ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 02 მარ 2007, 15:25
ჰოო, მაგ თემაზე მე მარტივი პასუხი მაქვს. ალბათ იმიტომ რომ ბუნებით ინდივიდუალისტი ვარ კარველებთან მოლაპარაკების გარეშე ჯერ კიდევ 2005 წელს დავთესე (დიახ, დიახ დავთესე) რამდენიმე რკო ქოთნებში, რომლებიც ახლა ჩემს აივანზეა. მუხის ხეების ზომამ (უფრო სწორედ ალბათ მუხის ხის ჩითილმა) მიაღწია დაახოლებით 20 სმ. ჰოდა ამ გაზაფხულზე, ორ-სამ კვირაში ავიღებ და ღია გრუნში გადავრგავ ჩემს აგარაკზე.
თქვენც გააკეთეთ რამე ინდივიდუალურად ჰოდა პატარა ტყე კი გამოგვივა, ოღონდ საქართველოს სხვადასხვა მხარეში მიმოფანტული.
აბა თქვენ იცით

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 03 მარ 2007, 14:21
Kakha
კაი იდეაა ნამდვილად

-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 03 მარ 2007, 14:25
მშვენიერი იდეაა და განხორციელებაც სასიამოვნოა

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 20 მარ 2007, 13:09
Kakha
აბა რას შვრებიან შენი მუხები??????????
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 მარ 2007, 13:33
Kakha, მაგ ხეებს ახლავე თუ გადარგავ, თორემ გირჩევ, გაისისთვის შეინახო - უკვე ცოტა გვიანდება. ისედაც, 20 სმ-ები ჯერ პატარები ყოფილან და გააჩერე კიდევ ერთი წელიწადი.
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 20 მარ 2007, 14:20
guruli
გმადლობ რჩევისთვის - ამ კვირას ვაპირებდი გადარგვას. ერთ წელს კიდევ გავაჩერებ.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 მარ 2007, 14:29
Kakha, თანაც, აჯობებს, უფრო დეკემბერ-თებერვლის მონაკვეთში გადარგო - მაგ დროს ხეს სძინავს და გადარგვა იმდენად არ გაუჭირდება. მაგრამ თუ ქოთნებშია, შემოაჭერი და თავის მიწიანად ჩაუშვი ორმოში. მცენარეთა მაღაზიებში სპეციალური სასუქებიც ექნებათ რამე. იმასაც თუ დაუმეტებ, მთლად კარგი...
ბარემ აქვე დავწერ რჩევას იმათთვის, ვისაც შენებრ აგარაკების მცენარეებით დამშვენება სურს - იქნებ შენც გამოგადგეს. არის ასეთი ფირმა - "იელი", ძაან კარგი მცენარები აქვთ. ერთხელ შარდენზე გამოფენა ჰქონდათ და იქ ვნახე იაპონური ჯუჯა ნეკერჩხალი - ალისფერიც იყო და მოყვითალოც. მართალია, ძვირიც ღირდა, მგონი, 250 თუ 450 ლარი, მაგრამ ვისაც საშუალება აქვს, მართლა ღირს ყიდვად.
-
Kakha
- იეტი
- Posts: 1931
- Joined: 13 ივნ 2005, 10:08
- Location: თბილისი
Post
by Kakha » 20 მარ 2007, 14:33
ჰოო - იელის პროდუქცია მეც მინახავს, მაგრამ ისეთი ძვირია მე პირადად ფეხი არ ჩამივა. გარდა ამისა, როგორც ერთმა ჩემა ძალზე ახლობელმა და საქმეში ჩახედულმა მითხრა, იმას რასაც იელი ყიდისო დიდი რუდუნება და მოვლა ჭირდებაო, რომ გაიხაროსო. ამიტომ რჩევა ასეთი იყო ახლო-მახლო გაიხედე რაც გარშემო კარგად ხარობს ის დარგეო - მაგალითად მახლობელ ტყეში შეხვდები ნეკერჩხალს (მართლა საოცარ ფერს იდებს შემოდგომაზე) აიღე და პატარა ნერგი გადმორგეო.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 მარ 2007, 14:38
Kakha
მართალი უთქვამს იმ ახლობელს. "იელს" თავად გამოჰყავს ეგ რაღაცები და პატრონობა მერეც დასჭირდება, მაგრამ რაც იმ ნეკერჩხალს ფერი ედო, იმას ტყეში მხოლოდ შემოდგომაზე მიიღებს, იმას კი მთელი წელიწადი ეგრე ექნება. თუმცა იმათ მხოლოდ ხეები არა აქვთ - პატარ-პატარა რამე-რუმეებსაც ჰყიდიან გაზონების გასამწვანებლად. მართალია, ისინიც ძვირებია, მაგრამ ხელმისაწვდომი, და იმათ საყურადღებოდ ვთქვი, თუ ვინმეს დააინტერესებს-მეთქი.
-
Varvara
- იეტი
- Posts: 1279
- Joined: 08 სექ 2006, 09:53
- Location: თბილისი
Post
by Varvara » 20 მარ 2007, 17:18
ამ საქმეში ცოტა მეც მესმის (გობემ სწორად გამოიცნო - მე მებაღედ ვმუშაობ ჩემს სამსახურში).
იელის წითელი ნეკერჩხალი მართლად ულამაზესი რამაა, მაგრამ საკმაოდ ძვირიც. ისე, იელში ყველაფერი ძალიან ძვირია, ძალიან.
არის უფრო იაფი ალტერნატივებიც - მე მაგალითად გირჩევდით წასულიყავით ნუცუბიძის მე-5 პლატოს ბოლოში მდებარე სანერგეში. კარგი ხალხი მუშაობს, ნორმალური ფასებიც აქვთ და თან ბევრ რამეს გჩუქნიან კიდეც.
ეხლა, ზუსტად, კარგი დროა იქ მისასვლელად.
-
Mrs. Robinson
- იეტი
- Posts: 1488
- Joined: 13 სექ 2005, 19:13
Post
by Mrs. Robinson » 20 მარ 2007, 17:51
ჩემმა ახლობლებმა ძალიან ლამაზი ხეები და სხვა მცენარეები შეიძინეს ბოტანიკურში რამოდინიმე წლის წინ, მათ შორის ნეკერჩხალი, ხოდა ეხლა აგარაკზე ულამაზესი ეზო აქვთ. კიდევ ბორჯობიდან ჩამოვიტანეთ ნაძვები. ნაძვი ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ მერე რა. ისეთი ბუთქნუნა ფორმები აქვთ, პატრაც მშვენიერია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 მარ 2007, 18:33
ჩემმა წინადადებამ ისეთი გაგრძელება მიიღო, აჯობებს, ფლორა და ფაუნაში გადავინაცვლოთ და ახალი თემა გავხსნათ.

ან, ყიდვა-გაყიდვაში, მაგრამ რადგან საქმე მცენარეებს ეხება, ვფიქრობ, უფრო მაინც ფლორა ესადაგება.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 20 მარ 2007, 18:55
Mrs. Robinson, სორი - ოღონდ მაინც ბაზრობაში გავხსენი. რა ვიცი, გული ისე მითქვამდა,

მაინც იქით გედეისროდენ მაგ თემას და ბარემ პირდაპირ იქინე წევეი.

-
lama
- იეტი
- Posts: 12572
- Joined: 03 მაი 2004, 13:46
- Location: ისნის კარავი
-
Contact:
Post
by lama » 21 მარ 2007, 09:52
guruli
ანუ ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინე ხომ ????