომარეობა

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
გელა დაიაურს და მის ოჯახს დიდი უბედურება შეემთხვა ;(

Post by tamuna_gudarexi » 29 ივლ 2010, 10:07

:cry:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]