17-18 ივლისს შედგა კინჩხას ტური
ეს იყო 9 თვის ნანატრი ლაშქრობა
ყველაზე ნაუცბათევად დაგეგმილ-გადაწყვეტილი- წინა საღამოს გადაწყდა წასვლა, ისე რომ მონაწილეებიც არ ვიცოდი, ვინ იქნებოდნენ
და ყველაზე ექსტრემალური და ლამაზი (იმჰო)
დავიძარით შაბათს, დილას 9 საათისთVის, ჩავედით ჯერ ქუთაისში-->ხონი-->გორდა-->კინჩხა. გზის სწორი მიმართულების ს დასაზუსტებლად გზა და გზა ვეკითხებოდით მოსახლეობას.


დავტოვეთ სამარშრუტო ტაქსი ერთ-ერთI მოსახლის ეზოში, ჩანჩქერებამდე გზა გავაგრძელეთ ფეხით, იყო დიდი აღმართები, დაგვჭირდა ნახევარი საათი. დავათVალიერეთ მიდამო, დავბანაკდით, ვიბანავეთ, ფოტოები გადავიღეთ, ვივახშმეთმ ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ცეცხლის გარშემო 'რიტუალები' შევასრულეთ, ვიხალისეთ..


მეორე დილას გარემო უკეთესად მოვათველიერეთ, შევისწაველთ, მივედით ჩანჩქერების ძირში, მოულოდნელად მიმართულება შეუცვალა ქარმა ჩანჩქერს და დაგვესხა ზედ, " ბუნებრივი შხაპი" მივიღეთ

წივწივა ერთ-ერთი ჩანჩქერის სათავიდან დაეშვა ძირში, მოიარა მიდამოები და ისევ თოკით ამოვიდა ზევით..

პერიოდულად წვიმდა ხოლმე, მაგრამ წვიმას როდი შევუშინდით, იმდენად სასიამოვნო და ლამზი ტური იყო, წვიმაზე არავის უწუწუნია..
გვყავდნენ რუსი და ყაზახი სტუმრებიც, რომლებმაც ტურს მეტი ხალისი შემატეს


შუადღის 3 საათისთვის დავეშვით კვვლავ სამარშრუტოსთან სოფელში, 4ის ნახევრისთVის დავიძარით და 9 საათისთვის კვლავ დავუბრუნდით თბილისქალაქს

ძალიან ნასიამოვნებ-ნაემოციარი ვარ, მაგრამ ამავე დროს დაღლილი, თუ რამე გამომრჩა, ან მოკლედ ვთქვი, სხვა მონაწილეებიც დაამატებენ და გზა და გზა მოგითხრობთ
ისე კი ვიტყვი, რომ ეს აუცილებლად ყველამ უნდა ნახოთ
გული დამწყდა, რომ კანიონების გადავლა ვერ მოესწრო, ნაწილობრივ ამინდის გამოც.
ჰო, ეხლა ეს ტრადიციულ-სავალდებულოები
1. . რეგიონი: იმერეთი-სამეგრელოს საზღვარი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კინჩხა, კინჩხა-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
2 დღე
4. სირთულე:
მარტივი (ან საშუალოდ რთული)
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1 კაცი 15 ლარი + კვება
6. მონაწილეთა რაოდენობა
16
მაინც
პატაპუტინა
წივწივა
სტრეინჯერი
შალვა
ბასილა
თამუსია
წივწივას 3 + (სტუმრები)
პატაპუტინას + მაკა
გვანცა და ანდრო
დოქტორ ეკო
მარი
თუშმანა
გოგლა
(ყველას ნიკი არ ვიცი, სამწუხაროდ

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მაინც
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი კინჩხა
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
კინჩხა - სოფელი ხონის მუნიციპალიტეტში (კინჩხის თემის ტერიტორიული ორგანო), მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. ზღვის დონიდან 760 მეტრი, ხონიდან 28 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 62 ადამიანი.
10. ფეხით გავლილი მანძილი:
მაქსიმუმ 3 კმ.
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჩანჩქერები და მდინარის ულამაზესი ხეობა
12. საბანაკე ადგილები:
მდინარის პირას ბევრი აკრგი ადგილია, თან ჩანჩქერის ხმა სასიამოვნოდ ისმის ღამით
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ჩანჩქერამდე გზად არის, დაახლოებით 700 მეტრში
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საცურაო კოსტუმი და სხვა საბანაო აქსესუარ-მოწყობილობები, კლდეზე ცოცვის მოწყობილობა
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი ალბათ, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით ისიამოვნებთ.
16. რისკები, საფრთხეები:
უფსკრულები და კლდეები და ჩანჩქერები, ქვები ვარდება ხოლმე და სრიალებს ფეხი.
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ასეთი გზად ბევრია
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ტყეც არის, მინდორიც, მიდნარეც
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი იჭერდა მხოლოდ
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
არ ვიცი
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
[/img]http://radikal.ru/F/s003.radikal.ru/i20 ... g.html[img]
22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
10-დან 9
