Post
by Archil » 14 აპრ 2010, 02:59
კანონის ცვლილებას იმდენი შედეგი ვერ ექნება, რამდენიც თვით მოქალაქეების დამოკიდებულების ცვლილებას გზაზე მოძრაობის წესების დაცვის მიმართ.
დღემდე არ მავიწყდება, ზამთარში, თოვლსა და სიცივეში ქალაქ ვენაში ღამის 2 საათზე მეტრანახევრიანი ქუჩის გადასაასვლელად ერთი იქაური შუქნიშნის მწვანეს რომ ელოდებოდა, ათოვდა, ციოდა, ქუჩაში არავინ იყო, მაგრამ მაინც ელოდებოდა.
დაკოტაში, მძღოლები ერთმანეთს უთმობდნენ გზას, არა შენ გაიარე პირველმა, არა შენო... ქვეითის გვერდით კი ისეთი სიფრთხილით დადიოდნენ... თანამოქალაქე იყო მათი და მაგიტომ.
სანამ ლიხაჩობა კარგ ტონად ითვლება, მანამდე ავარიები საკმარისზე მეტი იქნება. სანამ ვერ მივხვდებით რომ ვინმესთვის წინ გასწრებით, რომელმაც საფრთხე შეუქმნა სხვებს და საკუთარ თავსაც, მხოლოდ რამოდენიმე წუთის მოგებას ვახერხებთ და მერე (საუკეთესო შემთხვევაში) საათებს და დღეებს ვხარჯავთ პროფილაქტიკებში, არაფერი გვეშველება.
ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი ისაა, რომელსაც ჭკვიანი და ფრთხილი მძღოლი მართავს. საქართველოში კი ჭკვიანების დეფიციტია. მანქანით მოძრაობისას არა მხოლოდ საკუთარი მოძრაობის შესახებ ვფიქრობ, არამედ სხვები როგორ შეიძლება მოიქცნენ ჩემს გარშემო, მაგაზე ვფიქრობ.
ერთი ჩემი ძმაკაცი კაიფობდა, ქართველები პილოტებივით არიანო, წყვეტილი ხაზი ასაფრენ ბილიკზე რომაა, მასე ბორბლებს შორის უნდა ჰქონდეთო, მანქანა წყვეტილ ხაზებს შორის რომ უნდა ატარონო, ვერ ხვდებიანო...
სანამ ლიხაჩებს დებილებს და მკვლელებს არ დავუძახებთ, სანამ ამგვარი აზრი არ დამკვიდრდება საზოგადოებაში, მანამდე არაფერი გვეშველება. შუქნიშანი საახალწლო განათება კი არაა, არამედ საზოგადოების მიერ მოგონილი საშვალებაა რიგითობის განსასაზღვრავად და სანამ რიგიანობას არ ვისწავლით, რიგიანად ვერ ვიქნებით.
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
